Georgian Opera – ჩემი ახალი ბლოგი

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, ამიერიდან ოპერით თავს ნაკლებად შეგაწუხებთ, რადგან მისთვის ახალი ბლოგი გავხსენი.

georgianopera.wordpress.com

ქართულ სოციალურ მედიაში ოპერაზე თითქმის არაფერი იწერება, არც კონსერვატორიას გააჩნია სტაბილური პერიოდული გამოცემა. ინტერნეტში მხოლოდ ხანდახან თუ გავრცელდება ლაშა ბუღაძის ან ნოდარ ლადარიას მიმოხილვები… ეს არის და ეს.

ყოველივე აქედან გამომდინაერე, დიდ მიზნებს ვისახავ:

მქონდეს საქართველოში პირველი თემატური ბლოგი საოპერო ხელოვნებაზე

ვწერდე სისტემატურად, როგორც ვრცელ პოსტებს, ასევე მიმოხილვებს

წერდნენ სხვა ავტორებიც

წერდეს, რაც შეიძლება, მეტი

და ბოლოს, ამ ბლოგის აზრი საინტერესო და გასათვალისწინებელი გახდეს სხვათა მიერ. ვოტ :)

მიტინგებზე “შემჯდარი” ერი

მიტინგი, როგორც ეროვნული პოლიტიკის ნაწილი, ჩემთვის 2003 წლიდან დაიწყო. მაშინ მეგონა, რომ ათ წელიწადში ერთხელ ასეთი ჭინთვა ნორმალური იყო. “ვარდების რევოლუციის” მერე, როცა მიტინგები საქმის გარჩევა-გადაწყვეტის ერთადერთი და მთავარი საშუალება/გამოსავალი გახდა, გავაცნობიერე, რომ ქართველი ერი მიტინგებზე “შეჯდა”.

Continue reading

ჩაბნელებული საქართველო დედამიწის დასახმარებლად

დღეს, საღამოს 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე მსოფლიოს რამდენიმე ასეულ ქალაქში ღირსშესანიშნაობებს ჩააბნელებენ. თბილისში ანძის, შერატონის, ძველი და ახალი მერიის და კიდევ რამდენიმე შენობის განათებას გამორთავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1 საათით მაინც შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება, რაც გარკვეული დოზით შეამცირებს დედამიწის ზედაპირის სიმხურვალეს. ამასთან დაკავშირებით შარშანაც დავწერე, როცა საქართველო პირველად ჩაერთო ამ ღონისძიებაში.

Continue reading

ჩვენი ხსნა ანუ მეფე ერეკლეს თავგადასავალი

კრიშტიანუ რონალდუმ იცის...

მწუხარება

მოგონება

სიამაყე

გმირები
Continue reading

მათხოვრობის ახალი ფორმა

2 კვირაა, ეკონომიკის სამინისტროსგან საბუთს ვითხოვ და განცხადება ერთმა განყოფილებამ მეორეს შეს-ტენა, მეორემ მესამეს გადრ-უკვეხა, მესამემ – ჩემთან იყოსო და საბოლოოდ ჩემი ფეხები მივიღე.

უკვე 2 კვირაა, კომენტარებს ვეძებ კითხვებზე და რესპონდენტები გამირბიან (არადა არც ისეთი მხინჯი ვარ).

უკვე 2 კვირაა, ფეხები გადამტყდავდა სიცხეში კარდაკარ ოფისების მოძიებისა, თუმცა უშედეგოდ. გინდ, მისულხარ და გინდ მახათი გაგიყრია.

აქედან დასკვნა. დაგვიანებული, მაგრამ მაინც:

საქართველოში ჟურნალისტიკა მათხოვრობის ახალი ფორმაა

წრიული რწყევა…

თითქმის ყველა სახის მედიასაშუალება სექსუალურ ლიტერატურაზე, ეროტიკაზე, ხალხის გახრწნაზე, მმკ-ს აქტივობასა და აქციების დროს ერთმანეთის ჩეხვაზე დაწერილი მასალებით ყარს.

ეს ყველაფრი ცხვირსა და ტვინის წინა ნაწილს ისე მწვავს, რომ ვატრობ, მე-6 კლასში გადატანილი დაჩრდილვა განმიმეორდეს და ცხვირით სუნთქვა ვეღარ შევძლო.

ამოხვედით ყელში ყველანი!

