Tag Archives: Radiohead

Milk Floyd

pink milk

მას ფლოიდა ჰქვია, მუდამ სახემოღუშული გოგონაა და Pink Floyd-ით ცხოვრობს.

ერთმანეთი Jado-მ გაგვაცნო. მას და ფლოიდას დღისით ერთმანეთი არასდროს უნახავთ. მხოლოდ მთვარის ბნელ მხარეს ხვდებიან. მე კი ფლოიდა მზის სხივებზეც მინდახავს და დღისით უფრო ლამაზია, ვიდრე ღამით. ხვეულ ფაფუკ თმას ჩამავალი მზის სინათლე ფოტოშოფში დამუშავებული სურათივით უხასხასებს. კანი პრიალა და ნაზი აქვს. ძალიან მომწონს მისი ფეხები, მას კი ძალიან არ მოსწონს თავისი ლოყები. მე ისინიც მომწონს. აქ შეიძლებოდა, დამეწერა, საერთოდაც, ფლოიდა მომწონს-თქო, მაგრამ არ იქნებოდა მართალი. მე და ფლოიდა მეგობრები ვართ. ისევე, როგორც ფლოიდა და Jado. Continue reading

რასაც ვერ გააცოცხლებ, თავად უნდა ეწვიო

8297scan0034 copy
წინათქმა: მე გვიან მივხვდი.

მე არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი. გამოქლიავებული ნარკომანი “მუსიკოსი”, რომელიც საკუთარ თავს “მეფეს” ეძახის, ხოლო უზრდელი სიტყვების ბოდიალს – “სიმღერას”. დიახ, მე არ მიყვარდა ირაკლი ჩარკვიანი და ამის მიზეზი მქონდა.

აქ არ დავიწყებ პატარა ბიჭის მსოფლმხედველობაზე გარემოცვის ზეგავლენაზე საუბარს, არც ზემოხსენებული მუსიკოსის ქება-დიდებას მოვყვები. მე ჩემი პატარა სათქმელი მაქვს და ვეცდები, მართლა პატარა მოსაყოლი იყოს. Continue reading

NUDE

nude_radiohead

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/03/Radiohead-In-Rainbows-Nude.mp3|titles=Radiohead Nude]

პარანოია მჭირს

როცა მეგობარი არ მწერს, მგონია, რომ სულ დამიკიდა

როცა მწერს,  მგონია, რომ ჩემზე გაჭედა

ხანდახან, რაც უფრო მეტად ვუყურებ ხალხს, მით ნაკლებად ვიცი, ვინ ვარ და რა მინდა

ოპტიმიზმი გაზარმაცდა

რაღაც ზედმეტად ჩუმი პერიოდია. ზამთრის ტყის პირას რომ სიჩუმეა, ისეთი

ბოდიშს გიხდით, რომ პოსტის ტექსტი მუსიკასა და ფოტოს არ შეესაბამება

მათ გასაერთიანებლად ან საკმაოდ უძლური ვარ ან საკმაოდ მეზარება

…და რატომ ვხატავ ნუდებს? შიშველი ადამიანი თითქმის ვერ იტყუება.

Fake Plastic Trees

fake plastic trees

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/02/Radiohead-Fake-Plastic-Trees.mp3|titles=Radiohead Fake Plastic Trees]

დღე ყოველი.

დღე ბოლო – დღე პირველი.

დღე ყველა ერთნაირია, რადგანაც ყველა მათგანში მე ვფიგურირებ.

საწერი ბევრია, მაგრამ ჩავიდენ სიჯიუტეს, რომელსაც შემდეგ, ალბათ, ვინანებ.

ვიქნები ჯიუტი და არ მოვყვები, რამდენი უ/საინტერესო მოხდა ამ ხნის განმავლობაში.

დაე, დასასიზმრებელიც დამრჩეს ცოტა.

P.S. ესეც ჩემი დუმილი Continue reading

Creep

Inspired by Radiohead

,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მას მოვყვები ისე, როგოც მახსოვს.

ფინიგან ბელი, ფილმი “Great Expectations”

Radiohead-ს ვუსმენ. აგერ უკვე 1 თვეზე მეტია. უკვე იმ დონემდე მივედი, რომ Creep-ის კარაოკეს უშეცდომოდ ვმღერი. ესაა ოღონდ, რომ როკერის მაღლები არ მაქვს და ვღარღალებ უმწეოდ… იმ ლუკა ზაქარიაძის ბრალია ყველაფერი! …ჰოდა ვარ ახლა ჰიტლერის შემყურე ევროპასავით გაოგნებული.  Continue reading