როცა არ გეპოსტება, მაგრამ საქმე ითხოვს

ახლა ზუსტად ასე ვარ. არვიცირამინდა მჭირს. იმედია, ცოტა ხანს გასტანს. ვგრზნობ, როგორ მიჭერს შარვალი მუცელზე – დღე ბევრს ვივლი ფეხით. ავირიე: თან ვპოსტავ, თან ვაკომენტარებ, თან ვხატავ, თან მერამდენე სათვალიდან ამოვარდნილი მინის ჩასმაზე ვწვალობ.

როცა არ გეპოსტება, მაგრამ საქმე ითხოვს, უნდა გამოიყენო გეგმა B და აჰა ჩემი ბოლოდროინდელი ნახატები ;)

ცილკლიდან გრაფიკა ჯიპას დაფაზე

კუბისტური ჰიტლერი

Continue reading

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე ჯიპაში

დღეს დიდი დღეა ჩვენი პროფესიის ხალხთათვის. ვზეიმობთ თავისუფალ პრესას, თავისუფალ სიტყვას. ჯიპაში ამჯერად ჟურნალისტური ეთიკის საკითხებს გავდივარ. ეს საგანი დღეს დამეწყო და აშშ-დან მოწვეული ლექტორი მიშელ სტივენსი გვიკითხავს.

დღეს ბევრი ვისაუბრეთ, თუ ვინ შეიძლება იყოს ჟურნალისტი და ვის აქვს ჟურნალისტად ყოფნის უფლება. პასუხი არის – ყველას. მაგრამ ამაზე შემდეგ პოსტში დავწერ. ახლა კი, რა ხდებოდა ჯიპაში.

P.S. უგემრიელესი ალაფურშეტი იყო – იმდენი ვჭამე ეს წვრილ-წვრილი რამე-რუმეები, რომ სახლში ფეხით დაბრუნება მომიწია, რომ საჭმლის მონელებისათვის ხელი შემეწყო ;)

Continue reading

“ეხნატონის ამბავი” – როგორც იქნა, მოვრჩი!

ამ რადიოსიუჟეტს თეორიულად ერთი თვე, ხოლო პრაქტიკულად, 3 დღეა, რაც ვამონტაჟებ. იმედი მაქვს, ლექტორი კარგად შემიფასებს ამდენ ნაწვალებს, მანამდე კი თქვენ გიტოვებთ განსასჯელად და საძიძგნად :green: :d

დიიიდი მადლობა ყველას, ვინც სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ!

Akhenaten Story by zurriuss

GIPA შახტახტზე

ჰააა? სადაო?

მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, რა აქცია მოეწყო 2010 წლის 17 აპრილს, ნახეთ ეს ვიდეოები ;)

Continue reading

ასე გაილია ბედნიერი ორი კვირაც

GIPAში სწავლა 2 კვირის წინ ძალიან მომბეზრდა და ყელში მქონდა… ნუ ვის არ მოსვლია. შეიძლება გადამეტებულად მომდის, მაგრამ ბოლო ორმა კვირამ ისე გამომაცოცხლა, რომ აგერ უკვე მეორე პოსტს ვწერ ტონიზე, ბერნისა და ჯუდიტზე. სამივენი Radio France International-ში მუშაობენ.

  • სამივე ბრიტანლია
  • სამივე პარიზში მუშაობს
  • სამივეს მინიმუმ 20 წლის სტაჟი აქვს.

Continue reading

Three In GIPA

I’m going to write this post in English as I hope, my lecturers will also see it. It’s about 2 most fantastic and very very positive weeks that I’ve ever had.

When I hared that 3 English (or French?) journalists were going to read us Radio Reporting, I thought the would kill us for each interviews, deadlines and quotes… But when Tony Cross, Barney Spender and Judith Prescott entered the room, it soon became clear that they were not monsters. In several hours we guessed that we had very professional, kind and friendly lecturers with very organized schedule and ffantastic, real English sense of humor.

With Judith

Continue reading

სასიამოვნო ჯარიმა

ამასწინათ, როცა GIPA-სკენ კისრისტეხით მივიჩქაროდი (ანუ ავტობუსს მივაკისრისტეხჩქარებინებდი). ამ დროს ფანჯრიდან კონტროლიორები დავინახე, სწორედ იქ, ოპერის წინ უნდა ჩამოვსულიყავი. რახან ისინი ამოვიდნენ, მეც საჩქაროდ ამოვიღე სტუდენტური ბარათი და აპარატზე გადავუსვი.

