დეტალებია მთავარი ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირი

ამ პოსტის დაწერა ორჯერ ვცადე: ერთხელ ზაფხულში, როცა ყველაფერი ეს დაიწყო და მეორედ მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ ამ ადგილის ერთ ნაწილზე ფალსიფიცირებული ცემენტი გამოიყენეს.

აღმაშენებლის გამზირის ასე მალე გახსნას იმიტომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

Continue reading

ბლოგერები წინა ცხოვრებაში Vol. 2

ვაგრძელებ წინა და ეგზომ პოპულარულ პოსტს (პრინციპში, მაგიტომაც შეიქმნა) ბლოგერების წინა ცხოვრების თაობაზე. მაშასადამე…

მანქი

Continue reading

ბლოგერები წინა ცხოვრებაში

ბევრი ვიფანტაზიორე თუ ცოტა ვიფანტაზიორე, ანას დახმარებით, ყველაზე ცნობილი ბლოგერების წინა ცხოვრების ფოტოები “აღმოვაჩინე” :)

დოდკა

Continue reading

Puzzle

მინამ წერას დავიწყებდე, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ცხოვრება ერთი დიდი, მრავლად და მრავალფეროვნად დაჭრილი ფაზლია, ადამიანი კი მერდინია, რომელიც ხან ქვიშას, ხან სიროფს და ბევრ მსგავს რამეს ატარებს. ცოდნა და გამოცდილება სწორედ ამ “განაცრელით” განიზომება, რომელიც მერდინის ბადეზე ილექება. არ ვიცი, მიხვდით თუ არა, მაგრამ საუბარი ჩემი საყვარელი თავსატეხის, ფაზლისკენ მიმყავს, რომლის აწყობის ნერვი, სამწუხაროდ, ბევრს არ აქვს. უვы.

Continue reading

ჩაქვი

ვისაც ეს სახელი პრიველად გესმით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ ბათუმამდე მიხვალთ, ჯერ დაბა ჩაქვი უნდა გაიაროთ, რომელსაც ბავშვობაში “ჩარკვს” ვეძახდი (ეგ არაფერი, ქობულეთი საზღვარგაერეთ მეგონა). ადგილი, რომელსაც ბუნებამ საჩუქრად სიმშვიდე უბოძა. პირველი ადგილი, სადაც მე ზღვაზე “დარჩენით” წავედი და ზაფხულის ყველაზე საჩემო 3 დღე გავატარე.

Continue reading

ისევ და ისევ ის

1955 წელი. ლა სკალა ოვაციით ეგებება "სომნამბულას" მთავარ გმირს.

უკვე 7 წელზე მეტი გასულა მას შემდეგ, რაც იგი აღმოვაჩინე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს პიროვნებაში სამიოდე “გენერალური უბორკა” მოხდა, ბევრი რამ შეიცვალა და გადაფასდა, მაგრამ იგი ისევ იქ არის, სადაც თავიდანვე ადგილი მივუჩინე. იქ, სადაც იმსახურებს ყოფნას. უკვე 7 წელია, მარია კალასს ვაღმერთებ. Continue reading

“სისხლის გამოშვება” მეგობრულ ურთიერთობებში

დღეს მე და ირინკამ 6-წლიანი მეგობრობის შედეგად დაგროვილი რაღაც-რუღაცები ერთმანეთს ვუთხარით. ასე ვთქვათ, ემოციურად დავიცალეთ. საერთოდ, მეგობრობაში სკანდალის მომწყობი ყოველთვის მე ვარ, რადგანაც მიმაჩნია, რომ პატარ-პატარა გაუგებრობებზე თვალების უსასრულოდ დახუჭვას ყოველთვის სჯობს “სისხლის გამოშვება”. ზუსტად ანალოგიური ხდება ადამიანის ორგანიზმშიც, როცა სისხლს იწმენდს. წარმოიქმნება ახალი, უფრო ჯანსაღი, რაც ორგანიზმსაც ასუფთავებს. აქედან დასკვნა, მეგობრობას “სისხლის გამოშვება” ახანგრძლივებს. Continue reading

სკვერი რკინიგზელთა სახლის უკან

რატომ უნდა მოგნდეს პაპანაქებაში ისეთი არასასურველი ადგილის მონახულება, როგორიც რეკონსტრუირების გზაზე მდგარი აღმაშენებლის გამზირისა. ძალიან მიყვარს, როცა რაღაც შენდება და, მით უმეტეს, თუ ეს არქიტექტურა რეტროა. ამ თემაზე მერე ვისაუბრებ, ახლა კი წარმოგიდგნეთ ერთ განახლებულ სკვერს, რომელმაც ძალიან მომხიბლა.

Continue reading

ჩვენი ყოველდღიურობა (ფოტოკოლაჟი)

უფს, გაიჭედა. ისე, ნეტა ახალი აპარატები დაამონტაჟეს მეტროებში თუ ეგენიც ჩამოწერილებია?

Continue reading

კალიები

ბოლო დროს ტვინი წაიღეს, ერთი მხრივ, კალიებმა და, მეორე მხრივ, კალიებისგან შეწუხებულებმა. მართალია, კალიები, როგორც მხტომარე ფრთოსანი რაღაცები, საშინელები არიან და ნათესებს ანადგურებენ, ისინი ყველაზე მზრუნველი დედები არიან: კვერცხების დადების შემდეგ დედა მათ სიახლოვეს კვდება, რათა ახლადგამოჩეკილ კალიებს საკები არ მოაკლდეს, ვოტ. თან, კალია ადამიანს ვერასდროს უკბენს. დაბოლოს, კალიის განსადევნად უკეთესია, თუ უკანა მხრიდან დაუდგებით და ისე აუქნევთ რაიმეს. იგი თქვენს მხარეს არ წამოვა. თუ მაინც შემოგაკვდათ, მიწაში ჩააგდეთ – ანოყიერებს! ;)

პ.ს. ნუ კივით ამ სურათების დანახვისას. ხალხმა მეორე მსოფლიო ომი ნახა და ცოცხალია :p

Continue reading