მანამ, სანამ ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია

ახლა უკვე დიდი ბიჭია. სახეც დაუგრძელდა, ჩემსავით. რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, ხუთიოდ წლის წინ ანგელოზის ხმა თუ ამოსდიოდა პირიდან. სხვათა შორის, მეც ვმღეროდი ალტს ოდესღაც, მაგრამ კაციშვილმა არ მომხედა, არ მომისმინა და დავრჩი ასე გარემოვაჭრე… :) კარგი, არ ვიწუწუნებ. დავუბრუნდეთ საკითხს: ვინ არის ჟან-ბატისტ მუნიე? დიდად არც სახელი გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან და არც გვარი. მხოლოდ ხმა! Continue reading

ნოსტალგია: ბევრი, ცოტა თუ ზომიერი?

იმდენი ქნა, იმდენი ქნა, ვიკიპედიაშიც მაძებნინა და აი, შედეგიც: “ნოსტალგია არის მელანქოლიური შეგრძნება “ეჰ, რა კარგი დრო იყო”-ს მსგავსი”. მეტიც, იმავე სიტყვის ქართულად აკრეფისას გუგლში მესამე ადგილზე ვარ. დავიჯერო, მთელს ქართულ ინტერნეტსივრცეში ჩემზე ნოსტალგიოფილი და ნოსტალგიოპათი არ მოიძებნება? ან, საერთოდ, რამდენად სასარგებლოა ნოსტალგია? რაში გვადგება?

Continue reading

ქლენძღვობა

იყო დღე, ოდეს “Окна”-ს წამყვანი ნაგიევი წიხლქვეშ გაიგდეს. მგონი, ერთადერთი “დრაკა”, რომელიც არ დაუდგამთ მაგ შოუში. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრება დაქანებული სლიპინა ზედაპირია და რომ ჩუსტებით ვერ ილაყუნებ. მთვარე ხომ არ არის.

Continue reading

La Divina – უკვე 87

2003 წლის მზიანი დღეს. მე-9 კლასელი ზურა შედის მზით განათებულ ოთახში. მარჯვენა მხარეს, მწვანე დივანზე დედა ფეხმოკეცილი ზის და ფილმს უყურებს.

-რა ფილმია?

-მარია კალასზეა?

-ვინაა მარია კალასი?

-საოპერო მომღერალი იყო. ძალიან ლამაზი ქალი.

-ა, მარია კალასი ის არის, ლა სკალა რომ ააშენა? :) Continue reading

პლასიდო დომინგოს ფენომენი

მსოფლიო ოპერის პაპის ბათუმში ვიზიტით კრის დე ბურგისა და სოფო ნიჟარაძის ეპოქა დასრულდა. ამიერიდან ტელევიზორში დომინგოს კონცერტის ფრაგმენტები გაიჟღერებს. ვისაც ოპერა და, განსაკუთრებით, დომინგო უყვარს, ვულოცავ (საკუთარი თავის ჩათვლით). დანარჩენებს კი გაძლებას ვუსურვებ. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: ბათუმის ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ხელოვანის ვიზიტია.

რეალურად რა მოგვიტანა ამ ღონისძიებამ? Continue reading

Jessye Norman – ტრანსუალური სევდა

მიყვარს, როდესაც სიმღერის მოსმენისას სიტყვებს ემოციები და განცდები მაგებინებს

რატომღაც მგონია, რომ ყველაფერს, რაც ამქვეყნად ხდება, აქვს ორი მხარე – პაპსა და იდუმალი. პაპსა ან მდარე ხარისხის პროდუქტია ან მასებისათვის ადვილად გასაგები შედევრი. მაგალითად, “კარმენი”. ე.წ. იდუმალი ქმნილება არის “ტრისტან და იზოლდა“. ერთი იმიტომ, რომ ლეგენდაა და თავის თავში რამდენიმე ლეგენდას აერთიანებს. მეორეც, ვაგნერმა ეს ყველაფერი ისეთ ფსიქოლოგიურ ოპერად გარდაქმნა, რომლის “წასაკითხად” ბევრი რამის წაკითხვაა საჭირო. სწორედ იზოლდას ძიებაში ვიყავი, როცა ჯესი ნორმანი აღმოვაჩინე. Continue reading

ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

Continue reading

Sacrificium ანუ მაცალე ტირილი!

ეძღვნება ათასობით მსხვერპლშეწირულს

_ ყოფილხარ კაცი?…

_ ჰა? აქ კაცებიც შემოდიან და ქალებიც. რაღაცას ბოდავ.

_ არაჰ. ყოფილხარ კაცი, რომელიც თავისსავე ნიჭს გადააყოლეს და მსხვერპლად შეწირეს?

_ ყვერები ხომ არ დაგაჭრეს, ბიჭო? :lol: :lol:

_ აუ, მოკეტე და მომისმინე, თუ არა და დაახვიე და სხვა დროს მოეხვიე! ეგ არც მე მემუქრება და არც შენ. ჩვენთვის უკვე დაგვიანებულია. უბრალოდ, ჩვენ არ  ვყოფილვართ მსხვერპლშეწირულნი, ისევე, როგორც არავინ, ვინც ამ ბლოგს სტუმრობს. ასეთების ეპოქა წავიდა. დღეს ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები დავთმოთ უკეთესი შედეგის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო…

Continue reading

Rapsodia – ლოცვა, რომელიც სიმღერას ჰგავს

ერთ ზაფხლს, როდესაც ჩვეულებისამებრ ქუთაისის ცხელ ლოგინზე გაშხლართული, ხატვისაგან დაღლილ თვალებს ჩამავალი მზით განათებულ ცას ვაშტერებდი, რაღაც დაიწყო. ყურადღება არ მიმიქცევია, თუ როგორ შემოიჭრა ჩემში უცხო, აქამდე უცობი მელოდია, უცნობი სულითა და ხავერდოვნებით.

მუსიკა ნელ-ნელა ლოცვად გარდაიქმნა, რომელსაც ანდრეა ბოჩელი ზღვიდან მოქროლილი ტალღების ხმით ჩურჩულებდა…

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

Continue reading

წავედი “ნიჭიერში”!!!!

ძვირფასო საზოგადოებავ და ჯეომოსახლეობავ!

გაცნობებთ, რომ:

ვარ საშუალოზე მაღალი, მარჯვენა მხრიდან სიმპათიური, ძაალიან არტისტული და სცენისათვის შესაფერისი დამწყები მომღერალი.

თბილისის ერთ-ერთ უბანში ოროთახიანი ბინის მისაღებად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტ “ნიჭიერში”, რათა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები საოპერო ვოკალის დარგში.

ჩემი ნიჭის წყალობით ნიკა მემანიშვილის გულის მოგებას ვაპირებ, მომხიბვლელობით – მაია ასათიანისას, ხოლო პრიზის გულისთვის ნებისმიერ რამეზე წასვლით – გეგა ფალავანდიშვილსაც გადმოვიბირებ.

ასე რომ, თქვენ მხარი დამიჭირეთ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ხახა-ხორხმა ;)

დიიდი მადლობეეელი :green: