Zurriuss.Ge » სპექტაკლები

ყველაზე რეიტინგული მაყურებელი
რუსთაველის თეატრმა ყველაზე რეიტინგული მაყურებლის ათეულში შემიყვანა. ამან ძალიან გამახარა, რადგან თეატრი ჩემი ბოლო 3 წლის ახირებაა. ვიცნობ მომუშავე პერსონალის ნაწილს, რამდენიმე მსახიობს, ზოგთან, საერთოდ, დავმეგობრდი კიდეც. სპექტაკლებზე ვსარგებლობ შეღავათებით, თან თითქმის ყველა მათგანზე პატარა რევიუებს ვაკეთებ Teatri.Ge-სათვის. დღეს, შეიძლება, ითქვას, თეატრი ჩემი ცხოვრებისა და ყოველდღიური საფიქრალის ნაწილია.

მახსოვს, სულ პირველად, მცირე სცენაზე მარტომ ვნახე სტურუას “მტრის ნიღაბი”, ამელი ნოტომის მიხედვით. მაშინ, ოპერის გარდა, არც ერთ მუსიკას არ ვწყალობდი და, ამის გამო, სპექტაკლი ძალიან მომეწონა (სულ არიებითაა გაფორმებული). მერე, არც მეტი, არც ნაკლები, “ჰამლეტი” ვნახე მეგობრებთან ერთად. გამოგიტყდებით, საშინლად არ მომეწონა. ვერ წარმომედგინა, “ასეთი” ჰამლეტი როგორ უნდა ყოფილიყო. ვერც შინაარსს გაიგებდი და ვერც მსახიობთა მიმიკების აზრს… თურმე სად ვბანაობ. მეორედ სულ მარტო წავედი მის სანახავად და იმ საღამოს წარმოდგენა შემეცვალა. როცა “შობის მე-12 ღამე ვნახე”, მივხვდი, რომ გა-და-მე-კე-ტა. ამან რაც მოიტანა, ნახეთ ქვემოთ.

შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ – 15

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი - 10

ჰამლეტი - 11

მტრის ნიღაბი -4

სტუმარი – 5

ყოფილების სარეცელი – 3

დაბოლილი მთვარე – 3

დარისპანის გასაჭირი – 2

ჭალას ჩიტი მომკვდარიყო – 2

თორმეტი განრისხებული მამაკაცი -3

ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებლები - 4

ქარი მწყურია მე პირდაპირი - 2

კაცია ადამიანი?! – 4

მოხუცი ჯამბაზები - 1

ვარსკვლავბიჭუნა – 1

ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს? – 1

ორი ძმა - 1

სალამურა – 1

ქალი წარსულიდან - 2

სულიერი არსებები - 1

გონზაგოს მკვლელობა - 1

ბენიამინი – 1

ჰამლეტი.comX -2

გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება – 1

ეიfორია -2

ბონუს:

რეკვიემი (ვერდი)

ჰამლეტი (ნეკროშუსი)

მითრიდატე, პონტოს მეფე (მოცარტი) – 2

ჯამში, 70-ზე მეტი ვიზიტი. გუშინაც ვიყავი ერთ ძალიან საინტერესო და, ვიტყოდი, ექსპერიმენტული სპექტაკლის პრემიერაზე, სახელად ეიfორია. სხვა დროს, როცა რამე იქნება, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ, რამდენ ბანალურ საღამოს გაიმეტებდით თეატრისათვის

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/TEKfONBQZEg?version=3" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

“ანტიგონედამ” სახლისაკენ (ვიდეოპოსტი)
ვკარი წიხლი და მარჯანიშვილის თეატრში აღმოვჩნდი “ანტიგონეზე”. როგორი ხალხი დადის აქ:

ბანკების თანამშრომლები

მაღალანაზღაურებადსამსახურიანები

მსახიობების მეგობრები

ძაან ძერზკები

ძაან სვეცკები

თითოოროლა ჩემნაირი (ქერო სპექტაკლის სანახავად მევიდა)

ჩემის დაკვირვებით, აქ მაინც ერთმანეთთან გასაპრანჭად და “მე თეატრშიც დავდივარ”-ის საჩვენებლად მოდიან. რაც მთავარია, სპექტაკლების შინაარსიც, მეტ-ნაკლებად, ყველასთვის გასაგებია. მთავარია, გაიგო, შემდეგ განიცადო, ტაში დაუკრა და, მეტიც, სახლში წახვიდე. ვინ შეაფასებს რეჟისორულ ნამუშევარს ან მსახიობების ოსტატობას?

ბანკების თანამშრომლები?

მაღალანაზღაურებადსამსახურიანები?

მსახიობების მეგობრები?

ძაან ძერზკები?

ძაან სვეცკები?

თითოოროლა ჩემნაირი (ქერო სპექტაკლის სანახავად მევიდა)?

ჰო, მგონი, მხოლოდ ჩემნაირები. ჰოდა აგერ ვიდეოც:

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/60N7kKUGx3o?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/60N7kKUGx3o?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

HუიMLET
წინასიტყვაობა ანუ წერილი ამირან ამირანის ძისა თანა

ყუერნი მამაკაცისა ერთგვარი თუალნია. მოქანავე თუალნი ქვედა სართულზე. წყვილია იგინი, ვითარცა თუალნი შუბლზე. ოდეს თუალნი შუბლისანი, იგივ სულისანი დაბნდებოდენ, ყუერნი იწყებენ სჯა-ფიქრსა. მრავლისა ფიქრისაგან ყუერნი გარდაიღლებიან და ვინაითგან მათ, ვითარცა სულის თუალთა, ქუთუთონი არა ჰქონდეთ, იჭირვიან ფხანასა ძლიერსა. სწორედ ამით ფხანითაგან შექმნილის ამოძახილით იშუებიან განსაცვიფრებელნი ჰაზრნი და საქმენი ამა სოფლისანი.

HAMLET იგივე ГАМЛЕТ იგივე HუიMLET

დანიშნულების ადგილი: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი

დამდგმელი რეჟისორი: ამირან ამირანაშვილი

მხატავარი: იგივე

მოქმედნი პირნი:

კლავდიუს, მეფე დანიისა – (სააკაშვილს + გამსახურდია)*პახმელიაზე

გერტრუდა, მისი ბოზანდარა მეუღლე, მანამდე კი აწგანსვენებული კლავდიუსის ძმის ცოლი და დანიის დედოფალი – არშემდგარი შორენა ბეგაშვილი

ჰამლეტი – რომანტიკოსი სიმპათიური ახალგაზრდა, რომელიც ზედმეტად რაღაცნაირია დრამატული როლისათვის.