მიწია არგადახდილი ბილეთების ცოდვამ: ბარათსვადა გასვლია. წამომადგა თავზე კონტროლიორი და მშვიდად მითხრა, შემდეგ გაჩერებაზე ჩავყოლოდი.

Continue reading

why not

სურათი ცოტათი ძველია, მაგრამ წავა

მგონი, საკმარისად დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე დავწერე, ვისაუბრე. ჩემს “რაღაცნაირ” მოგზაურობებს არ ვგულისხმობ. უბრალოდ, საკუთარი თავის ამბის მოყოლა მაქვს მხედველობაში. ჰოდა დღეს ის პატარა გამონაკლისი იყოს, როცა საკუთარ თავზეც დავწერ, why not ;)

GIPA–ში რომ ვსწავლობ ეს ვთქვი? უი, ჰო… მითქვამს. GePRA–ში რომ ვმუშაობ და პიარსკოლის ბლოგს ვკურირებ, ესეც იცით?  ანუ თან ვჟურნალისტობ და თან პიარში ვარ გარეული. ორ სხვადასხვა პროფესიას ვეჭიდები თუ ვეჭიდავები. GePRA ჩემი თავშესაფარია. მართალია, უხელფასოდ ვარ, მაგრამ იქიდან წამოსვლა არ მინდა. კარგად ავეწყვე, თან ბევრიც არ მავალია. რომც დამავალონ, ვერ მოვასწრებ. ჰოდა ქე ვარ ასე :)

ორიოდ თვის წინ ახალი სამსახური დავიწყე. ჟურნალ “ტაბულას” რედაქცია ეს–ეს არის, დაფუძნდა. მე კულტურის ბლოკში ვარ და თეატრები და მსგავსი რამე–რუმეები მაბარია. ძალიან მიხარია, რომ რაზეც მინდა, იმაზე ვწერ. მართალია, რბენა და დევნა კი მიწევს, მაგრამ ეგ ყოფილა ჟურნალისტის ბედი :) ისე, რბენა, ხვეწნა და წერა ვინც არ იცის, იმას ჟურნალისტობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

სწავლა 25–ში განგვიახლდა. ამერიკელი ლექტორი Leah გვიკითხავს. ტიპური ამერიკელია: თავისი საქმის დიდოსტატი, ჯიგარი ტიპი და არც ერთი ენა იცის ინგლისურის გარდა. ლექციაზე დაგვიანება ისჯება კარების ჩაკეტვით და აუდიტორიაში არშეშვებით, ანუ ლექციის გაცდენით, რაც საერთო შეფასების 20 პროცენტს ჩამოაჭრის სტუდენტს. ეს ყველაფერი კი 3 კვირის განმავლობაში უნდა ავიტანოთ. რავიცი, მე კი დავიზაფრე…

ვინაიდან ინგლისურ კურსს გავდივარ, აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტები დაგვემატნენ. კარგი ტიპები არიან. ნუ მე ნორმალური პარტნიორი შემხვდა და მშვენიერი ურთიერთინტერვიუებიც გამოგვივიდა. ანნა ჰქვია. ჯერჯერობით აქაც კარგად მიდის გაცნობა–დამეგობრების საქმე.

დაკავებული ვარ. ჰოი, რა დღეში ვარ! აქეთ სწავლა და ორი სამსახური თავისი სოციალური მედიის კურირებითა და სტატიებით, იქით დასის აფიშა მაქვს დასახატი. გახსოვთ ალბათ, დასიდან რომ წამოვედი, აფიშებს მაინც მე გავაკეთებ–თქო აღვუთქვი ხალხს და აჰა… “სამანიშვილის დედინაცვალს” ვაკეთებ. რა ვქნა? ხატვაც მიყვარს და არ მინდა, შევეშვა. ჰოდა ვიჩეხები ამდენ საქმეში.

