გუშინ/დღეს

დომინო საათი - დომინოს თამაში არ ვიცი, ამას მაინც დავითრევ, მე ვიყო ქლენძღვი!

პრივეტ, ხალხ. მოკლედ, რა ხდებოდა გუშინ და რა იქნება დღეს:

გუშინ:

  • დავრწმუნდი, რომ ბლოგზე ძველებურად გულღია აღარ ვარ (მშობლები კითხულობენ მაინც)
  • ხატვის მუზა ისევ გამიქრა, არადა “თეთრი ლაზიერი” წამოვიწყე (ჩორვენის პოსტი უნდა გადავიკითხო)
  • ისევ ჩემს გაყინულ ლოგინში ვიძინებ/ვიღვიძებ (ზემოთ გათბობა ჯერ არ დაგვიყენებია და ისე ვარ, ვითარცა ჯეკ დოსენი ატლანტის ოკეანეში)
  • ნატალიასთვის ვეეეეებერთელა პოსტ-ზღაპარს ვერა და ვერ ვამთავრებ, რომლის პირველი ნაწილი ნასტასიას ბლოგზე დავდე. მესამე ნაწილის დასაწერად გესთ პოსტი შემომთავაზეთ ვინმემ.
  • “127 საათს” ვუყურე – საინტერესოა ფრიად და სუსტი ნერვების პატრონთ არ ვურჩევ.
  • მცივა და გული მეწურება, ისევ იმ საყინულეში რომ უნდა შევწვე (არა, გატყუებთ, საბანსა და “პროსტინას” შორის 2 ადიალა მაფარია, ტაკ ჩტო, საკაიფოდ ვარ. თან მიიიიიიიიყვარს ჩემი ვეებერთელა ლოგინი. ზაფხულში ისეთი მაგარია, ზედვე იმოგზაურებ :) ). Continue reading

The Nutcracker Prince

ერთხელაც, როცა ვიდეოკასეტაზე “მეფე ლომის” ყურება დავასრულე, გამორთვა დამავიწყდა. მეორე ოთახში გავედი და, ამასობაში, ტიტრებიც მორჩა. ვიფიქრე, ბარემ ლენტას ბოლომდე მივიყვან, რომ ავტომატურად გადაახვიოს უკან-მეთქი, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ… Continue reading

La Divina – უკვე 87

2003 წლის მზიანი დღეს. მე-9 კლასელი ზურა შედის მზით განათებულ ოთახში. მარჯვენა მხარეს, მწვანე დივანზე დედა ფეხმოკეცილი ზის და ფილმს უყურებს.

-რა ფილმია?

-მარია კალასზეა?

-ვინაა მარია კალასი?

-საოპერო მომღერალი იყო. ძალიან ლამაზი ქალი.

-ა, მარია კალასი ის არის, ლა სკალა რომ ააშენა? :) Continue reading

დორიან გრეი – არა, ბლრდძღორიან ლკღრყშრეი

გაფრთხილების მაგიერ: ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ ან არ გსურთ წაკითხულით მიღებული სიამოვნების გადღაბნა, არ უყუროთ ამ ფილმს.

საუკუნო ჭეშმარიტებაა, რომ ყოველი აკრძალვა საპირისპიროდ რომ მოქმედებს. შესაბამისად, თქვენც ამასვე გააკეთებთ. ვიცი, რომ თუ ყურებას აგიკრძალავთ, “რა შენი საქმეა, მე რას ვიზამ” ტიპის მრავალ პასუხს მივიღებ. ასე გეტყვით: მე მხოლოდ გაგაფრთხილეთ და აწი – მკიდია.

Continue reading

მე ვნახე "ავატარი"

მე ვნახე “ავატარი” და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად ჰგავს ადამიანის ბუნება დაუკმაყოფილებელ მეძავს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ სიცოცხლეზე ლამაზი და მრავალფეროვანიარაფერი არსებობს არც ერთ განზომილებაში.

მე ვნახე “ავატარი” და მჯერა, რომ კომპიუტერული ტექნიკით ნებისმიერი სანახაობის ეფექტის შექმნა შეიძლება.