მეფის აჩრდილი – 2 ცალი – პირველკლასელის საშინაო დავალება ხატვის გაკვეთილზე ფიროსმანის “მეეზოვე”

პოლონიუსი – მრჩეველი კლავდიუსისა – ზაპოროჟეცი აღმართში

ოფელია – შვილი პოლონიუსისა, სატრფო ჰამლეტისა – კივილი

ლაერტი – ძმა ოფელიასი – “ქეთო და კოტე”

ჰორაციო – ჰამლეტის საუკეთესო მეგობარი – მამა ბასილის მრევლი

მსახიობები – ყველაზე მაგარი ხალხი

პიონერები

ჩმორები

შნირები

დეკორაცია: მავზოლენინიუმი

შენიშვნა: სასურველია ცოტა მეტი საუნდტრეკი ან ერთი პიანინო სცენის კუთხეში

ინტერვიუ პრემიერის შემდეგ: “მოძებნო თავის ქალა “ჰამლეტისათვის” არც ისე ადვილია. რამდენი უცნობი სასაფლაო უნდა გადათხარო, რომ ნაპოვნი თავის ქალა შენს გონებაში წარმოსახული იორიკისას ჰგავდეს. თავის ქალა კარგად არ უნდა გარეცხო. მხოლოდ “ფეირიში” 1-2 ამოვლება და მზადაა. ყველაზე ძლიერ კი მაინც მსახიობთა დაყოლიება და ჩემ მიერ დასახული მიზანსცენების ზედმიწევნითი თამაშია. ამჯერად დასმა, ჩემის მითითებით, ზედმიწევნით ზუსტად ითამაშა “ჰამლეტის” თითოეული ფურცელი. სამწუხაროა, რომ დასაწყისში რამდენიმე გვერდი ამოხეული იყო, თორემ მასსაც ვათამაშებდი.”

დამატება:

- კითხვები გაქვთ?

- დიახ.

- ბრძანეთ.

- აზრი…?

უუუთავგადასავლესობის ძიებაში (ფოტოკოლაჟი)
დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. ზაფხული მოვა თუ არა, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. არც კუნთები მაყრია და არც არანაირ სპორტში მივლია. უბრალოდ, არ ვიღლები. იყო დრო, როცა ფეხის განძრევა მეზარებოდა და დამჯდარი/დაწოლილი ვჭამდი. აი, ეს დრო იყო:

გავაგრძელოთ… გუშინ დილის 8-ზე განვედ სახლითგან და საღამოს 11:30-ზე შემოვეტიე. აქედან ქუთაისამდე 220 კმ-ია. რა თქმა უნდა, ამ გზის გავლა ორჯერ მომიხდა და 3საათნახევარ-3საათნახევარიც ერთ ადგილას ვიჯექი.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი-ქუთაისის გზა გადაღეჭილი მაქვს. თითქმის ყველა მიხვეულ-მოხვეული, ტრასასთან ახლოს მდგარი ეკლესია და სასაუზმე ზეპირად ვიცი. ვიცი, ვინ სად დგას და რას ყიდის. მეტიც, რამდენიმე მათგანს სახეზეც ვცნობ. ამაზე მერე, ახლა თავგადაკლული თავგადასავლის მიზეზი გითხრათ:

ალბათ, გსმენიათ ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაზე. აი, “ძაან კაი საავადმყოფო” რომაა, მანდ. დირექტორთან გვქონდა ინტერვიუ სწორედ ამ საავადმყოფოზე. სტატიას ვწერთ ჯანდაცვის რეფორმაზე საერთაშორისო სააგენტოსთვის და მთელი ამბებია, მოკლედ… ბნ კახამ რამდენჯერმე დამაჯერებლად განგვიცხადა, რომ მსგავსი საავადმყოფო, საქართველოში კი არა, კავკასიაში არ არსებობს, რომ ამდენი უახლესი ტექნიკა თბილისის ერთად აღებულ არც ერთ სავადმყოფოს არ გააჩნია… ჩვენც ავდექით და ყველაფერ ამის მონახულება მოვითხოვეთ. დიდად ვერ ვერკვევი ასეთ რამეებში, მაგრამ მართლა მაგარ-მაგარი რამეები ვნახეთ.

საავადმყოფო გარედან - აქ დადიან ხოლმე VIP-ები და აქვე ატარებენ ყველაზე რთულ ოპერაციებს ყველაზე მაგარი ქირურგები :ამაყ:

სასწრაფოს მანქანები ეზოში

დიდ მშვენიერ საკონფერენციო დარბაზში, მე5-სართულზე, მიშას სურათსაც ნახავთ

ბოლო სართულზე ხომ სასტუმროა, ჰოდა ესეც სასადილო სტმრად მყოფი უცხოელი ექიმებისათვის

შემდეგ პალატები და ნაოპერაციებ პაციენტთა პალატეი დავათვალიერეთ, სადაც, შესაბამისი ჩაცმულობის გარეშე, არ უშვებენ

პაციენტები ოპერაციის შემდეგ

ხელოვნური სუნთქვის აპარატი

ამ აპარატის სახელი დამავიწყდა. ვინც იცით, შემახსენეთ

ოპერაციასაც შევესწარი. ორთოდონტული ოპერაცია მიმდინარეობდა, ანუ კიდურზე.

ლა მაგიდა დ'ოპეღასიონ

64-შრიანი კომპიუტერული რაღაც. დირექტორმა თქვა, რომ კავკასიაში ასეთი მარტო ამ კლინიკაშია და მოსკოვმა 6 თვის შემდეგ შეიძინაო

ესეც იგივეა, ოღონდ 16-შრიანი. დასხივების აპარატია, მგონი, და ამ დროს შიგნით მხოლოდ პაციენტი იმყოფება. ფასი 180-200 ლარი

მაგნიტორეზონატორი ("ემერტე"), სადაც კომპიუტერული ტომოგრაფია ხდება

1:00 ქუთაისში ჩამოსვლისთანავე მე და სოფო (ჩემი ჯიპელი კოლეგა) ჩემი სახლისკენ დავიძარით. დაგვხვდა დედაჩემი ნაირ-ნაირი საკვებით. თევზს ვეტაკე ეგრევე და ღომს. არც ის დავიწყებია, რომ მარწყვსა და ვაშლის წვენზე ვგიჟდები. არა, ხშირად უნდა ჩავდიოდე ჩემთან (კვირას ზუსთად ამ ადგილას იმავე დანიშნულებით მივდივარ, უკეთესი ფოტოები უნდა გადავიღო. ვაშა!). ჩემი პააააააააატალა ახალი ძაღლიც ვნახე, ვინი. რაღაცტერიერია, ვერ დავიმახსოვრე ჯიში. დაბალბეწვიანი და ცაკალელი. ძველი გააჩუქეს, რატომღაც

ვინი, რომლის სახელის მოფიქრებასაც 2 დღე მოვანდომეთ. ჩემმა ვერსიამ გაჭრა

4:00 დავიძარით თბილისისკენ. უკვე ვიცოდი, რომ როგორც კი ჩავიდოდი, ეგრევე რუსთაველის თეატრში უნდა ვყოფილიყავი სპექტაკლზე. სოფოს აღარაფრის თავი არ ჰქონდა და სახლში წასვლა უნდოდა. მესმის მისი,  ამ გზაზე ვარ გაზრდილი და ეგ პერიოდიც გამოვლილი მაქვს. ჰოდა მივაწექი დასახულ მიზანს.