მინდა, ვიმემ შუბლი დამიჭიროს და გარდაგარწყიოთ ცოდვილსა და მრავალგზისწაბილწულსა უნიტაზსა შინა!

არც ერთს იმის შეგნება არ აღმოგაჩნდათ, რომ მიმხვდარიყავით – ერთმანეთის პროვოკაციებზე ფეთქდებით.

თუკი ამას ძალით აკეთებთ – მაშინ თქვენი კეთილი მიზნები ტუალეტის ქაღალდზე გქონიათ დაწრილი, ხოლო თუ გაუცნობიერებლად ეკიდებით ერთმანეთს, ისე, რომ ვერ ხვდებით, რომ ერთმანეთზე კაიფობთ, მაშინ ქლიავები ხართ.

მალე კიდევ ერთი ყრმაწუილი ალაპარაკდება მინეტის რეკრეაციულ თვისებებზე.  თუ რაოდენ სასარგებლოა იგი პირის ღრუს მოვლისათვის, როგორ დადებითი ეფექტი მოაქვს ყბისა და ენის კუნთებისათვის. აგრეთვე გაირკვევა, რომ მინეტი ენაბლუებსაც შველით. წიგნის ფასი ხელმისაწვდომი იქნება სწორედ ამ და სხვა დეფექტის მქონე მკითხველთათვის, რომელნიც სიამოვნებით გაეცნობიან ჯერ წიგნის შიგთავსს, შემდეგ – წიგნში მოთხრობილისას.

ამას მოჰყვება ტელესიუჟეტები გოგონებსა და ბიჭებზე, რომლებიც მინეტის ტექნოლოგიებს კამერის წინ გაგვაცნობენ.

აააააააააააააააააააააააააააი ამაზე კი ავარდება მმკ და უგუნურ მწვალებლებს თავზე წყევლა-კრულვა-კურთხევის მეტეორიტებს დააცეცხლებს.

“ჩვენი უფლებები ირღვევა!”-ს ძახილით გამოქანდებიან ლიბერალი და თავისუფლებისმოყვარული დამცველები, დაიჭერენ პლაკატებს და განდის მოძმეთა ნებსითი სახეებით დაუხვდებიან მმკ-ელებისა და მისნაირების მოქნულ ხელ-კეტ-წიხლ-წყევლ-მუჭებს.

ატყდება მერამდენედ ატეხილი ჭიხვინი.

გაივსება ბლოგები დუჟმორეული პოსტებით.

ბევრი კაკუნისაგან გატყდება კლავიატურები – ახლის ყიდვამდე გაჩნდება ჩანაწერები ნევასტენნიკული სახელწოდებით FUCK YOU ALL!!!!

ამასობაში ქონებ-ფენაფენა-დალაგებული ოპოზიცია მორიგ შიმშილობით დიეტას წამოიწყებს სამშობლოსა და ერის სახელით და ვიქნებით ასე.

P.S.

- NATO?

- ციალასთანაა გასული, პატარა ხანს მეიცადეთ. მოვა ალბათ.

-EU?

-მაგას ასე დაახლოებით ზეგ ეცოდინება, რომელ წელს გაიმართება აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრა, რომ მომავალი 3 წლის განმავლობაში გაწეროს შემდეგი 4 წლის გეგმა და მერე თქვენან იქნება გულით და სულით. ახლა კი ზრდილობიანად გიხდით ბოდიშს, ტუალეტშია გასული.

-რწყევა?

-გაგიმართლათ, რწყევა აქ არის. წრიული რწყევა :green:

2012 ნუცუბიძეზე (ვიდეოპოსტი)

წინა პოსტში ჩემი სახლის სიახლოვეს მომხდარ ბუნებრივ შემთხვევაზე დავწერე.

ნახეთ, როგორია მდგომარეობა ახლა

2012 – უკვე ნუცუბიძეზე!

ალბათ, ეს სათაური მოუხდება იმ ამბავს, რომელიც ნუცუბიძის III პლატოზე, ჩემს საცხოვრებელთან შორიახლოს ხდება. რამდენიმე დღის წინ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა გასკდა და ზედა ფენა ასფალტიანად ჩავარდა.

Continue reading

Earth Hour უკვე საქართველოში!

60 წუთი დედამიწისათვის – "დედამიწის საათის" ლოგო

ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!

დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო  GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.

დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს :)

Continue reading