მე ვნახე “ავატარი” და ნათლად დავინახე, რომ მათაც ისეთივე სექსი აქვთ, როგორც ჩვენ.

მე ვნახე “ავატარი” და ძალიან მომეწონა, თუ როგორ გარდაქმნის ვიდეობლოგინგი ადამიანს.

მე ვნახე “ავატარი” და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერი კომპიუტერული ეფექტი ეფექტად დარჩება, რომელიც, ადრე თუ გვიან, მობეზრდება ხალხს.

მე ვნახე “ავატარი” და მივხვდი, რომ საინფორმაციო ომს სპეცეფექტების ომი ჩაანაცვლებს.

მე ვნახე “ავატარი” და ვერ გამირკვევია, ფილმს ვუყურე თუ მულტფილმს.

მე ვნახე “ავატარი” და ვფიქრობ, რომ ჯეიმს კამერონმა იგი 2–მილიარდიანი ვალის გადასახდელად გადაიღო.

მე ვნახე “ავატარი” და შემეცოდა სიგურნი უივერი.

მე ვნახე “ავატარი” და მოხარული ვარ, რომ ეიფორიის ტალღაში არ მოვყევი.

მე ვნახე “ავატარი” და გირჩევთ, თუკი გინდათ, ფილმმა ცოტათი მაინც დაგაინტერესოთ, ნახეთ 3D ხარისხში.

მე ვნახე “ავატარი”.

ბავშვობის ამოჩემებული ფილმები

ახლა არ გამაგონოთ, ბავშობაში ფილმი არ მქონდა ამოჩემებულიო. იმედია, მარტო მე არ ვიყავი ასეთი დეგენერატი და რაიმე ფილმს მხოლოდ მე არ ვუყურებდი დღეში ორჯერ, ნებისმიერი მხრიდან. მახსოვს, “ზოროს ნიღაბი”-ს კასეტა რომ ვიყიდეთ, მე და ჩემი ძმა იმდენად ჩავიციკლეთ, რომ თავიდან კი არა, 25-ე წუთიდან ვუყურებდით, იმიტომ, რომ იქ იყო წვერებინი ბანდერასის ჯახაჯუხები :D მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ბანდერასი სად იყო, როცა ენტონი ჰოპკინსი თრახაობდა :)
…იყო ჩემს ცოვრებაში ერთი ფილმი, სახელად TITANIC… თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარდა მისი თითოეული მომენტი, ნაწყვეტი, წუთი, წამი, წკაპი. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, აბსოლუტურად ყველა რეპლიკა, ყველა დიალოგი. აი, ახლაც მახსოვს: “тринадцать метров… вы должны его видить…” ეს ფილმის პირველი ფრაზებია.  რუსული გახმოვანებით მაქვს ნანახი და დაზეპირებული. ორი კასეტა მქონდა: ერთი ძალიან ბანძი ხარისხით იყო და ისე ბნელოდა შიგ, რომ აისბერგი არ ჩანდა. ჰოდა ტელევიზორში რომ დავინახე, თუ როგორ ეთხლაშუნებოდა საბრალო ტიტანიკი ყინულის უუუზარმაზარ მთას, ფეხები გავფშიკე, სანამ უკეთესი ხარისხის მქონე კასეტა არ ვაყიდინე. ეს სიამოვნება მე ქართულის გაკვეთილის საფუძვლიანი სწავლა, მამაჩემს კი 10 ლარი დაუჯდა :)

საოცრება კი ის იყო, რომ სულ, აბსოლუტურად არ მაინტერესებდა ჯეკისა და როუზის ზასაობა. მე გემზე ვიყავი შეყვარებული. იმ ლამაზ, მდიდრულ და რაღაცნაირად მისტიკურ გემზე, რომლის ნაფლეთებიც ნელ-ნელა ნადგურდება ატლანტის ოკეანის ფსკერზე. ჰოი, ტიტანიკ!… 5 წლის განმავლობაში ჩემ მიერ დახატული თუ დახაზული ნახატების 80 პროცენტი ტიტანიკია. დღეს კი არც ერთი არ შემომრჩა :)

