ასეთი სისწრაფით განვლო ორმა წელმა და ასე დასრულდა ჯიპას ხანა ჩემს ცხოვრებაში. ხანამ, რომელსაც უამრავი ფოტო, სტატია, 11 პოსტი და, დაახლოებით, ორჯერ მეტი ვიდეოპოსტი მივუძღვენი. უკვე ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიის სკოლის მაგისტრი ვარ და მანტია ცხოვრებაში პირველად დამსახურებულად მოვისხი (თუ კეისრისას არ ჩავთვლით:)).
ბოლომდე მაინც ვერ გადმოვცემ სათქმელს. იმიტომ, რომ ჯიპას თითქმის ყოველი წუთი მახსოვს. ყოველივე ამის შემდეგ კი ძნელია, უკანმოუხედავად განაგრძო გზა ცხოვრების აღმართზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ყოველთვის ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე. ასე იყო სკოლაში, თსუ-ში და ასე იქნება ახლაც.

რეალურად, რა მომცა ჯიპამ?





ეს კვირაა, საოცრად ვიძუყნები ჯიპაში ჩამობრძანებული ფრანგი ლექტორებისაგან. მელანი დანზასი – საზიზღარი და ნერვებისმომშლელად ტვინისწამღები ვინმე! სონიას ჯერ არაფერს ვერჩი, ქალს მაინც ჰგავს…
ალბათ, ანტარქტიდის პინგვინთან უფრო მეტი საერთო მაქვს, ვიდრე ფეხბურთთან. მიუხედავად ამისა, აღტკინება, რომლითაც ახლა ვარ მოცული, მაიძულებს, თვალები დავხუჭო და ეს ნაბიჯი ჯიქურ გადავდგა.
