
რა არის “ნიჭიერი”? – “ნიჭიერი” არის მრავალფეროვანი “ჯეოსტარი” და სწორედ ამიტომ, იმედი მაქვს, ოდესმე მაინც, დედუნა მის ჟიურიში მოხვდება. კაცმა რომ თქვას, დებილები, უგუნურები, თაღლითები, ალაგ-ალაგ ნიჭიერები , გამაოგნებლად საინტერესო ადამიანები, და “კაე ტიპები” აქაც ბლ(ი)ომად არიან. არ ვიცი, რომელ კრიტერიუმს მივეკუთვნები მე, მაგრამ ამ ზაფხულზე ორჯერ დამირეკეს “ნიჭიერიდან”, რათა ჩემი სტვენით გამოვსულიყავი ჟიურის წინაშე. Continue reading



ნუ გეშინიათ, მტრის ჯინაზე თმა არ შემიჭრია! უბრალოდ, ეს არის ვიდეოები, რომლებიც, მიზეზთა გამო, ვერ დავდე და ახლა გთავაზობთ ჩემი
სტვენას მე-9 კლასიდან ვჩალიჩობ, მაგრამ თავიდან არაფერი გამომდიოდა. არადა ძალიან მინდოდა, მეც “გამომესხივებინა” ის სტრატოსფერული სიმაღლის ბგერები, სხვები რომ პირში თითების ჩათხრით აკეთებდნენ. მე ასეთი მეთოდები, რა თქმა უნდა, არ მომწონდა და მინდოდა, ჩვეულებრივად, გელუხრად მესტვინა, ოღონდ კარგად