არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, მიყვარს საკუთარი თავის ჩვენება.
ჰო, ვარ არაორდინარული და ჩემი საქციელით ბევრს ვაბნევ, მაგრამ ეგ არაფერი. გული მაქვს კეთილი (მგონი)
მოკლედ, ვინც არ მიცნობთ, ქუჩაში რომ შემოგხვდეთ და ვერ მიცნოთ, იცოდეთ, რომ:
- თავზე ან კეპი მეხურება, ან “ხინკალა” ქუდი, ან შლიაპა
- შესაძლებელია მეკეთოს სათვალე (ოპტიკური მაინც)
- თუ ტელეფონზე არ ვსაუბრობ, ყურში აუცილებლად ყურსასმენები მეკეთება
- ხოლო თუ ყურსასმენები მიკეთია, მაშინ დააკვირდით ხელებს: თუ ისინი წყნარად ჰკიდია და რაიმე მუსიკის ფონზეარ ირხევა, არ გაეკაროთ იმ ადამიანს. მე არ ვიქნები.
- დიდი შანსია, მხარზე ლეპტოპის შავი ჩანთა მეკიდოს, თუმცა მასში კომპიუტერი არ იდება, ვინაიდან არ გამაჩნია. პრინციპში, ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ დამატებითი მინიშნებაა, რომ ეგ ახალგაზრდა მე ვარ
- თვალებზე დამაკვრიდით: თუკი ყურსასმენები მიკეთია, ადვილად შეძლებთ, ამოიცნოთ, რა სახის მუსიკას ვუსმენ Continue reading