
უფს, გაიჭედა. ისე, ნეტა ახალი აპარატები დაამონტაჟეს მეტროებში თუ ეგენიც ჩამოწერილებია?

უფს, გაიჭედა. ისე, ნეტა ახალი აპარატები დაამონტაჟეს მეტროებში თუ ეგენიც ჩამოწერილებია?

ბოლო დროს ტვინი წაიღეს, ერთი მხრივ, კალიებმა და, მეორე მხრივ, კალიებისგან შეწუხებულებმა. მართალია, კალიები, როგორც მხტომარე ფრთოსანი რაღაცები, საშინელები არიან და ნათესებს ანადგურებენ, ისინი ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს, ვოტ. თან, კალია ადამიანს ვერასდროს უკბენს. დაბოლოს, კალიის განსადევნად უკეთესია, თუ უკანა მხრიდან დაუდგებით და ისე აუქნევთ რაიმეს. იგი თქვენს მხარეს არ წამოვა. თუ მაინც შემოგაკვდათ, მიწაში ჩააგდეთ – ანოყიერებს!
პ.ს. ნუ კივით ამ სურათების დანახვისას. ხალხმა მეორე მსოფლიო ომი ნახა და ცოცხალია

არტ გენი 2011 დასრულდა. ზოგისთვის უკვე კარგად ნაცნობი “იგივე პონტები”, სხვებისთვის “ძაან მაგარი” და ჩემნაირებისათვის “ზე საინტერესო” ღონიძიება 1 წლით დაგვემშვიდობა. და მაინც, რატომ მირჩევნია არტ გენის მარად მოუგვარებელი აურზაური და გაუგებრობა სხვა ფესტივალებს? Continue reading

ვულოცავ მათ, ვისაც რამდენიმე რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება გაუხარდა. ამიერიდან, შეიძლება ითქვას, თანასწორნი ვხდებით ღვთისა და ურთიერთის წინაშე. კაცმა რომ თქვას, ღვითს თვალში არც მანამდე ვყოვილვართ არისტოკრატიულ ფენებად დაყოფილნი. Continue reading

_ მინერვა! მინერვა! ჭირი იმას, ვინცხამ ე სახელი შენ დაგარქვა, დაყრუვდი, ქალლო?
_ რა სიქვტილი გინდა, ახლა მაინც არ მაცალო სულლის მოთქმა.
_ რა ხთება მაგ მხარეს, არ უშობენ ბოვშებს?
_ არა, მოვა თავისი დრო და შოუშობენ.
_ არ ჩამომიყვანონ ძირს, თვარა იმფერ სროლლას ავტეხავ, კუდი ძაღლლს გაასწრებს! Continue reading

თბილისი-ქუთაისის მარშრუტით, დაახლოებით, თვეში ერთხელ ვსარგებლობ. წლებია, რაც ერთსა და იმავე გზას მანქანის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფანჯრიდან გავცქერი. ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს. ხოლო ის, რაც დღეს ვნახე, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა და ამიერიდან სამუდამოდ დარჩება.

როგორც ყოველთვის, ჯერ კიდევ არ მიპოვია ჩემი ბლოგისთვის შესაფერისი დიზაინი. ესეც დროებითია. უბრალოდ, ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებს ამ ეტაპზე აკმაყოფილებს. რაც შეეხება ფოტოებს, ყველა მათგანი ჩემ მიერ სხვადასხვა დროსაა გადა$ღებული. ხარიხს ყურად$ღებას არ ვაქცევთ, რადგან მობილურითაა და გადავდივართ მათს შინაარსზე. ასე და ამგვარად… Continue reading

ვიდრე რაიმე სერიოზულზე გადავიდოდე, მირჩევნია, ისევ “სახეების” თემა ამოვწურო. ამჯერად, ბოლო პოსტი იქნება მათზე, ვისი სახეებიც არასდროს წაიშლება. ახალგაზრდობასა თუ მოხუცებულობაში, ჭირსა თუ ლხინში, სიცოცხლესა თუ სიკვდილში ისინი ჩვენთან და ჩვენს მეხსიერებასთან ერთად იქნებიან. Continue reading

ეს საოცრება 1200 წლის წინათ აღმოცენდა, 600 წელიწადს იარსება და მერე ისე უეცრად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ქხმერთა იმპერია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას აკონტროლებდა. ძალით, დიდებითა და მნიშვნელობით ეს ცივილიზაცია თავისუფლად შეგვიძლია, შევადაროთ რომს. იმპერიის დედაქალაქი ანკორი შეიცავს იმაზე მეტ ქვას, ვიდრე ეგვიპტის პირამიდები და იკავებს იმაზე მეტ ტერიტორიას, ვიდრე თანამედროვე პარიზი. მეტიც, ამ ქალაქის მოსახლეობა, თავის დროზე, მილიონს შეადგენდა და მსოფლიოში პირველ ადგილზე იდგა. Continue reading

looks like Fort Boyard
ფოტოები, ფოტოები… როცა შენს თვალწინ ზუსტად ის წამი გაიელვებს, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩხაკუნო და იცი, რომ, ფოტოაპარატის ნაცვლად, ჯიბეში ერთი ჩვეულებრივი მობილური გიდევს, სული წაგძლევს, ადგები და გადაიღებ. სხვანაირად მართლა ვერ დავახასიათებ ჩემ მიერ გადაღებულ ამ სურათებს. ვიცი, დღეს ბევრს არ ეფოტოება და მიტინგების თემა ურჩევნია, მაგრამ ამას ახლა თუ დავპოსტავდი, თორემ მერე, არამგონია, გამებედა ან გამხსენებოდა.