ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება)

მეგონა, თავი დავაღწიეთ პაპანაქებას, მაგრამ არა. ჯიუტად არა. ჰოდა ნურც!

“ათასჯერ მირჩევნია, ზაფხულში სიცხეზე ვიწუწუნო, ვიდრე თოვლზე” – იტყოდა ცხონებული მე. დავეთანხმები და წინა პოსტის გაგრძელებას მოგითხრობთ.

მაშინ, როცა უმრავლეს გოგონათა ფეხები სხვადასხვა ფირმათა ლოსიონებით იყო გალაქული და საჯდომის მიმართულებით აკვინტრიშებული, სამი თავ(გა)დადებული ახალგაზრდა გელათიდან მოწამეთასაკენ ფეხით მიეშურებოდა.

ცხელოდა. ო, მამააა, როგორ ცხელოდა! ფეხით სიარულით დავიღალეთ, გელათიდან წამოღებული წყალიც გვითავდებოდა. ამ კეთილმა ტყემალმა გადაგვარჩინა ცოტათი

Continue reading

ფოტოკოლაჟი: გუმბათები

გუმბათი – წრიული ფორმის თაღი, რომელიც რკალებისაგან შედგება და სფეროს ნახევრის მოცულობა აქვს.

გუმბათი – ადამიანის მიერ შექმნილი ცის ანალოგი დედამიწაზე.

გუმბათი – არქიტექტურული მოძღვრების მწვერვალი.

გუმბათი – გზა ღმერთთან.

პანთეონი (რომი, იტალია)

უძველესი გუმბათი 117–128 წლებში აიგო და იგი რომის პანთეონს დაედგა თავზე. მსოფლიოს ყველა ღმერთის სახელობის ტაძარს (რომაელები არ შემოიფარგნენ მხოლოდ თავისი ღმერთებით) ერთ–ერთი უდიდესი გუმბათი ამშვენებს.

Pantheon_rome_2005may

პანთეონის გარე ხედი

Continue reading

ფოტოკოლაჟი: ლალიბელა

ლალიბელა, ეს იავნანასავით ნარნარა სახელის მქონე ქალაქი, ეთიოპიაში მდებარეობს და პილიგრიმების ერთ–ერთ თავშესაფრად ითვლება. ქალაქი ზღვის დონიდან 2005 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ლალიბელა ორთოდოქსული ქალაქია მნახველებს თავისი უცნაური ტაძრებით იზიდავს, რომლებიც აგერ უკვე 700–800 წელს ითვლიან. ასეთი სულ 13–ია. მთავარი და ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ ლალიბელას ეკლესიები მიწაში, ჯვრის ფორმით არის ამოჭრილი და მლოცველები იქ ჩადიან. აი, ისინიც!

3018263-Bet_Giyorgis_church-Lalibela Continue reading