GIPA–დან GePRA–ში, მერე დასში, მერე მეგობრის ბებიის პანაშვიდზე, მერე ისევ  GePRA–ში (ბოთეს ბლოკნოტი დამრჩა). ამასობაში “ჯეოსტარელებს” ვურეკავდი ინტერვიუზე. გზაში ფენოვანებს ვყლაპავდი ფრიად გარდარეული სტომაქის დასაწყნარებლად…. აუჰ, რა ამოვქოქე!… :)

არადა, ამ დროს ადამიანი კარგად დაზეთილი ძრავასავით მუშაობს და უფრო შემოქმედებისუნარიანია, ვიდრე ჩვეულებრივ დროს. მთავარია, არ გადაიწვეს. ჩემი ახლადნაყიდი სათვალე, რომელმაც 3 კვირას ძლივს გაძლო, გუშინ გატყდა და ვზივარ კომპთან თვალებაწითლებული. თან მეყვინთება. 8–ზე უნდა ავდგე, რომ 10–ზე სოლივით ვერჭო ლექციაზე. დღეს ავტობუსმა ნახევარი საათით დააგვიანა მოთრევა და ნერვები მომისპო. არ მიყვარს გინება, მაგრამ დღეს ბორბლებიდან დაწყებული, “გლუშიტელით” დასრულებული (მაყუჩი ქვია ისე), ყველაფერი შევუკურთხე!

მოკლედ ასეა ჩემი ამბავი: ნერვების ხარჯზე ვცოცხლობ. ერთთვიანი დასვენება პატრონს ჩაბარდა. ისევ პატარა ბინაში ვარ, რომელიც არც ერთი აქ მცხოვრებისა არ არის. ოჯახში მატებაა და ახლა ექვსნი ვართ. პაატალა “კუუუუსსსა” შეეძინა ბიძაჩემს :) “ჩემს” ოთახში ისევ ქაოსია. ისევ პატარების წივილ–კივილი, ტელევიზორში “სანტა მარია ანტუანეტა ხეორხია ალონსო დე გვადალუპე სანჩეს რივიერა დე ბროსო დე ალესიო პადილა დე პქერუნვაირუაფნაიერჯჰადჯ” გადის და ბებიაჩემიც არც ერთ სერიას არ ტოვებს. მიკვირს, როგორ ამახსოვრდება ამდენი.

აუ, რამდენი დამიწერია. სტოპ!… ესეც გეყოფათ თქვენ. გილოცავთ, ვისაც ბოლომდე წაკითხვა არ დაგეზარათ. ისე მეძინება, დავაფაბლიშებ და გრამატიკული შეცდომების გასწორება თქვენთვის მომიდია, why not :)

ჩუმად იყავი და ყველაფერი თავისით მოხდებაო

"ლექცია"

ერთი კვირის წინ, პარასკევს GIPA–ში სერიოზული შეხლა–შემოხლა მქონია თურმე. როგორც ყოველთვის, მე რომ დავიქოქები, თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ასე დამემართა გუგა სულხანიშვილის ლექციაზე. რამდენიმე შეცდომა არ ვაპატიე და არგუმენტებს სულ ყვირილით ვაფრქვევდი. თურმე მთელი დარბაზი ჩემს გაწითლებულ სახეს გაოცებული უყურებდა და ხან ასევე გაოცებულ ლექტორს გახედავდა. :)

ნერვები მაქვს დაწყვეტილი, ნერვები! ადამიანები ძალიან მიყვარს, მაგრამ როდესაც 24 საათიდან 20 საათს არ გასვენებენ და შენს ეგოსა თუ ინტიმურ ზონაში (ამათი არსებობის დაჯერებაც დავიწყე, მგონი) ინტენსიურად შემოდიან და სიტყვიერ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ, შეიშლები ადამიანი, აბა რა!

ორიოდ დღის წინ, ხუთშაბათს, მეგობრებმა რჩევა–დარიგებები დამაყარეს, რომ ხვალ ანუ პარასკევს ბოლო შანსი მაქვს, შელახული რეპუტაცია აღვიდგინო და ლექტორს ლექციის ჩატარება ვაცალო. მეც დავეთანხმე. სახლში კი დავფიქრდი სერიოზულად, მართლა ხომ არ გავრეკე–მეთქი? მაგრამ მერე გამახსენდა, რომ გიჟები თავიანთ სიგიჟეს ვერ ხვდებიან, მე კი მივხვდი და გულზე მომეშვა :) Continue reading

1992 წელი ათიოდ წუთით

დღეს ჩვეულებრივი დღე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან პოსტს ვწერ, ე.ი. რაღაც მოხდა.

