ესეც ასე, წნევასაც გადავურჩი. არადა, თავიდან მეგონა, რომ გრიპი შემეყარა. მეთქი, რა გაუძლებს სიცხეს და ახლობლების საყვედურებს…
ჯერ კიდევ პავლოვზე, ავტობუსში მჯდომმა უეცრად ლივლივი ვიგრძენი. ნელ-ნელა ავმჩატდი, ჰარი Vითა და ლეპტოპით გამოტენილი ჩანთა ისეთი მსუბუქი მომეჩვენა. Continue reading →
მარკ ცუკერბერგი Facebook-ს 15 მარტს დაასამარებს – 8 იანვარს გავრცელებულ ამ ნიუსს მსოფლიო გამოცემები პასუხობენ. BBC-ის გვერდზე განთავსებულ სტატიას თვალი რომ გადავავლე, სისხლი კინაღამ ჩამექცა. Weekly World News-ზე გამოქვეყნებული ცუკერბერგის ციტატებმა სულ გადამრიეს: Continue reading →
2007 წელი, 6 სექტემბერი, დილა. მესიჯი მეზობლისაგან: “Zura, viziareb luchano pavarotis gardacvalebas. Gmertma acxonos.”
იმ დღეს ვიგრძენი, რომ ვიღაც, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მეხმარებოდა, ფანტაზიას მაწვდიდა და გულს მიმაგრებდა, გამომეცალა. იმ დღეს ვიგრძენი, რომ სრულიად მარტო დავრჩი. ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უზომოდ უყვარდა, გარდაიცვალა.
საბედნიეროდ, ღმერთმა მას აცალა და მანაც ყველაფერი მოასწრო. უკვე სამი წელია, უშეღავათოდ მენატრება.
“Penso che una vita per la musica sia una vita spesa bene ed è a questo che mi sono dedicato” - “მიმაჩნია, რომ მუსიკით ცხოვრება ეს კეთილად ცხოვრებაა, რასაც მთელი ჩემი სიცოცხლე მივუძღვენი” – ასე ამბობდა.
დღეს მეტს არაფერს დავწერ. არ მიმაჩნია საჭიროდ ტკივილის გამომზეურება. ზოგს არ სჯერა, ზოგს არ უყვარს ასეთების კითხვა, ზოგსაც ნერვები ეშლება. ხოლო ვისაც გაინტერესებთ, თუ როგორ მიყვარდა ლუჩანო, ნახეთ ეს და თუ არ დაგეზარებათ, მომისამძიმრეთ