Tag Archives: Batumi International Art-house Film Festival

“გათავისუფლების დღე” ანუ ერთზე მეტი ჭეშმარიტება

როგორია, როცა:

ზუსტად იქ ცხოვრობ, სადაც გინდოდა?

ზუსტად ის გაცვია, რაც ასე მოგწონს?

ზუსტად ისეთი ბუნება გაქვს, როგორიც არავის არასდროს ექნება?

ზუსტად ისეთი ნათელი მომავალი რომ გაქვს, როგორზეც, დაბადების გარეშე, ვერ იოცნებებდი?

ზუსტად ისეთი მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი და ყმიანი მმართელი რომ გყავს, რომელმაც ზუსტად იცის, როდის რა გჭირდება?

ზუსტად ის საკვები რომ გაქვს, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?

ზუსტად ის რომ გიყვარს, ურომლისოდაც აზრი არაფერს ექნებოდა?

ზუსტად ისე და იმდენს ფიქრობ, რამდენიც საჭიროა?

იდეალური. სხვანაირად კი მას ჩრდილოეთ კორეა ეწოდება.

2015 წელს ამ სახელმწიფოს დანარჩენი მსოფლოსგან იზოლაციის, ხოლო, როგორც თვითონ ეძახიან, გათავისუფლების, 70 წელი შეუსრულდა. ამ ბუმბერაზ ღონისძიებაზე კი ქვეყნის კულტურის მესვეურებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული რამ მოემოქმედათ და ევროპიდან როკ ჯგუფი მოიწვიეს. თან, არც მეტი, არც ნაკლები – ნაცისტურ იდეოლოგიასთან გაიგივებული სლოვენიური “ლაიბახი”! თუ მაინც გიჭირთ დაჯერება, აგერ ტრეილერი:

Continue reading

“დედე” ანუ რატომ ვუყურებთ ან არ ვუყურებთ ფილმებს განმეორებით

მგონი ყველა ქართველი კინომოყვარული BIAFF-ზეც და სხვა კინოფესტივალებზეც განსაკუთრებით ელოდება ქართულ ფილმებს. ისეთ ქვეყანაში, სადაც “რაღაც ხომ მაინც კეთდება”-ს გავცდით, კიდევ ერთი ფილმი გამოვიდა, მარიამ ხაჭვანის “დედე”, რომელიც თითქმის მთლიანად სვანურ ენაზეა.  Continue reading

ეპოქა, რომელსაც ვერ გავცდით

Dzma

“ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა, თუ გინდა, დამეწიო, წამოდი ჩქარა.” © დედაჩემი

90-იანები. სიბნელის ხანა, რომელმაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაანულა, დღესაც აგრძელებს ქართველი რეჟისორების ინსპირირებას. ოღონ შთაგონება რამდენად ჰქვია იმას, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ახალი ფილმი ცხვება ქუჩაში ჩაცხრილულ ადამიანებზე ან კაიფში გაპარულ ახალგაზრდებზე, არ ვიცი. 90-იანების თემატიკა უკვე იმ გაკვეთილს ჰგავს, სკოლაში ოროსანმაც რომ იცის. ის ის იყო, მორიგ მარაზმზე გულის ასარევად მოვემზადე, რომ ფილმმა “ძმამ” გამაოცა. Continue reading