უკვე რამდენი ხანია, თოვლს ველით ზამთარს დახამებული ახალგაზრდები. პირადად მე ფიფქების ჰაერში პირით დაჭერა მიყვარს…

კარგი დღე იყო, გადასარევი. ჯერ GIPA, მერე GEPRA, მერე თსუ–ში თაზომ შეგვკრიბა და ახალი ჟურნალის გეგმები გაგვაცნო. წამოვედით ბედნიერები და რავი, კარგ ხასიათზე მყოფნი. სახლის კიბეებს სულ სტვენა–სტვენით ამოვუყევი. თან სტვენის ტემბრში რაღაც ფერთა სიუხვე და სისუფთავე შეინიშნებოდა (მოკლედ, როცა სიმღერა მიჭირს, ჩემი ხორხი მაშინ გადასარევად სტვენს). ჰოდა ასე საუნდტრეკების ჭიკჭიკში გავაღე სახლის კარი…

_ეთო ცუდად არის!… _ ბებიაჩემი.

_რა მოუვიდა?

_გული წაუვიდა. სახეზე სულ შავი იყო. ახლა მოვაბრუნეთ.  სასწრაფო უკვე გამოვიძახეთ.

_ბინაში წყლის მილი გასკდა და წყალი არ გვაქვს, _დაამატა მეზობელმა.

არიქა, დავფაცურდით. თურმე გაუწყლოვანება სჭირს ეთოს, გულისრევა და ა.შ. მთელი დღე ცუდად იყო და ბევრი სითხე დაკარგა. მე აფთიაქში ჩავირბინე და ამასობაში სასწრაფოც მოვიდა.

_ამ ქალბატონს აქ ვერ ვუმკურნალებთ, გადასხმებია საჭირო. საავადმყოფოში უნდა გადავიყვანოთ, _ ამბობს ექიმი.

მანამ, სანამ ჩვენ პირის დაღებას და მოუმზადებელი არეულობის გააზრებას ვუნდებოდით, დენი ჩაქრა. გამოვშტერდით. ამ დროს ჩემს უფროს ბიძაშვილს, 4 წლის ნიკას, უეცარი და წინასწარდაუგეგმავი ჩაბნელების შეეშინდა და ატირდა. ამ ხმაზე კი მისმა ძმამ, 1 თვის სანდრომ გაიღვიძა და ატყდა წივილ–კივილი.

გადავწყვიტე, 1–2 კურსებზე შესწავლილი ძიძაობის პროფესია გამეხსენებინა (მაშინ ნიკას ვაძინებდი) და დავიწყე “კალიასკის” აქეთ–იქით ქანაობა. თან პატარა რომ “სოსკას” გადმოაგდებდა, მობილურის შუქით ვეძებდი და ისევ დაღებულ ხახაში ჩავჩრიდი :)

პატარა სანდრო კი (მე “კუსას” ვეძახი) იწვა არხეინად და ხანდახან თუ წამოიკნავლებდა. დავფიქრდი…

ნეტა, სიბნელეში ახლა ვინმე მაძინებდეს. ხომ სულ დავიკიდებდი ნახევარ დედამიწის სფეროს.

ხომ სულ დავივიწყებდი, რომ შუქი არ არის და წყლის მილია გახეთქილი.

ბებიაჩემსაც სულ ცოტა ხნით დავივიწყებდი (წამლების გაკეთება მოასწრეს ექიმებმა).

არც ის მეხსომებოდა, რომ ბევრი მაქვს წასაკითხი ხვალისათვის.

აღარც იმაზე ვინერვიულებდი, რომ ღორის გრიპი უფრო მადარდებს, ვიდრე 2012.

მოკლედ, როდესაც ოროთახნახევრიან ბინას უცებ 12 კაცი გაავსებს და, ამავდროულად, არც წყალი იქნება და არც შუქი, დადგება მისტიკური ხანა, რომელსაც 1992 ჰქვია. ნეტა, ორუელს ამ თარიღზეც დაეწერა რაიმე წიგნი…

შუქი 10 წუთში მოვიდა და ყველამ ამოვისუნთქეთ. ეთო სასწრაფომ წაიყვანა საავადმყოფოში და, იმედია, ხვალ უკვე დააბრუნებენ გადასხმულ–მოსულიერებულს. მე კი დავჯდები და ცოტას ვინერვიულებ :)