ბლოგერები და წინან დალი ;)

წინანდალს წარსვლაი მოვიწადინეთ  მე და გაბომ. იცოდვილა ახალგაზრდა ვირთხამ ბლოგოსფეროსამ  და შედეგად, 160 მსურველისაგან, 20-მდე ძლივსღა მოვგროვდით. ასე ხდება ყოველთვის: თავიდან ყველას უნდა და არიქა, ტევა არაა… მერე, უცებ: “უი ხოო? აუ, მე ვერააა :(

Continue reading

I Love My Blog

blogger-logoმგონი, ბლოგერომანია მჭირს…. არადა რა დროს ეგ იყო? :( გამოცდები მომდევს ხმალამოწვდილი მევალესავით!!! ამათ ვინ ჩივის, სადიპლომო მაქვს ისეთი ჯღანი, ძუბაგი და საშინელი დასაწერი, რომ “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?”
პირველი ბლოგი 2008 წლის ამ დროს, ან ცოტა უფრო ადრე გავაკეთე. მაშინ აზრზეც არ ვიყავი, წესიერად რას ნიშნავდა ეს. იმ დროს ბლოგის შექმნას ჩემი ერთ-ერთი საგანი, ინტერნეტჟურნალისტიკა მოითხოვდა. თუ გინდათ, შებრძანდით აქ, ჩემს პირველ ბლოგზე ;)
იმას რამდენიმე თვეში შევეშვი და მოგონებად დავიტოვე. ჩემი პირველი ბლოგი ძველ სახლს ჰგავს, მიტოვებულს. ხოლმე-ხოლმე რომ შეუვლი და დახედავ მის დამტვრიანებულ პოსტებს. მერე სევდა მოგერევა და, Edit-ის მეშვეობით, მტვერს გადაწმენდ მათ…
შემდეგ იყო აგვისტოს ომი და სულ არ გამხსენებია ბლოგერობა და ეგეთი რამეები. ერთიც იყო, მაშინ საერთოდ არ მიკომენტარებდნენ ბლოგს. Facebook-იც არ ვიცოდი ნორმალურად (ახლაც ვერ ავითვისე რატომღაც) და ვერ ვაპიარებდი. როცა უნიში დავბრუნდი და უკვე პირდაღებული ბლოგ-სისტემა დამხვდა, მეც გადავწყვიტე, რამე მომემოქმედებინა. სხვები უკვე ყვაოდნენ. არადა რამდენი ხნის წინ მქონდა ბლოგი.

wordpress-logoმეც, ერთგვარ გაბრაზებულ გულზე, ავდექი და WordPress-ზე, Blogger-ზე ხელახლა და კიდევ რამდენიმე ადგილას დავარეგისტრირე ZURRIUSS-ი. ასე რომ თითქმის ყველა ცნობილი ბლოგი დაკავებულია ჩემი სახელით. ამჟამად კი WordPress-ზე ვმოღვაწეობ შეძლებისდაგვარად.
უახლოესი მიზნები:
 გამოცდების ჩაბარება, კი არა და, გადათრევა
 დაბადების დღეზე მაინც დასვენება (თუკი მაშინაც რაიმე არ დამემთხვა)
 ბანკეტი (იმედია IV კურსზე მაინც მეღირსება)
 მერე კი… ბლოგი და კითხვა! ფილმების ყურებაც და ხატვაც, რა თქმა უნდა
იფ, ისე უცხოეთშიც კი წავიდოდა კაცი. არა, კაცი არა, ფულიანი კაცი :)
აუ, კიდევ ერთი მაგარი რამ: მოკლედ, მგონი, ერთი საგანი მეტენება, ნუ ჯერ არ ვიცი, მაგრამ არ მეშინია, იმიტომ, რომ 10 კრედიტით მეტს ვაგროვებ და 1-ის კი არა, 2-ის შეტენვის საშუალებაც მაქვს :) ჰოდა ამ ერთი საგნის, ევროინტეგრაციის თეორიების, ლექტორს ევროკავშირის თეორეტიკოსების კარიკატურები ვაჩვენე და გასკდა სიცილით ბატონი სერგი. მერე კი, როცა ჩემი სასოწარკვეთილად მომღიმარი სახე დაინახა, მითხრა, ყველა ეგენი დამიხატე და ბონუს 10 ქულას მოგცემო. მეც ეგრევე “დიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიააააააააახ!” ვაჯახე და იმ იმედით წამოვედი, რომ 20-ში 9 საათზე ჩემს ნახატზე ბევრს იცინებს და, ამ სიცილ-ხარხარში, გამოცდასაც გადა-ვიწერ ვინმესგან :)
ახლა სიბრძნეებიც დავაფრქვიოთ: :)

წვიმს… ტვინისწამღებად მსიკალურად წვიმს. ქუტაისში წვიმაზე ხუმრობენ: ალბათ, ზევსია გასული და ბოვშები მაიმუნობენ რაცხასო : D:) ისე, რომ დავუკვირდეთ, მართლაც ჰიგიენურად იქცევა დღე: ისე არ წვება, სანამ არ დაიბანს. გამოდის, რომ, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვყარდით?…
არადა კარგია წვიმა. ოდესმე ამას ვრცელ პოსტს მივუძღვნი, ახლა კი ვიტყვი, რომ ძალიან მსიამოვნებს დღისით მზე და ღამით წვიმა. სიგრილეა, ჰაერიც სუფთავდება. თან სასიამოვნო მოსასმენია. ვისაც ეს კრიტერიუმები არ აკმაყოფილებს, შეუძლია, ცივი წყალი დალიოს :)
…რა მინდა ახლა ყველაზე ძალიან?
1. ბანანი ან კრემიანი ტორტი
2. ხვალინდელმა გადაღებებმა კარგად ჩაიაროს (ჰო, მართლა, ხვალ ჩემზე სიუჟეტს იღებენ და, მინდა, კარგი გამოვიდესსსსს…)
3. ბლოგერების გაცნობა მინდა. სადმე კაფეში, ყავის დიდ ჭიქებთან ერთად, გარეთ რომ მოღუბლული ამინდი იქნება და შიგნით რომ სითბო. მინდა, გავიცნო მენაკი, ლილიანი, ბურუსი, სოფოს ვიცნობ, ჩორვენი, სამურაი გოგონა, ფაზანდა…. ნუ, რავი. ყველა, ვინც blogroll-ზე მყავს. ოღონდ რია-რია არ მინდა. სიწყნარე და სიმშვიდე. მინდა, ერთმანეთზე უფრო მეტად, ერთ რამეზე ვისაუბროთ. მოკლედ, ბლოგერებთან შეხვედრა მიიინდა…. ;)