მოკლედ, ასე… მე ჩემი გითხარით და ერთ-ერთი სერიოზული გაჭედვის ისტორიაც მოგიყევით. ისიც გითხარით, რომ სამეზობლოში ერთ-ერთი კლიჩკა “ტიტანიკა” მქონდა (უი, არ მითქვამს :P). ახლა თქვენეული ამოჩემებული ფილმები მითხარით და გაიხსენეთ, როდის გადაგეკეტათ მასზე, როდის, რამდენი ხნით და ა.შ. მოკლედ, მაინტერესებს, რაა :D

P.S. ამ პოსტს, ალბათ, ყველაზე ძალიან ეს ვიდეო მოუხდება. მით უმეტეს, თუკი თქვენც ასე ზეპირად იცოდით ფილმები :P

The Box

კემერონ დიასი, ჯეიმს მარსდენი და ფრენკ ლანჯელა

შემეშინდა. დამაინტერესა. მომეწონა. გავამართლე.

დიახ, მე გავამართლე ის სისასტიკე, რაც ამ ფილმში ხდება. მიუხედავ იმისა, რომ მოთხრობილი ამბავი სრული ფარსია, ეს არ უშლის ადამიანთა ბუნების ბნელი მხარის წარმოჩენას. საკითხი ასეა დასმული:

დააჭერ ხელს წითელ ღილაკს და შენთვის სრულიად უცნობი ადამიანი მოკვდება. საამისოდ კი გადმოგეცემა 1 მილიონი დოლარი.

ყველა უბედურება სწორედ იმ უბედურების გამოაშკარავებიდან იწყება, რომ ადამიანს სხვისი უბედურება უბედურებად არ მიაჩნია. ეს ფაქტი ქმნის მოვლენათა ჯაჭვს, რომლის ბოლოც, რა თქმა უნდა, სიკვდილია.

ფილმი გათვლილია ადამიანების ეკრანთან “დაბმაზე”, თვალების გაფართოებასა და შიშზე. ორჯერ მეც წამოვხტი ადგილიადნ, ოღონდ ეგ ფილმის ხმაურიანი საუნდტრეკის უეცარი დაწყების ბრალი იყო.  ესეც, რა თქმა უნდა, ერთ–ერთი იაფფასიანი “ფიშკაა”. ასევე არ უნდა შეგაშინოთ ფილმის ერთ–ერთი პერსონაჟის, არლინგტონ სტიუარტის გარეგნობამ, რომელიც იმას გამოხატავს, რასაც პირველივე შეხედვიდან იგრძნობთ. მაგრამ ეს შთაბეჭდილება ნელ–ნეა გაგინელდებათ, თუკი კარგად დააკვირდებით.

მისტერ სტიუარტი აწარმოებს დაკვირვებას. თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობების წყალობითა და სასტიკი მეთოდით იგი ამტკიცებს, რომ ადამიანთა მოდგმა ბოროტების მონაა. რომ ადამიანს სხვისი მოკვლა არაფრად მიაჩნია, თუკი არ იცნობს მას და არც უნახავს იგი. ეს უკვე აღარ არის ფილმი. ეს შესაძლო რეალობაა.

ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ თუკი The box მართლაც მოხდება, ბევრი ჩვენგანი დაუფიქრებლად დააწვება წითელ ღილაკს და დამშვიდებული, არა, ოდნავ აფორიაქებული გაიმართლებს თავს, რომ უცხო ადამიანის სიკვდილი ისედაც ჩვეული მოვლენაა მსოფლიოში.

ვისაც ფილმის ნახვა გსურთ, ეს Avoe.Ge–ს ლინკია, ეს კი Gol.Ge–ს .

