My beating heart

Heart is biting as powerful as the flash drive, laying on my chest, is shaking.

I’m talking to myself in English while walking in the street, trying to create a poem but vainly.

I love my dreams as they obey my mind.

Sometimes I desperately want to take my biting heart into my hands and feel that electric impulse of life which runs through human’s body.

I love the God, I know that he always helps when I’m asking with all my heart.

…have to publish the post as the battery is low.

მინახავს

დედას გეფიცებით, ძალიან ცოტა რამ მინახავს ამ ცხოვრებაში. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ თითქმის არაფერი მინახავს ისეთი, რითიც საკუთარ თავთან მაინც ვიტრაბახებდი. ჩემი ხედვის არეალი მეტად ყოფითი, ნაცნობი და არაგამორჩეულია. შეიძლება ითქვას, არც არაფერი მინახავს, მაგრამ ბევრ რამეს დავ-კვირ-ვე-ბი-ვარ. ეს ტეგ-თამაში ერთ დროს ქილიფამ წამოიწყო. ვუბრუნებ ხურდას.

Continue reading

ვის დაეკარგე, პატარავ?

_ ვის დაეკარგე, პატარავ?

_ დედას :(

_ ვინაა დედაშენი?

_ ჩემი დედაჩემი მამაჩემია. Continue reading

მოაის ფიქრები

გაიღვიძეთ, თენდება!

Continue reading

რა არის ხინკალი?

ხინკალი ეს არის, როცა “ჯეოსტარის” კასტინგზე ცუდად იმღერებ და საღადაო ვიდეოებში არ მოხვდები.

ხინკალი ეს არის მოულოდნელი დასვენება დუბაიში, როცა ქობულეთში წასასვლელ ფულს აკოწიწებ.

ხინკალი ეს არის სანიშნე სწორედ იმ ადგილას, სადაც სქელტანიანი წიგნი მოულოდნელად დაგეხურა.

Continue reading

Seasons

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

Paper to  fire

Continue reading

Carpe Diem ანუ დაიჭირე “როცა”

კურთხეული ხარ შენ, წამო, რამეთუ მოგონების ფოტონაპერწკლებით აღავსებ ადამიანის მეხსიერებას

(მერამდენე მუსიკა ვცადე, რომ განწყობისათვის დამემთხვია)

დიდი ხანია, აღარ მიყვარს მოპათეტიკურო პოსტები და, საერთოდ ამ ტონით წერა/კითხვა. მაგრამ იმ დღეს პატარა უფლისწულის გაწვიმებული შადრევნიდან რუხი მტრედი აფრინდა, პატივმოყვარეს მინიატურლ ქანდაკებას გადაუფრინა და კადრის მეხსიერებიდან გაუჩინარდა.

წამების წვიმა ისე გადარეცხს თაობებს დედამიწიდან, რომ ჩვენ, ყველაზე გონიერთ, არც არაფერს შეგვეკითხება.

Continue reading

ჩვენი ხსნა ანუ მეფე ერეკლეს თავგადასავალი

კრიშტიანუ რონალდუმ იცის...

მწუხარება

მოგონება

სიამაყე

გმირები
Continue reading

“კალეიდოსკოპი”

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ბლოგინგი რამდენიმე წლით ადრე რომ დამეწყო…

(სტილი დაცულია)

…მედუზას მზის სხივებით გაჟღენთილი საცეცებიდან – ტაჯ–მაჰალის გუმბათის სილუეტში… შადრევანის სიცოცხლისფერი, ხმურინი წვეთებიდან – ლუვრის სარკეებიან დარბაზში… დამსხვრეული თეფშიდან – აია სოფიას მოზაიკში… ისტორიიდან – კრისტალურ უსასრულობაში… ერთი განზომილებიდან – მეათასეში…

Continue reading

ლალა (ნაწილი II)

ერთხელ ლალა და მისი მეგობარი ბიბლიოთეკარი #2 პეკინს მიუყვებოდნენ. გაუთხოვარი, უფრო სწორედ კი “სტარაია ძევა” კოლეგა გაუთავებლად ლაქლაქებდა. ლალაც ყველაფერზე ღიმილით თავს უქნევდა და “აჰა”–თი უდასტურებდა თანხმობას. ცოტა ხანში…

ბიბლიოთეკარი #2: _აუ, “სელიო” ძალიან მომწონს! რა ტანსაცმელებია და რა იაფად.

ლალა: _აუ, მეც. მართლა იაფია ყველაფერი.

ბიბლიოთეკარი #2: _ჰო, რაღაც ყველაფერი ლამაზია და საყვარელი.

ლალა: _აუუუ, ხო. აი, ყველაფერი რაღაც ისეთი ბავშვურია.

ბიბლიოთეკარი #2: _ბავშვური? ვაიმე, მე “სელიო” ვთქვი? ტფუი, მაგას ვერ ვიტან! “ბავშვური” რომ ახსენე, უცებ მივხვდი. ბავშვის შმოტკების ატანა არა მაქვს. მე “მალსი” ვიგულისხმე.

ლალა: _ააა, მართალი ხარ, ხო! “სელიოს” ვერც მე ვიტან, მით უმეტეს, ვერც ბავშვების შმოტკებს. წივიან და ჩხავიან. აი, “მალსიზე” ვგიჟდები, ისე მომწონს. თან ძალიან კარგი გასახდელები აქვთ.

ბიბლიოთეკარი #2: _გასახდელები? აი, ეგ მართლა საშინელება აქვთ მალსში. ფარდა ბოლომდე არ იხურება! ერთხელ ცოტაზე დარჩა ღია და აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კაცი იდგა შორიახლოს და ტანსაცმელებს ათვარიელებდა. რომ შემობრუნებულიყო და დავენახე, გასახდელის ნახევრად დახურული ფარდა დამიცავდა მეეე?!! Continue reading