და ამით დიდი ჯოან საზერლენდის ეპოქა დასრულდა. ოპერის უდიდესმა და უმნიშვნელოვანესმა სასიმღერო სტილმა “ბელკანტომ” ფარდა ჩამოიფარა. სოპრანომ, რომლის კოლორატურაზეც ორკესტრის ინსტრუმენტებიც კი ოცნებობდნენ, ოპერას ის არქივი დაუტოვა, რომელიც, მარია მალიბრანმა და ჯუდიტა პასტამ, გასაგები მიზეზების გამო, ვერ მოახერხეს. Continue reading →
მაშინ, როცა პოლიტოლოგები ცხელ შემოდგომას ვარაუდობენ, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილი კი მოსალოდნელი გეი კატა-კლიზმებით არის შეშინებული, ვხვდები, თუ რა სარგებლობა მოაქვს ჩემს ბლოგს: იგი სრულიად შორსაა ასეთი ამბებისგან. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ წერას თავს დიდხანს არ დავანებებ, ან საერთოდ არ დავანებებ.
როცა მთავრობამ ოპოზიციას თეატრალური სეზონის გახსნა დაასწრო და მაყურებელს “პრეზიდენტი და გაძვირებული სასურსათო კალათა” შესთავაზა, მე ახალი აღმოჩენით ვტკბები
რა არის ნიჭი, თუ არა სიკეთე? სწორედ სიკეთე ეხმარება ადამიანს, განავითაროს და სრულყოს ბოძებული ნათელი. ნიჭი რომ ბოროტება იყოს, იგი დეგრადირდებოდა და მის მფლობელსაც ჩაიყოლებდა. მოკლედ, ნახეთ….
_ ჰა? აქ კაცებიც შემოდიან და ქალებიც. რაღაცას ბოდავ.
_ არაჰ. ყოფილხარ კაცი, რომელიც თავისსავე ნიჭს გადააყოლეს და მსხვერპლად შეწირეს?
_ ყვერები ხომ არ დაგაჭრეს, ბიჭო?
_ აუ, მოკეტე და მომისმინე, თუ არა და დაახვიე და სხვა დროს მოეხვიე! ეგ არც მე მემუქრება და არც შენ. ჩვენთვის უკვე დაგვიანებულია. უბრალოდ, ჩვენ არ ვყოფილვართ მსხვერპლშეწირულნი, ისევე, როგორც არავინ, ვინც ამ ბლოგს სტუმრობს. ასეთების ეპოქა წავიდა. დღეს ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები დავთმოთ უკეთესი შედეგის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო…