2 კვირაა, ეკონომიკის სამინისტროსგან საბუთს ვითხოვ და განცხადება ერთმა განყოფილებამ მეორეს შეს-ტენა, მეორემ მესამეს გადრ-უკვეხა, მესამემ – ჩემთან იყოსო და საბოლოოდ ჩემი ფეხები მივიღე.
უკვე 2 კვირაა, კომენტარებს ვეძებ კითხვებზე და რესპონდენტები გამირბიან (არადა არც ისეთი მხინჯი ვარ).
უკვე 2 კვირაა, ფეხები გადამტყდავდა სიცხეში კარდაკარ ოფისების მოძიებისა, თუმცა უშედეგოდ. გინდ, მისულხარ და გინდ მახათი გაგიყრია.
აქედან დასკვნა. დაგვიანებული, მაგრამ მაინც:


როგორც ამჩნევთ, ასეთი პოსტების წერას დაჩვეული არა ვარ, მაგრამ შემთხვევით შევიხედე არსებული თემის ფუნქციებში და ფერები შევცვალე. ვიფიქრე, რატომაც არა: შემოდგომაა და ზაფხულის ლაჟვარდოვანი (ჩემი საყვარელი) ფერები სეზონს არ ეხამება.