Tag Archives: Michael Jackson

Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

ცისფერთვალება კეთილი ბიჭუნა, რომლის ოდნავ დამფრთხალი გამოხედვისას, ალბათ, ყველას ეს მუსიკა მოაგონდება

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/09/john-williams-home-alone-soundtrack-main-theme.mp3|titles=john williams – home alone (soundtrack)- main theme]

მიუხედავად ფანების “მცდელობისა” და პრესის სკანდალებისა, იგი მაინც გაიზარდა. სულ ცოტა ხნის წინ, 26 აგვისტოს, კევინ მაკალისტერი 30 წლის გახდა. უკვე შორსაა გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ისევე, როგორც დიდება. 9 წლის ბიჭი, რომელიც უშეღავათოდ ლამაზი, საყვარელი, გამჭრიახი და სასაცილო იყო, მილიონებს “იწონიდა”. დღეს კი მაკოლეი კალკინი მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება და, ძველ დროსთან შედარებით, “წარმატებულს” ნამდვილად ვერ  უწოდებთ.

Continue reading

მგონი, ვნანობ…

Michael Jackson - Earth Song [1995]მაიკლ ჯექსონზე ვაპირებდი რომელიღაც ბლოგზე კომენტარის დატოვებას. სათქმელი კომენტარზე დიდი გამომდიოდა და გადავწყვიტე, ჩემს ბლოგზე გამეშვა. მგონი, ვნანობ…
ვნანობ, რომ გარდაიცვალა. ვნანობ იმიტომ, რომ, სანამ ცოცხალი იყო, საკუთარი ნებით არც ერთხელ არ მომისმენია მისი სიმღერები არ მინახავს ვიდეო. არა, პოპი და დაკა-დაკა ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რატომღაც ეს 2 დღეა, ან მის ცეკვებს ვუყურებ ან სურათებს ვათვალიერებ და ელიზაბეტ ტეილორის, მისი ერთ-ერთი უახლოესი მეგობრის, სიტყვებს ვიხსენებ: “მაიკლ ჯექსონის თვალებში ამოიკითხავთ თუ როგორი სათუთი ადამიანია იგი.”
ყველაფერი კი ნოსტალგიის ბრალია. უნებლიე ბავშვური ნოსტალგიისა. ზაფხულობით, როცა I-II კლასში ვიქნებოდი ან მე-3-ში მაინც, ქუთაისში, ტორპედოს სტადიონზე მის სიმღერებს ატრიალებდნენ და მთელ უბანს ესმოდა მისი მუსიკა. ჩემი ქუჩაც იქვეა, შორიახლოს. საღამოს გვიან ღამემდე ვისხედით “ბირჟაზე”, ჩემს ჭიშკართან, სადაც დიდი კაკლის ხის ჩრდილი გვადგა თავზე. შუაღამისას ჩრდილი? დიახ, იმიტომ, რომ გვერდით ელექტრობოძზე ნათურა ეკიდა. პრინციპში, ახლაც კი ჰკიდია, მაგრამ გადამწვარია. აღარც კაკლის ხე არსებობს. კიდევ გამექცა საუბრის თემა…
ჰოდა, ერთხელაც, როცა ჩვენთვის წყნარად ვისხედით და ვსაუბრობდით შორიდან მოტანილი მუსიკის ფონზე, ერთმა თქვა, რომ მაიკლ ჯექსონი მღერის You Are Not Alone-სო. სახელი მაშინვე ამომიფრინდა თავიდან და მის გარდაცვალებამდე აღარ გამიგია. მელოდია კი, მთელი წლების მანძილზე, სულ ჩემთან იყო, შეუცვლელად. გუშინ კლიპი ვნახე და, ოჰ, ეს მოჩვენებითი იდეალიზმი… ;)
სენტიმენტალური გამოვედი ამ მზიან დილას, მაგრამ ზოჯგერ ასეც უნდა იყოს, ალბათ. მთავარი კი ის არის, რომ მე ნოსტალგიებით ვცხოვრობ. ვცხოვრობ რა, ხანდახან მოდის და მეც კარს ვუღებ. მაიკლ ჯექსონის შემთხვევაშიც ასე იყო…