ვითომ "დოკუმენტური" ფილმები

ამ პოსტის დაწერა სვითის 2012–მა და თინის შთაგონებამ გადმაწყვეტინა. მოკლედ, რა ხდება: მსოფლიო ახალმა შოკმა მოიცვა. არ გვეყო:

ჰოდა სწორედ ამ და მისთანა “დოკუმენტურ” ფილმებზე უნდა ვთქვა 1–2 გაბრაზებული სიტყვა :| როცა “და ვინჩის კოდი” წიგნად გამოვიდა და შემდეგ, როცა გადაიღეს, მსოფლიო ერთიანად შეშფოთდა და შეზანზარდა. აქაო და ეს რა გვაკადრესო, რა მკრეხელობააო (გახსოვთ, ალბათ, კინოთეატრ “რუსთაველის” წინ გამართული “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” გაუთავებელი აქციები). ინტერნეტში კი აი, რა “დოკუმენტური” ფილმები გაჩნდა: Continue reading

ახალი სეზონი – ახალი ფერი

wallpaper-1600x1200-051როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.

ჰოდა ასე… ახლა მოწითალ–მოყვითალ–მოოქროსფრო ბლოგი მაქვს და თქვენი აზრი ამაზეც მაინტერესებს ;)

კიდევ ერთი სიახლე: zurriuss-ის ანუ ჩემს ბლოგზე ახალ, ჟურნალისტურ ბლოგს ვამაგრებ: www.Journalistuss.wordpress.com ეს იმიტომ, რომ GIPA–ში მჭირდება. ბლოგი იქნება ქართულ–ინგლისური და, მგონი, პოპულარობითაც ისარგებლებს. უცხოელებს ექნებათ უფორ მეტი საშუალება, ქართულის სწავლის გარეშე, წაიკითხონ ჩემი აზრები :D :D Continue reading

Great Expectations – მწვანე ფილმი

2561712564_f570bd9ebb_oამქვეყნად ბევრი არაფერია განსაკუთრებული. უფრო სწორედ, მარადიულად განსაკუთრებული. თავის დროზე კინემატოგრაფიაც განსაკუთრებულ აღმოჩენას წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ, როგორც იტყვიან, ვადა გაუვიდა.
დღეს, კი უკვე აღარავის უკვირს უამრავი ფილმისა და მით უმეტეს, ტელევიზორის არსებობა.
ჩართავ, არ მოგეწონება, გადართავ, კიდევ გადართავ… 5 წუთს უყურებ და ისევ გადართავ. თუკი ტელევიზორი მრავალარხიანია, მაშინ ამ პროცესს ისე გააგრძელებ, რომ შეიძლება, მეორე წრეზეც წახვიდე და ვერ შეამჩნიო. თუ სუსტი ნერვები გაქვს, მაშინ მალევე პულტზე მთელი ძალით დააწვები off ღილაკს და ოჯახის მარადმოსაუბრე წევრიც ხმას გაკმენდს.ამ დროს კი, იქნებ, ის გამოტოვე, რისი ნახვაც იმ წამს ყველაზე მეტად გიდოდა?
არა? მაშინ, განაგრძე ძილი. თუ ჰო, მაშინ საკუთარ ფერთა პალიტრას გადახედე, რომელიღაც ფერი ხომ არ აკლია? რა მნიშვნელობა აქვს, რომელი…
მოდი, ეგოისტურად მოვიქცევი და მწვანე ფერზე გიამბობ. უფრო სწორედ, ფილმზე, რომელიც მწვანე ფერისაა. რთულია ყველაფერ ამის მთავარი გმირის ენით მოყოლა. ასე რომ, გამოვალ როლიდან და საკუთარი თავიდან გამომდინარე განვაგრძობ თხორბას.
სიუჟეტი აღებულია ჩარლზ დიკენსის ამავე სახელწოდების რომანიდან, რომელიც მე არ წამიკითხავს და ალბათ, არც არასდროს წავიკითხავ, ვინაიდან ამის ძველ და ვიქტორიანულ ვერსიას ვერ ავიტან. ამ შემთხვევაში, პირველი შთაბეჭდილება პრიორიტეტია ჩემთვის. ფილმის მთავარი გმირი ფინიგან ბელი ამბობს:
,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მოვყვები მას ისე, როგოც მახსოვს”.
მეც ასე მოვიქცევი. Continue reading