Tag Archives: BIAFF 2014

ვიდრე დედა ჩამოვა

august

ამასწინათ ერთი მეკითხებოდა, რატომ არ ხატავ „ლამაზ“ ნახატებსო. დავიბენი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რადგან ამაზე არასდროს მიფიქრია. მერე ჩემს გალერეას თვალი გადავავლე და ვნახე, რომ თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ არის „ლამაზი“. იმდენად ვარ გადართული ამბის გადმოცემაზე, რომ მის შელამაზებაზე არ მეფიქრება. ეტყობა, ჟურნალისტურ დანაკლისს ამით ვინაზღაურებ, რადგან პროფესიით აღარ ვმუშაობ.

პირადად მე ხატვისას საკუთარი თავისგან ჯერ ამბავს ვითხოვ და შემდეგ ვფიქრობ მისი გადმოცემის ხერხებზე. ფილმებშიც უპირატესობას ჯერ „სთორის“ ვანიჭებ. როცა მეკითხებიან, რა ფილმი ნახეო, მინდა, შემეძლოს ამბის მოყოლა და არა სხვადასხვა გამომსახველობითი ხერხისა და კადრის აღწერაზე ბლუკუნი. Continue reading

BIAFF 2014 ანუ რატომ არ რჩებიან ფილმებზე ბოლომდე?

ბათუმის საზაფხულო თეატრი

ბათუმის საზაფხულო თეატრი

როგორც იქნა, დაიწყო ის, რის შესახებაც ასე გაბეზრებდით თავს სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში. გუშინ საზაფხულო თეატრში ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. ჩემისთანა ადამიანისთვის ასეთი ბათუმი მისწრებაა, რადგან ნაკლები ხალხია, ზღვაც სუფთაა და მზეც ჯერ კიდევ ცხელია…

Continue reading

BIAFF 2014 – “MASTER COLLECTION”

biaffze

წინა პოსტში საკონკურსო მხატვრული ფილმების ტრეილერები წარმოგიდგინეთ, რომლებიც ბათუმის საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალზე (BIAFF) წელს იქნება ნაჩვენები. მერე სულმა წამძლია და “ოსტატთა კოლექციაში” შემავალი ფილმების ტრეილერებიც ვნახე. როგორც აღმოჩნდა (და მოსალოდნელიც იყო), არც ერთი მათგანი არ მქონია ნანახი. ასე რომ, პირველი შთაბეჭდილებების ბედნიერება წინ მაქვს!

ფილმების ჩამონათვალში თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ახალ ფილმსაც მოვკარი თვალი. ეს რეჟისორი 2012 წლის BIAFF-ზე აღმოვაჩინე. ჩემი აზრით, საკმაო ნებისყოფა სჭირდება დღევანდელ ადამიანს, მისი კინოთხრობის სტილი რომ მიიღოს და შეიმეცნოს. მახსოვს, მის “გაუცხოებას” სპეციალურად ჩავუჯექი და სხვა ყველაფერი გადავდე. ასეა, ყველა ფილმს რაღაცის კეთებასთან ერთად ვერ უყურებ. ახლა კი ტრეილერები:

1. Goodbye Language by Jean Luc Godard, France, 2014; 70 min.

2. How Strange to be Named Federico, Ettore Scola, Italy,  2013; 92 min.

3. Jimmy’s Hall, Ken Loach, Uk/Ireland/France, 2014; 109 min.

4. Mr. Turner, Mike Leigh, UK, 2014; 150 min.

5. Two Days, One Night , Jean Dardenne/ Luc Dardenne; Belgium/France/Italy, 2014; 95min.

6. Winter Sleep, Nuri Bigle Ceylan, Turkey, 2014; 180 min.

თუ დაწვრილებით გაინტერესებთ, კიდევ რა ფილმები იქნება წლევანდელ BIAFF-ზე, ეწვიეთ ამ ბმულს, ან შემოიხედეთ ხოლმე ჩემს ბლოგზე. ;)

ესეც ასე. მომავალ პოსტამდე.