აქ ჯერ კიდევ დასავლეთში ვართ, სადაც გზა მთაგორიანია

5:30 მეორე პატარა გვირაბი. ამის შემდეგ მოდის დიიიიიიიიდი. ვგიჟდებოდი მის გამოჩენაზე. ყველაფერი ჩაბნელდებოდა და მიხაროდა, რომ ვერავინ მხედავდა. მაგარი შეგრძნება იყო და სულ მსურდა/მსურს, დიდხანს გაგრძელებულიყო.

სამწუხაროდ, დიდი გვირაბი დაკეტილი აღმოჩნდა და ჩემი ჩაბნელებული ნატვრაც გაღმა დამრჩა

გორის მოწნული ხიდი

ერთი შეხედვით კანიონს ჰგავს, მაგრამ ეს ის გორაკებია, რომელთა ქანებს ახალი ავტობანის დასაგებად იყენებენ

7:25 მცხეთაც და...

7:35 თბილისში პირველივე ტაქსს ვეცი და რუსთაველის თეატრში გავვარდი. გზაში უკვე დარეკილი მქონდა და ორი ბილეთი დაჯავშნული მელოდა. ჩემი ჯიპელი მეგობრები მოსაწვევებით შევიდნენ. ამან სტიმული მომცა, რომ არ მეჩქარა და ერთი ჯიპელი მეგობარიც დამეპატიჟებინა.

7:45 მივუსწარი…

"მტრის ნიღაბი" გადიოდა

მერე რა, რომ მესამედ ვუყურებდი? მთავარი განვილი დღე იყო, სამი ან სამზე მეტი სრულიად განსხვავებული სამყარო, რომელიც სპექტაკლის განმავლობაში განუწყვეტყლად მიტრიალებდა თავში. ეიფორიისაგან ემოციებს ვერ ვფარავდი. ამას ემატებოდა სპექტაკლში ჩართული საოპერო ნაწყვეტები. “Nessun Dorma”-ზე მინდოდა, ფეხზე წამოვმხტარიყავი და მეყვირა “მე ეს შევძელი”, მაგრამ მეტისმეტად ჰოლივუდურად მივიჩნიე და მხოლოდ პირის გაღებით შემოვიფარგლე.

დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. როგორც აღმოჩნდა, ვერ ვიღლები. ასე რომ, ძიება გრძელდება.

უუუთავგადასავლესობისკენ სწრაფვა არ გაჩერდება!

თქვენ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო?
მე ვიცი!..

ერთი წელი გადის, რაც  დასის წევრი “ვიყავი”. ეს, ალბათ, მთელი ჩემი თსუ-ური ცხოვრების ყველაზე დიდი და ნათელი მოგონებაა, რადგანაც ამ დროს შევიცვალე და გავიზარდე. რეპეტიციები მორჩებოდა  თუ არა, გიგასა (სურათზე: თმააბურძგნული) და თოკასთან (სურათზე: მეორე) ერთად  ხან ქუჩაში ვმღეროდით მოწყალების მისაღებად, ხან პატარ-პატარა იმპროვიზაციულ ეტიუდებს ვასრულებდით – გამვლელ-გამომვლელთა გასაგიჟებელ-გაზართობად. დღის ყველაზე მაგარი დასასრული კი მაინც თეატრი იყო. ჯიბეში გადაკუჭული 3-3 ლარითა და ხვეწნამუდარით გაჩალიჩებული თეატრი.

ერთ-ერთი ასეთი ბედნიერი დღე “თაგვის” დღე გახლდათ. ეს სპექტაკლი ჭოლამდ დადგა და რუსთაველის თეატრალურ სარდაფში გადიოდა. ძალიან გული მწყდება, რადგან უსაშველოდ მენატრება ჩემი ფეხის ტერფიდან სულ რაღაც 10 სანტიმეტრში გათამაშებული ამბები. არავითარი სცენა, არავითარი გაუცხოება. ამბავი შენს თვალწინ ითხზვება, თანაც, ყოველ ჯერზე ახლებურად. სამწუხაროდ, დღეს აღარც “თაგვია” და აღარც თეატრი.

“შენ მარტო აღარა ხარ, კაკუნნნა!” – შესძახებს მეძავი დუდა ცდებისაგან ტვინგამოჭმულ პროფესორს და სინათლე ქრება. “კი-კი-კი! ა-კა-კი!…” – აღტაცებით ყვირის სცენის კუთხეში განათებულ საწოლში  მობუქნავე დუდა და ვერც კი ამჩნევს, რომ აკაკი კი არ იმასუშვება, არამედ “დანტეს” კითხულობს…

დასანანია, რომ თქვენ ეს ვერ ნახეთ. დასანანია, რომ არ იცით, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო…

ამ რამდენიმე ვიდეოფაილს თქვენთვის მხოლოდ იმიტომ ვიმეტებ, რომ თუკი დაგჭირდებათ, გეცოდინებათ მაინც, როგორ უნდა მოკლათ ლურჯი სპილო

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/VYnedGG_r-A?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/VYnedGG_r-A?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/JLhy6sKXyIQ?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/JLhy6sKXyIQ?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/6BppQueDyu0?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/6BppQueDyu0?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ურიელ აკოსტა
"ურიელ აკოსტა" – უშანგი ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე

ყველა  თეატრს გააჩნია  თავისი სპექტაკლი – სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც  უკვდავია და უცვლელი სახით უნდა დარჩეს.

