Tag Archives: 90-იანები

ეპოქა, რომელსაც ვერ გავცდით

Dzma

“ღამეა, ბნელა, მივდივარ ნელა, თუ გინდა, დამეწიო, წამოდი ჩქარა.” © დედაჩემი

90-იანები. სიბნელის ხანა, რომელმაც საქართველო, როგორც სახელმწიფო, გაანულა, დღესაც აგრძელებს ქართველი რეჟისორების ინსპირირებას. ოღონ შთაგონება რამდენად ჰქვია იმას, რომ თითქმის ყოველ წელიწადს ახალი ფილმი ცხვება ქუჩაში ჩაცხრილულ ადამიანებზე ან კაიფში გაპარულ ახალგაზრდებზე, არ ვიცი. 90-იანების თემატიკა უკვე იმ გაკვეთილს ჰგავს, სკოლაში ოროსანმაც რომ იცის. ის ის იყო, მორიგ მარაზმზე გულის ასარევად მოვემზადე, რომ ფილმმა “ძმამ” გამაოცა. Continue reading

ის, რაც ყველას ჩვენებურად გვიყვარს

ჯერ კიდევ მაშინ, როცა მსოფლიოში მიმდინარე სიახლეებს ერი ვიდეოკასეტითა და ვიდეომაგნიტოფონით ეზიარებოდა, ჩვენ, პატარა გოგო-ბიჭები, ერთად შეყუჟულები ვუყურებდით უკვე მერამდენედ გადაღეჭილ საბავშვო ფილმებს. როცა ხედავ, რომ იქ, ამერიკაში, უკეთესად აცვიათ, გასაგიჟებლად მიმზიდველი რამეები ხდება და ყველას ისე ერთობა, როგორც უნდა, მიეჯაჭვები ვიდეოს, აბა რას იზამ. ჩვენი დახამებულობისა და ულევი ინტერესის შედეგად, ვიდეომაგნიტოფონმაც ზეპირად იცოდა ყველა ფილმი და ზოგჯერ კასეტის ჩადება სულ არ გვჭირდებოდა, ისე მოგვიყვებოდა ყველაფერს :) Continue reading