BIAFF 2014 – მოახლოება

BIAFF-ის ჯილდო - ცხენთევზა

BIAFF-ის ჯილდო – ცხენთევზა

დღეს მოდაშია “კაზანტიპის რესპუბლიკაზე” საუბარი და ამ სიტყვის ყველა ბრუნვასა და კონტექსტში ხმარება. მე კი იგი BIAFF-თან (ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი) მიასოცირდება. იმიტომ, რომ ორივე “რესპუბლიკას” თავისი წესები და დაუწერელი კანონები აქვს. მართალია, განსხვავებული, მაგრამ მაინც. საერთო კი არის ზღვა, შავი ზღვა.

ესეც 2012 წლის სელფი შერატონიდან, სადაც BIAFF-ის დახურვა შედგა

ესეც 2012 წლის სელფი შერატონიდან, სადაც BIAFF-ის დახურვა შედგა

მახსოვს 2012 წელს, ჩემთვის პირველ BIAFF-ზე, როგორი გახარებული ჩავედი. ეს იყო პირველი ნამდვილი დასვენება ერთწლიანი სამხედრო მსახურობის შემდეგ. საშინლად დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო და იმისიც მეშინოდა, ვალმოხდილები ისევ უკან არ დავებრუნებინეთ… მაგრამ გადავრჩი. მაშინ პირველად შევეხე მედუზებს, ვიცურავე ღამის 2 საათზე ზღვაში სრულიად შიშველმა და “ვყლაპე” უზომოდ ბევრი გემრიელი ფილმი…

BIAFF 2013

BIAFF 2013. ისტორიული სელფია ეს. ზუსტად ამ ფოტოს გადაღების მერე ერთი ადამიანი გავიცანი, დავძმაკაცდით და ძალიან მაგარი მეგობრობა გვქონდა. მერე რაღაც იდიოტური მზეზის გამო წავიჩხუბეთ და წავიდა.

შარშანდელ BIAFF-ზე უკვე მზად ვიყავი პოზიტიური შოკის მისაღებად. შესაბამისად, პირველივით ეფექტური არ ყოფილა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ დელფინებს შევეხებოდი ახლოდან გავიცნობდი!… სხვა მხრივ კი დილიდან საღამომდე ფილმები, შთაბეჭდილებების პოსტებად დახარისხება, ფოტოები, ხალხმრავლობა. საღამოდან გვიან ღამემდე კი ხეტიალი, ცურვა, გართობა. ალაგ-ალაგ ძილი. ჰო, აი, ძილს როდის და როგორ ვასწრებდით, დღემდე მიკვირს.

შარშნდელ BIAFF-ზე ღია ცის ქვეშ ჩვენება დაემატა ერას მოედანზე. წელს იგი ბოტანიკურ ბაღში გადაინაცვლებს.

შარშნდელ BIAFF-ზე ღია ცის ქვეშ ჩვენება დაემატა ერას მოედანზე. 

ასევე მიკვირს ამდენი ფილმის ნახვა-გაანალიზებას როგორ ვახერხებთ და რატომ არ გვეზარება. თუმცა ამაზეც მაქვს პასუხი: ყველაფრისგან მოწყვეტილი ვარ და რეალობასთან მხოლოდ სოციალური ქსელები მაკავშირებს, სადაც სამსახურის საქმეებს ვაკეთებ. თან სექტემბერში ბათუმში ყაყანი წყდება, ზღვაც მშვიდდება და სუფთავდება. შემოდგომასა და გაზაფხულზე ყველაზე მეტად მიყვარს ბათუმი.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაც სურვილი გაქვთ, დაესწროთ წლევანდელ კინოფესტივალს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ:

 ასე რომ, 14-21 სექტემბერს ჩემი მისამართებია ბათუმის “აპოლო”, “პრესკაფე” და მახლობელი ტერიტორია. ვინც ამ ქალაქში იქნებით, წამომყევით სეანსებზე. ;)