Teatri.Ge

“ურიელ  აკოსტა” ჩვენი თაობის იმ სპექტაკლებს განეკუთვნება, რომლებიც  ლეგენდის  ხარისხშია აყვანილი. მარაჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში იგი   დასაბამიდანვე, უკვე 80 წელზე მეტია, არსებობს. თავდაპირველად მას უშანგი   ჩხეიძე და ვერიკო ანჯაფარიძე ასრულებდნენ. მეორე დიდი ტანდემი 1972 წელს   შედგა, როცა მთავარი როლები კოტე მახარაძემ და სოფიკო ჭიაურელმა მოირგეს.

"ურიელ აკოსტა" – კოტე მახარაძე და სოფიკო ჭიაურელი

დღეს  “ურიელ აკოსტას” უკვე მეოთხე თაობა ასრულებს. 2006 წელს, სოფიკო ჭიაურელის  მიერ აღდგენილ სპექტაკლში , ნიკა თავაძემ და ნატა მურვანიძემ ითამაშეს.  პირველად ხდება, რომ მთავარი გმირები რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის  მეუღლეები არიან. პირველსა და მეორე შემთხვევაში, ორივე წყვილმა სწორედ “ურიელ აკოსტას” შემდეგ ოჯახები დაანგრია.

"ურიელ აკოსტა" – ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე

“ურიელ  აკოსტა” წარსული დროის, წარსულ მსახიობთა და წარსული ყაიდის სპექტაკლია.  ძველქართული ენა, ძველი, ჰეროიკული სასცენო პლასტიკა, მუსიკა–უვერტიურა.  ყოველივე ეს სპექტაკლს საოპერო ჟანრთან აახლოებს. “ურიელ აკოსტას”   თითოეული სცენა უცვლელი სახითაა შემონახული. შეიცვალა დრო, შეიცვალნენ  მსახიობები.

დღეს  ახალი თაობა ცდილობს, გადმოცეს კარლ გუცკოვის მიერ შექმნილი და კოტე  მარჯანიშვილის მიერ დადგმული ნაწარმოების სული.  ებრაელთა მიერ შეჩვენებული  ფილოსოფოსის, ურიელ აკოსტას როლს ნიკა თავაძე ასრულებს. იგი, ერთი მხრივ,  ებრძვის ზედმეტად ტრადიციულ ღვთისმსახურებას, მეორე მხრივ, თავდავიწყებით  უყვარს ივდითი – ებრაელი მღვდელთმთავრის, დე სილვას ძმისწული. ივდითი,  რომელსაც ნატა მურვანიძე თამაშობს, ულამაზესი იუდეველი ქალია და მდიდარ  ბენ–იოხაიზე ძალით ათხოვებენ.

სპექტაკლის  პირველი მოქმედება და პირველი რეპლიკები ჩემთვის იმდენად მოულოდნელი  აღმოჩნდა, რომ მეცინებოდა. ამაში, ალბათ, მე ნაკლები დანაშაული მიმიძღვის,  ვინაიდან ყოველდღიურობაა ასეთი. დღეს ვერც ერთ სპექტაკლში ვერ შეხვდებით  თავქარიან მონოლოგებს, ძველქართულ ენასა და სტატიკურ ჰეროიკულ სცენებს (რაც  ძალიან კარგია სურათის გადასაღებად). თუმცა შემდეგ უკვე გავითავისე  სპექტაკლი და მსახიობებზე გადავერთე.

ამ ფოტოში ნატა მურვანიძე დოდო ჭიჭინაძეს მივამსგავსე

ესეც ნიკა თავაძე – სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში

ნატა  მურვანიძე შესანიშნავად ასრულებს ივდის. ძნელია, უცვლელად ითამაშო ის როლი,  რომელსაც 80 წელი გაშორებს. ძნელია, XXI საუკუნეში XX საუკუნის ტექნიკით  განასახიერო ივდითი და, ამასთან ერთად, არ იყო ყალბი. იგივე ითქმის ნიკა  თავაძეზეც. თავდაპირველად ცოტა მშრალი მომეჩვენა მისი შესრულება, მაგრამ  მეორე მოქმედებიდან ჩემ თვალწინ ნამდვილი ურიელ აკოსტა იდგა.

გამაოცა  ლეო ანთაძის სამსახობო ოსტატობამ, რომელიც უხუცეს ბენ-აკიბას ასახიერებს.  მის ასაკში ასე დახვეწილად, მრავალფეროვნად და ასე დამაჯერებლად თამაში  მართლაც იშვიათია. ბენ-აკიბა იყო ერთადერთი ეპიზოდური ფიგურა, რომელიც  მხოლოდ დადებით და გულწრფელ ემოციებს აღძრავდა. მომეწონნენ დიმიტრი  ტატიშვილი, დავით დვალიშვილიცა და გიორგი ჩუგუნაშვილიც.  სამივე მათგანი  ქმნიდა დამაჯერებლობის ეფექტს და ცდილობდა, სრულად გადმოეცა ძველი ეპოქის  სული.

ჩემი  აზრით, ასეთი სპექტაკლების მთავარი პრობლემა დღესდღეობით დამაჯერებლობაა.  დღეს რომ მაყურებელს ვერთერის ან რომეოს მონოლოგი ისე პათეტიკურად  წაუკითხო, როგორც ერთი საუკუკნის წინ, ძნელად დაგიჯერებს, თუკი ამ საქმის  დიდი ოსტატი არ ხარ. სწორედ ამ საქმის დიდი ცოდნა გეხმარება, რომ ჯერ შენ  დაიჯერო და მერე სხვა დაარწმუნო შენს სიტყვებსა და ქცევებში.

სამწუხაროდ,  ამას ვერ ან არ ახერხებდნენ სცენაზე მდარი ახალგაზრდა მსახიობები,  რომლებიც მასობრივ სცენებში მონაწილეობდნენ. მეჩვენებოდა, რომ ისინი  ღადაობდნენ სპექტაკლზე, რაც, დამეთანხმებით, გაუმართლებელია. ამასთან  ერთად, კულისებიდან ისმოდა დეკორაციის ხმაური, რაც ერთგვარს აკუსტიკურ  სიბინძურეს ქმნიდა. თვითონ სპექტაკლის დეკორაციას რაც შეეხება, ხელის  შევლება არ აწყენდა. ოცხელის ნახატების მიხედვით აწყობილ სცენას დღეს  უდიერად მოპყრობის კვალი ატყვია, რაც ძალიან არ მომწონს.

თუ ასე გარისკეს და ერთ–ერთი  უძლიერესი სპექტაკლი უცვლელად აღადგინეს, ბარემ ბოლომდე მოუარონ ამ  სამუზეუმო ექსპონატს.

