Tag Archives: YouTube

YouTube-ის რევოლუცია

vvvvvv

მომღერლობა მხოლოდ კარგად მღერას რომ აღარ ნიშნავს, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიომ იცის. ჩვენ კი ამაში საბოლოოდ ერთი წლის წინ დავრწმუნდით, როცა ქართველმა მაყურებელმა, ყველა ტრადიციის დარღვევით, აქამდე “მიუღებელი” ჟანრის მუსიკას დაუჭირა მხარი. ასე გახდა ლუკა ზაქარიაძე “საქართველოს ვარსკვლავი”. წელსაც ანალოგიური დაფიქსირდა და მაყურებლის უმრავლესობამ “უსირცხვილო” ნინა სუბლატი აირჩია. იცვლება თუ არა ჩვენი მენტალიტეტი და ვკარგავთ თუ არა ქართველობას არაქართული ჟანრის პოპულარიზაციით? Continue reading

YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი

სულ რამდენიმე წუთში მსოფლიოს პირველი ონლაინ ორკესტრი სიდნეის ოპერის თეატრში ნომერ მეორე წარმოდგენას გამართავს!!!

მსოფლიოს ნებისმიერ მუსიკოსს შესაძლებლობა ჰქონდა, YouTube-ის კონკურსში მიღო მონაწილეობა. ერთადერთი მოთხოვნა იყო

მ უ ს ი კ ა ლ უ რ ი   ვ ი დ ე ო

ნებისმიერს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდა თანაბარი შანსი, გამხდარიყო ამ ორკესტრის წევრი. პირველი კონცერტი 2009 წლის 14 აპრილს კარნეგი ჰოლში შედგა. კონცერტის ნახვის რაოდენობამ 15 მილიონს გადააჭარბა. ახლა სიდნეის ჯერია. ნახევარ საათზე ნაკლებ დროში სოციალური მედიის საოცრება – YouTube-ის სიმფონიური ორკესტრი – კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მსიოფლიოს ყველა ხალხს საერთო საქმის კეთება ჰარმონიულად შეუძლია! :)

 

ჩემი YouTube-ური ისტორია

მეორე კურსზე ვიყავი, 2006 წლის ოქტომბერი იდგა. მეტიც, ბებიაჩემი ახალი დაბრუნებული იყო საავადმყოფოდან, სადაც მოტეხილ ფეხზე ოპერაცია გაუკეთეს (ტიპური თეძოს მოტეხილობა). პირველ საკუთარ კომპიუტერს მაშინ ვეღირსე. პირველად, რა თქმა უნდა, ეგრევე კალასები გადავქექე და ალბომების შეგროვება დავიწყე. სწორედ მას უნდა ვუმადლოდე, რომ ერთხელაც “ერთ-ერთ საიტზე” კალასის უამრავი ვიდეო აღმოვაჩინე. იმ ღამეს პირველად ვიჯექი კომპთან დილის 5 საათამდე. ასე გავიცანი YouTube…

Continue reading

"ბოდიში" სოფოს

ამ სურათზე ორივენი მარტო ვართ: მეც და ვარდიც

ამ პოსტის იდეა ფიქროს ფურცლებმა გამიჩინა. ბოლო ხანებში საგრძნობლად გულჩათხრობილი გავხდი და ჩემს გრძნობებს აღარავის ვუზიარებ. ყოველივე ამას კი ჩემი არაადეკვატური ანუ ჩვეული საქციელით ვფარავ და შეუმჩნეველს ვხდი. რატომ? საკუთარი თავისაც არ მესმის. ვხატავ ბოლო ხანებში და, ალბათ, ამიტომაც.

დღეს ჩემს მეგობარსა და სიცოცხლეს, სოფოს, GIPA–ელ მეგობარს, ვაწყენინე. გამოცდა გვქონდა ერთ–ერთ საგანში. ჩემი პრეზენტაცია Odnoklassniki VS Facebook იყო, რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ბლოგზე მიდევს. სოფოს პრეზენტაცია თსუ–ს განახლებას ეხებოდა. ჩემსას რომ მოვრჩი, კაფეში ჩავედი… მოკლედ,  მის პრეზენტაციას არ დავსწრებივარ, არადა გულით უნდოდა. 2 კვირის წინ კიდევ ვაწყენინე სხვა რამეზე და მაშინ დავიწყე ხატვა ნახატისა “ბოდიში”. გუშინ მოვრჩი. ამასობაში შევრიგდით. დღეს ისევ გაცივდა ურთიერთობები და სწორედ დღეს ვაჩუქე “ბოდიში” სოფოს.

ჩემში ცივი სიცარიელეა. უდაბნოში სინაცრეა, ქვიშის ნაცვლად ფერფლი ყრია, რომლის ქვეშაც მგრგვინავი ემოციაა დამარხული. საკმარისია, ფეხით ფერფლი ოდნავ გაქექო, რომ ლავასავით გავარვარებული ცრემლის გეიზერები ამოხეთქავს და ჩემი ბღავილი დააყრუებს ყველაფერს…

ამ თემაზე მეტს არაფერს ვიტყვი. ბევრს თვითგვემის მოყვარული ვგონივარ, მაგრამ მე კი კარგად ვიცი, როდის რას ვიმსახურებ. როცა რამეს ვაშავებ და არავინ მსჯის, მაშინ იძულებული ვარ, საკუთარ თავს სამაგიერო თვითონ გადავუხადო! არც მათრახს ვირტყამ, არც კედლებს ვანგრევ. უბრალოდ, ვზივარ და ვფიქრობ, რაოდენ ცუდი ადამიანი ვარ. უნდა ვიყო მარტო, რომ სიმარტოვემ გამომაშროს, გამაარაადამიანოს და მათთან აღარასოდეს გამაკაროს :|

არადა დღეს სულ სხვა თემაზე უნდა დამეწერა. არა, ტრაგედია და უბედურება ნამდვილად არ მჭირს. არც დიდი ემოციით ვწერ. უბრალოდ, გადავწყვიტე, დღეს ბუნება და მეცნიერება იქით გადავდო და ერთ პოსტში საკუთარ თავზე ვისაუბრო.

დღევანდელ განცდას, რატომღაც, ეს სლაიდშოუ შევუსაბამე, რომელიც YouTube–ზე კარგა ხნის წინ ავტვირთე. სლაიდშოუებ ის კეთება ჩემი ერთ–ერთი ჰობია და მალე ისევ მივუბრუნდები. ზამთრობით მათი მუზა მეხსნება ხოლმე.

დღეს სევდიანი დღეა და ამბავიც სევდიანია, უკვე გაბანძებული სათაურით “Lovestory”.