წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა
ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.