მიუხედავად  ყველაფრისა, “ურიელ აკოსტამ” ძალიან დადებითად განმაწყო. ჩემ თვალწინ  გათამაშდა ყველაფერი ისე, როგორც ეს ერთი საუკუნის წინ ხდებოდა. მე  ვიგრძენი ძველი თეატრალური ტრადიციების სული. სწორედ აიიტომ ღირს “ურიელ  აკოსტას” ნახვა, რომ იმოგზაუროთ ქართული თეატრის ისტორიაში.

როდესა სპექტაკლი დასრულდა,  მსახიობებმა  “ურიელ აკოსტას” ძველ შემსრულებელთა პორტრეტებს სთავი  დაუკრეს.

დაუვიწყარი დღე!
მადლობა სვითის ამ სურათისთვის

ეს დღე, ალბათ, არასდროს დამავიწყდება. ამ დღეს საქართველოში ჟურნალისტიკამ თავის თავს შეაფურთხა!

…ამაზე ბევრიც დაიწერება, ბევრიც ითქმება და საკმაოდ დიდხანს…

სულ სხვა განწყობით ვიყავი მომართული ამ დღეს. დღეს ხომ მეათედ, მეათედ გახლდით “შობის მეთორმეტე ღამეზე”, რომელიც, ვფიქრობ, ყველაზე საოცარი სპექტაკლია, რაც კი ოდესმე მინახავს. ამ საიუბილეო დღეს მხახიობებმა სერიოზული გამოცდა ჩააბარეს მაყურებლების წინაშე.

დღეს ბლოგერებმა შეკრება მოვაწყვეთ და მე, სვითიმ, თინიმ, ლანდიშამ, ენდიმ, თაზომ, გოჩამ, ანიმ (თევზმა) და ირინამ მოვაწყვეთ სპექტაკლის დღე და ჩემს უსაყვარლეს “შობის მეთორმეტე ღამეზე” წავდით. სპექტაკლი მართლაც დაუჯერებელი და გასაოცარი გამოდგა, რადგანაც იმედზე გავრცლებულ იმ სკანდალურ ინფორმაციას დაემთხვა, რომელმაც მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო შოკში ჩააგდო!

პირველი მოქმედება ნახევარი საათის დაწყებული იყო, როცა უკნიდან დარბაზიდან გასვლის ხმა გავიგონე. ხმა გაძლიერდა. თავი მივაბრუნე და ვხედავ, რომ ხალხი ერთმანეთს უჩურჩულებს, ფეხზე დგება და დარბაზიდან გადის. პირველი, რაც გავიფიქრე, მეგონა, რომ ვინმე ცუდად გახდა, მაგრამ როდესაც ხმაური არ შეწყდა, გავიგონე, როგორ თქვეს, “სააკაშვილი მოკლეს!” და “ომი დაიწყო!”-ო…

ყველას ძალიან, ძალიან შეგვეშინდა. პირადად მე ხელები ამიკანკალდა და მეგონა სულ მალე თეატრს ბომბი დაეცემოდა. ეს იყო ათწუთიანი შოკი, როცა დარბაზი განახევრდა. ყველანი მობილურებს ვეცით და არ ვიცოდით, რა გვექნა.  სპექტაკლი, რა თქმა უნდა, ჩაიშალა. მაყურებელმა მსახიობები კულისებში ტაშით გააცილეს.

მადლობა ღმერთს, მალევე გაირკვა, რომ ყველაფერი ტყუილი და ფარსი იყო. მაყურებელმა ტაში დასცხო და სპექტაკლის გაგრძელება მოითხოვა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ “შობის მეთორმეტე ღამე” ისევ გაგრძელდა. იმ წუთებში ვიგრძენი, რომ საოცარ და უპერეცედენტო შემთხვევასთან მაქვს საქმე. მობილური ჩავრთე და…

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/vjHbuwSWTEM?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/vjHbuwSWTEM?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ამ სტრესის მიუხედავად, ზაზა პაპუაშვილმა, ჩემმა საყვარელმა მსახიობმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს, თავისი მონოლოგი შესანიშნავად წაიკითხა. ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა ამ ადამიანის ნიჭითა და ოსტატობით. თქვენვე ნახეთ ეს ჩემი პირადი, საიუბილეო, დაუვიწყარი დღე!

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/xeN3WqqAnuY?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/xeN3WqqAnuY?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

P.S. როდესაც ბისზე გამოსვლა დამთავრდა და ხელები ტაშის კვრისგან გვქონდა დაბუჟებული, ზაზა სცენიდან ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: “თეატრი უკვდავია!”

დასი – ჩემი ნახევრადწარსული
მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე  34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს :D მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”!ეს ჩვენი ერთ–ერთი პირველი ფოტოა. თავიდან სხვა რეჟისორი გვყავდა, თემო კუპრავა, რომელიც 1 კვირას გვიშრობდა სისხლს. უძალიანმაგრესმა თემომ მალევე დაგვტოვა და მის ნაცვლად გიორგი, გოგი გომურაშვილი მოვიდა. ჰოდა, აღდგა “თეატრი სხვენიც“.

ლაშა თაბუკაშვილის “ჭრილობა” გადავწყვიტეთ, დაგვედგა. აფიშის გაკეთემა მე დამევალა კი არა და, შემტენა…   ან, პირიქით, დავივალე/შევიტენე :P

ეს იყო პირველი და ბოლო სპექტაკლი, სადაც გოგოების რაოდენობა ბიჭებისას უტოლდებოდა. შემდეგ დაიწყო მათი დეგრადაცია. არა, ბიჭებად კი არ იქცნენ, არამედ დასიდან წავიდნენ. ყველა სხვადასხვა მიზეზით. პირველი წარმატება, თუ არ ვცდები, 2008 წლის აპრილში გვქონდა. ძაალიან მაგარი იყო, რადგანაც მთელმა უნივერსიტეტმა აღმოგვაჩინა, გაგვიცნო და, რავი, დაგვაფასა მგონი. უფრო სწორედ, სპექტაკლი მოეწონა.

შემდეგ, უკვე ახალ სასწავლო წელს, ახალ სპექტაკლზე დავიწყეთ მუშაობა. მანამდე გოდერძი ჩოხელის საღამო გავაკეთეთ და “ბომბორაზე” ბერიკების როლიც შევასრულეთ.

<object width="558" height="444"><param name="movie" value="http://www.youtube.com/v/3_HGrVM96Sk?fs=1"></param><param name="allowFullScreen" value="true"></param><param name="allowscriptaccess" value="always"></param><embed src="http://www.youtube.com/v/3_HGrVM96Sk?fs=1" type="application/x-shockwave-flash" width="558" height="444" allowscriptaccess="always" allowfullscreen="true"></embed></object>

ამ დროისთვის დასში მხოლოდ ორი გოგო: სოფო და ნათია იყვნენ. ჰოდა სპექტაკი “პატარა უფლისწული” რეჟისორმა ისე გადააკეთა, რომ ყველას კარგად მორგებოდა. მე მეფის როლი მერგოოოოოო, ავოეე!!!

