Tag Archives: TITANIC

“ტიტანიკის” ამოჭრილი სცენები – სულ სხვა ფილმია!

წინა ვეებერთელა პოსტის შემდეგ, შეიძლება, მომაბეზრებელი გეჩვენოთ, მაგრამ ვინც ფილმ “ტიტანიკის” ფანები ხართ ან, სულაც, გიყვართ და მოგწონთ იგი, თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. ნახეთ, როგორი იქნებოდა ფილმი, მონტაჟის დროს სხვადასხვა ნაწილი რომ არ ამოეღოთ. კადრში შემოდიან სულ სხვა გმირები, რომლებიც სიტუაციას სრულიად ცვლიან და შინაარსიც სულ სხვანაირად ვითარდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრი მათგანი ფილმის საერთო ტემპს ანელებს და, ალბათ, ამიტომაც ამოჭრეს. მერე მეორეც, “ტიტანიკის” ხანგრძლივობა ისედაც ვეებერთელაა და კიდევ ზედმეტი სცენებით გადატვირთვა ძირითად სათქმელს გააფუჭებდა. საერთო ჯამში, სრული ვერსიის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ კემერონი სწორად მოიქცა, ეს სცენები რომ ამოჭრა. მაყურებელს ქვეცნობიერში პატარა ინტრიგა დაუტოვა, რომ ცოტა რაღაც-რაღაცებზე ცოტათი მეტი ეფიქრა. მოკლედ, ნახეთ:

პ.ს. ფინალი არის ზეეეე საინტერესო ;)
Continue reading

რატომ არ დავთმობდი იმ 5 წელიწადს

ზუსტად 99 წლის წინ, 1912 წლის 15 აპრილს, მსოფლიო “ტიტანიკის” კატასტროფამ შეძრა. იმ დროისათვის ყველაზე დიდი და ძვირფასი გემი თავის პირველ რეისზე აისბერგს შეეჯახა და ატლანტის ოკეანეში ჩაიძირა. კატასტროფას, 2200 მგზავრიდან, 1500 ემსხვერპლა.

შაბათი დილა გათენდა. მეხუთეკლასელმა ფრიადოსანმა ჩვეულებისამებრ 8-ზე გაიღვიძა, ბევრი არ უკოტრიალია, ფეხზე წამოხტა, ზოლებიანი მოკლემკლავიანი მაისური ჩაიცვა (ეღირსა თბილი ამინდები!) და ტელევიზორის ოთახისკენ გაემართა. გადმოალაგა სქელი, დახვეული ფურცლები, ძველი უხმარი შპალერი, სახაზავ-ფანქრები და ვიდეომაგნიტოფონში ისევ ის კასეტა შეაცურა. Continue reading