სპექტაკლი ძალიან მაგარი გამოვიდა. მუსიკალური გაფორმება ძაალიან მაღალ დონეზე იყო. რეჟისორმა ისეთი მიგნებები და სიმბოლოები ჩადო, რომ ჩვენვე გვიკვირდა. პრინციპში, მეშვიდედ დგამდა “პატარა უფლისწულს”. მიუხედავად იმისა, რომ როლი კარგად გავითავისე, იმ დონეზეც კი, რომ ჩემს საქციელზე მეც მეცინებოდა, პრემიერაზე საკუთარი თავით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. ეს კი იცით, რა საშინელი შეგრძნებაა?

ტაშს რომ გიკრავენ და რომ ხვდები, რომ მაინცადამაინც არ დაგიმსახურებია. ამ დროს ძნელია, საკუთარ თავს მოატყუო და “ყველაფერი რიგზეა”–ს როლი ითამაშო. კი ითამაშებ, მაგრამ რა? მერე მიეჩვევი და სულ დაიკიდებ თვითკრიტიკას, რაც სცენაზე ასე მნიშვნელოვანია.

…ისე კი ძალიან მაგარი იყო, რადგან პირველად ამ სპექტაკლზე ვითამაშე გრიმით

ესეც მე და "უფლისწული" კულისებში ვნერვიულობთ... სხვათა შორის, უფლისწულს ნათია თამაშობდა, ანუ გოგო!!!!

ამასობაში მეოთხე კურსიც დავხურე და ჯიპაში ამოვყავი თავი. ნუ ეს ცაკლე ისტორიაა ისევე, როგორც ჩემი გატაცებისა ერთი ადამიანის მიმართ. მოკლედ, იძულებული გავხდი, დასიდან წამოვსულიყავი, რადგან ახალი ინსტიტუტი ნამდვილად არ მომცემდა რეპეტიციებზე სიარულის და, მით უმეტეს, ლექციების გაცდენის საშუალებას.

ძალიან კი მიტყდებოდა. აი, უზომოდ! როგორ შემეხედა რეჟისორისთვის, არ ვიცოდი. რეპეტიციები დაწყებულიიყო და მე ისევ მეფე უნდა მეთამაშა. ჩემი უახლოესი დასელები თოკა და გიგა გავაფრთხილე წინდაწინ… მივედი რეპეტიციაზე  და უკვე სახეზე შემატყვეს, რაც უნდა მეთქვა. ისე კი ძალიან მაგარი განცდა იყო: ბიჭები ფეხზე წამოდგნენ და Libiamo ne’ lieti calici მიმღერეს ვერდის “ტრავიატადან”. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი პირველი და ერთადერთი რეპლიკა სცენაზე. “ჭრილობაში” ამაზე მეტი არაფრი მითქვამს. ეს ვიმღერე ი ვსიო… :D :D :D

თვალზე ცრემლი მომადგა და ეგეთი რომანწიკა არა, მაგრამ თვალზე ცრემლი მართლა მომადგა   …თუმცა დასიდან ბოლომდე არ წამოვსულვარ: რეჟისორს დავპირდი, რომ სპექტაკლების აფიშებს ისევ მე გავაკეთებ. სხვას რომ თავი დავანებოთ, თოკა და გიგა ისევ ჩემი განუყრელი მეგობრები არიან.

კვირაში ერთხელ დამირეკავენ, დამპატიჟებენ ლუდზე. მეც, რა თქმა უნდა, უარს ვეტყვი და სახინკლეს ან გასეირნებას შევთავაზებ. ისინიც, ასევე მექანიკურად, კიშკაობისა და შემდეგ თეატრში წასვლის იდეას შემომთავაზებენ და ჩვენც დავდივართ “რუსთაველში”.  “შობის მეთორმეტე ღამე” 7–ჯერ მაქვს ნანახი და კიდევ დიდხანს არ მომბეზრდება

მოკლედ, ვიკრიბებით, ვსეირნობთ და ვღადაობთ. ხანდახან ქუჩაში სკეტჩებს ვდგამთ და ეს ხო ცალკე ისტორიაა     ამ ბოლო შეხვედრაზე (ცოტა ხნის წინ კიდე დამირეკეს, გამოდიო, მაგრამ ვკვდებოდი, ისე მეძინებოდა…) სიმღერა გავმართეთ. უშედეგოდ ვასწავლიდი საოპერო ტექნიკით სუნთქვას. შედეგად, ყმუილი. მერე ყველამ ისევ ის გავაკეთეთ, რაც ასე კარგად გამოგვდიოდა: გადავირიეთთთთ!!   მოკლედ, ასეა ჩვენი ამბავი. მე და დასი ისევ “ვმეგობრობთ” გიგასა და თოკას წყალობიტ. ისინი მიყვებიან იქაურ ამბებს. სამწყუხაროდ, აწი მათთვის დარბაზიდან მომიწევს ტაშის დაკვრა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დასით ჩემი ოცნების ნახევარი მაინც ავისრულე.

შესაბამისად, დასი ჩემთვის არა წარსული, არამედ ნახევრადწარსულია

მედეა ჩახავას ხსოვნას
რამდენიმე საათის წინ, თურმე, კიდევ მოვიწყინე, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავიგე.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ მეგონა, რომ ამაზე დავწერდი.

რამდენიმე საათის წინ სულაც არ ვფიქრობდი იმაზე, რომ “მოხუცი ჯამბაზების” კიდევ ერთხელ ნახვისას მას ვეღარ ვიხილავდი. იმედი მქონდა, რომ კიდევ ერთხელ მაინც, ერთადერთხელ მაინც ითამაშებდა.

რამდენიმე საათის წინ კვლავ აჟღერდა ეს მუსიკა, მე კი ახლა ვიგრძენი.

კიდევ ერთი წლებით დახუნძლული ხე გახმა.

კიდევ ერთი მზერა ჩაქრა.

კიდევ ერთი ღიმილი გაუფერულდა.

კიდევ ერთი ხმა დადუმდა.

კიდევ ერთი მრავლისმხილველი გაუხილავდა.

88 წლის ასაკში მედეა ჩახავა გარდაიცვალა…

უკვე მომენატრა…

ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი…
ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა ჯერ კიდევ ვერ მქონდა შეგრძნებული რუსთაველის თეატრის დიდებულება (უკეთ რომ ვთქვათ, სიჯიგრე), გადავწყვიტე, სრულიად უცნობ სპექტაკლზე საკუთარი ნებით წავსულიყავი. თავისებური ხიბლი აქვს უცნობ სამყაროში მარტო მოგზაურობას. ეს მაინც სულ სხვა სიამოვნებაა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თუ რაიმე სასაცილო შეგემთხვა, შენიანი არავინ დაგცინებს, მერე მეორეც, რომ სპექტაკლის დროს საუბარსაც არავინ გაგიბამს.

ერთი კი უნდა ვთქვა: ნურავინ წავა სპექტაკლის პირველად სანახავად წინასწარ გამზადებული შთაბეჭდილებებით. “ვანილის მოტკბო, სევდიან სურნელზე” მე-2  კურსზე მსმენოდა რაღაც. რატომღაც ისე დამამახსოვრდა, თითქოს დრამა ყოფილიყოს. ჰოდა მეც შინაგანად ერთი წყვილის უბედური ისტორიის სანახავად გავემზადე. როგორც შემდეგ გაირკვა, სპექტაკლი “ფანტასმაგორიული კომედია ორ მოქმედებად” ყოფილა.

საათის ისარი 7-ს უახლოვდებოდა, როცა 5-ლარიანი ბილეთითა და თეთრი ბოტასებით “მოვაკეცინე” თეატრის ფოიეში. ჰოდა, ჰოი… ქალბატონი მერიკო?…

_გამარჯობა, როგორა ხართ?

_რავიცი, არა მიშავს, შენც აქ მოხვედი?….

ქალბატონი მერიკო ტორაძე ერთ-ერთი უსაყვარლესი და უტკბესი მოგონებაა VI კორპუსიდან. მის ლექციებზე შესაძლებლობა გქონდა, ყველაფერი გაგეგო ყველაფერზე. მხოლოდ ქნ. მერიკოს ლექციებზე შეგიძლია შეიგრძნო ნამდვილი, ანუ ზრდილობიანი თავისუფლება. ქალს მთელი XX საუკუნის ისტორია საკუთარ და თავისი მშობლებისა თუ ნათესავების ბიოგრაფიაზე აქვს გამოცდილი და გადატანილი. მეფის (ირაკლი ჩარკვიანის) უახლოესი ნათესავია. 9 აპრილის საკუთარი და პირისდამაღებელი ვერსია აქვს. “ჯინსების თაობის” მოვლენების ასევე ერთ-ერთი დაახლოებული ადამიანია. თითქმის, თვითმხილველი. უფრო შორს, სადღაც ბაბუამ თუ კიდევ იმისმა მამამ, ცნობილმა მხატვარმა თოიძემ, დახატა «Родина Мать Завет!» მისი ცნობილი წინაპრების ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ, რომ ყველაფერი არც მე ვიცი მათ შესახებ. დედამისი, ქნ. ჟანა თოიძე კი ვოკალში მამეცადინებს. ასე რომ ქალბატონი მერიკოს, სულ მცირე, ორჯერ მადლობელი ვარ.

ვინაიდან ქალბატონი მერიკო იმ მცირერიცხოვან ლექტორთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც სკოლაშიც ასწავლიან, ისიც საკუთარ კლასთან ერთად მოვიდა რუსთაველში. არც მას ჰქონია სპექტაკლი ნანახი. ის ვიცოდით, რომ დიდი სტურუა და ანდრო ენუქიძე იყვნენ რეჟისორები და სცენარის ავტორი _ ირაკლი სამსონაძე, ქნ. მერიკოს მეგობარი (აბა რა, ყველა მაგის მეგობარია, თანაც ძალიან ახლო. მოკლედ, რომ არ დაიღალოთ, “ქნ.”-სა და “ქალბატონს” აღარ ვიხმარ)…

მაიკო და გურამი

გამოგიტყდებით, სპექტაკლი პიველივე წუთებიდანვე რაღაც не то-დ მომეჩვენა. სცენაზე, ანუ ძველი სახლის “ზალაში” ახლადდაქორწინებული მაიკო და გურამი შემოდიან ბედნიერი სახეებით. თავზე ჩამოაფიფქავთ და ისმის “I’’m dreaming of a white Christmas”. ვიფიქრე, ასეთ რომანტიკულ დასაწყისს გამანადგურებელი და ცრემლადდამღვრელი ფინალი უნდა ჰქონდეს, მაგრამ აქაც მოვტყუვდი. ახალგაზრდულ დრამაზე წინასწარ შექმნილი შთაბეჭდილება ნელ-ნელა მიცრუვდებოდა. ქალბატონ მერის გადავხედე და მანაც გაკვირვებული სახით შემომხედა. რა უნდა გვექნა, დავიწყეთ მოვლენების განვითარებისათვის ცქერა რაიმე ბუმის მოლოდინში. ამასობაში გავიცანით გურამის მეზობელი ნოშრევანი, მაიკოს მშობლები ლადო და მერი. გარიკვა ისიც, რომ გურამის მამა ინჟინერი იყო, დედა კი დიასახლისი, _ ტიპური ოჯახი. ეს ვაჟბატონი კი მეცნიერებისკენ იხრება და ტაქიპოდიუმის ჯიშის კაქტუსი აქვს, რომელზეც გიჟდება. სიდედრი კი, წუნკალი მერი, ხან მისი გარდაცვლილი მშობლების სურათს მოისვრის სარდაფში, ხანაც ათასი დარიგებით უტენის ტვინს ახალდაქორწინებულებს. ბოლოს მაინც მოახერხებს და ტაქიპოდიუმს ჩაიგდებს ხელში, ანუ ჩანთაში.

მაგდა

ამ ოჯახურ დავიდარაბას ემატება ახალი თავსატკივარი, რომელიც პირდაპირ გურამზეა მიმართული. მას სახელად მაგდა ჰქვია და sexy ია სუხიტაშვილი ასრულებს. შემოვა თუ არა, ყველა (მეც მათ შორის) პირს დააღებს და ვნებისგან აენთება. თან ისე დააბიჯებს, როო… კარგი, მოვეშვათ, თორემ ტიპურ გამოლენჩებულ მამაკაცებს დავემგვანები. ამასობაში ისიც ირკვევა, რომ მაგდა და მაია ორივენი ნიუ იორკში ბოზობდნენ. ნიუ იორკიდან კი მეზობელ ნოშრევანს შვილი ამანათით ვანილის ტორტს უგზავნის და სწერს, “შეიძლება, ლადიოტანტადაც მოგევლინოთ”-ო. მერე ამაზე ატყდება ერთი ამბავი, თუ რა სიკვდილია ეს ლადიოტანტი. რა თქმა უნდა, ვერ მიხვდებიან, რადგან მთელი Gოოგლე გადავაბრუნე და იქაც ვერ მივაგენი პასუხს (ავტორი გაგვეკაიფა და თან მაგრად).

როცა მეგონა, რომ, თითქოს, მოქმედების შემდგომი განვითარება გამოიკვეთა, ანუ აქ არაფერი სევდიანი, ვანილი და სურნელი არ იქნება, სცენის თავიდან, სულ მაღლიდან გაისმა კაცის ხმა. ხის ფიცრის ჭრიჭინის მსგავსად მოსაუბრე ხმა. მე და მერიკომ ერთმანეთს ისევ გადავხედეთ და ორივეს სახე გაგვიცისკროვნდა: “ზაზააააააააა!” დიახ, ეს იყო ზაზა. ზაზა პაპუაშვილი, რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი უძლიერესი მსახიობი, რომლის თითოეული სიტყვა სცენაზე პატარ-პატარა სიცილისა და გაკვირვების ენციკლოპედიებია.

შემოვიდა და თხლიშა ეგრევე 12-წუთიანი მონოლოგი.

ჩემი სიყვარული… სა სიქვტილში წავიდა ჩემი სიყვარული?!…

მხოლოდ გაჭრრრრრილი ტორრრრრრრრტიდან შეიგრძზზზზზზზზნოოოოოჰობთ ვანილის მოტკბო, მაგრამ სევდიან სურნელს…

…და ასე შემდეგ. პირადად მე სპექტაკლის ათვლა ზაზას, იგივე სევდიანი უცნობის, იგივე ლადიოტანტის გამოჩენიდან დავიწყე. მიკვირდა კიდეც, რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ძირითადი მოქმედება მოება შედარებით მშრალი და  ყოფიერი სცენისათვის? პასუხს პირველ სპექტაკლზევე ვერ მივხვდი. შემოვიდა ლადიოტანტი, არივ-დარია ყველაფერი, განაცხადა “მე მიიიიიინდა მანჰეეეეეეეეეტენი!”-ო და ყველა გადარია.

ლადიოტანტი და ზიგი

II მოქმეებაში ლადიოტანტს ძაღლი ზიგი შემოჰყვა, რომელსაც გოგა ბარბაქაძე (ჰო, კაი, “შუა ქალაქში”-ს დათო) ასრულებს. იმან ხომ ცალკე დაატრიალა თავისი ხრიკები. ხან მეცინებოდა და ხან ვფიქრობდი სპექტაკლში ჩადებულ ოსტატურ მინი-მინი ნაღმებზე, რომლებიც ყოფიერების ალეგორიებია. ლადიოტანტი იმ ნოშრევანის ვაჟი გიორგი აღმოჩნდა. მანჰეტენმა ისე აურია თავგზა და გადააკეთა, რომ საკუთარ მამასაც ვერ ცნობს. მას არ აინტერესებს არაფერი, გარდა “მანჰეეეეეეეეეეტენი”სა და საკუთარი ახალი ეგოს ჩამოყალიბებისა. ფროიდის მიმდევარ ფსიქოანალიტიკოსს ურჩევია “თვითრეფორმა, თვითრეფორმააოჰო!” და ესეც ყოველწუთას გულდასმითა და საფეთქლების ზელით იმეორებს ამას. კულმინაციურ მომენტებში, როცა რაიმე ყვირილს ან შეძახილს უნდა ელოდო, ისმის “წკპ!”… (თითქოს ყველას თავში რაღაც გადაუტრიალდა). ეს ახალი იდეის დაბადება ან კარგად დავიწებული ძველის გახსენებაა. ვისთვის როგორ. ლადიოტანტისთვის ეს ბავშვობაში ჩარჩენილი დედის მიერ გამოცხობილი ვანილიანი ტორტის მოტკბო, სევდიანი სურნელია… თქვენთვის?

კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა:

“კაცი კაცითაო, ღობე – სარითაო!.. ხალხური”

ასეთებს იმდენს ისრვრის, რომ სჯობს, სპექტაკლზე მოუსმინოთ. ერთსაც გაგიმხელთ: ვანილის ტორტი, რომელიც ზიგის გულზე ადევს და რომელშიც ლადიოტანტი მთელი ძალით ჰყოფს ხელს და კრემს სახეზე ისვამს, ნამდვილია!…

საბრალო ზიგი

ლადო მაგდას …აკს უმზერს

ორსული მაიკო მერისა და ნოშრევანს შორის

არ ეტყობა, ვისგანაც არის ორსულად? ..  ))

სევდიანი უცნობის მონოლოგები იმდენად სატირალია, რამდენად სასაცილოც. ეს არის ერთი ჩვეულებრივი დაბნეული ადამიანის ტკივილი, რომელიც ორი: ქართული და ამერიკული ფსიქოლოგიის ზეწოლას განიცდის და ურთიერთგამომრიცხავ რამეებს სჩადის. ფროიდის დედას ისე მიაჩმორებს, რომ სიცილით გაიგუდები და ჯერ პირიდან ხელი არ ჩამოგიღია, რომ უკვე განაბული უსმენ… და თუ აგიყოლია, ჯერ ცრემლები მოგადგება, შემდეგ კი გამოშტერებული უკრავ ტაშს. ო, ეს მე გამოვცადე და თქვენც გირჩევთ!…

საბოლოო ჯამში, დაიბადება ბავშვი (მაიკოს შეეძინება), რომელიც გურამს თავისი ჰგონია, მაგრამ ლადიოტანტისა აღმოჩნდება, ჯერ კიდევ ნიუ იორკში ჩასახული. სპექტაკლის ბოლო სიტყვები ნამდვილად არ მახსოვს. თითქოს უდროოდ მთავრდება, მაგრამ სათქმელი ნათქვამია და მას ლადიოტანტი ამბობს: “ჩვენს შვილს ექნება სრუუუუუუული ეგო”… მერედა რა? რა მოხდა? არაფერი. არც არაფერი. უბრალოდ, დაფიქრდები და რაღაც ინდივიდუალურ დასკვნებს გამოიტან ალბათ.

P.S. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, პირველ ჯერზე ვერ მივხვდი. თეატრში მეორედ და მესამედ მისვლაც კი დამჭირდა. მაგარი იყო: რეალური ფაქტებიდან და სიტუაციებიდან ნელ-ნელა გადადიხარ აბსურდში და ამას უკვე მაშინ გრძნობ, როცა სპექტაკლი უკვე აბსურდულად დასრულებულია.