ეს პოსტი არ იქნება…

ეს პოსტი არ იქნება დიდი – მალე ახალი წელი მოვა…
ეს პოსტი არ იქნება ორიგინალური – ისევე, როგორც ბევრი მისი წინამორბედი…
ეს პოსტი არ იქნბა საზეიმო – ჩემს გულში მოზეიმე სიხარულს მაინც ვერ გამოხატავს…
ეს პოსტი არ იქნებ სევდიანი- ყოველთვის ვინანებ ძველ შეცდომებს, მაგრამ ახლა არა…
ეს პოსტი არ იქნება შემაჯამებელი – ჯერჯერობით არ ღირს განვლილი წლის “დაგუბება”, დაე, იდინოს…
ეს პოსტი არ იქნება რაღაცნაირი – ის უკვე არის რაღაცნაირი…
ეს პოსტი არ იქნება ნებაყოფლობითი – რაღაც მაიძულებს შინაგანად, რომ ხელი დავუქნიო იმ აწმყოს, რომელიც, რამდენიმე საათში წარსული იქნება…
ეს პოსტი არ იქნება რაიმეს დასასრული – ვიმედოვნებ, რაღაც ღირებულის დასაწყისი მაინც იქნება. ძალიან მჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, ჩემს ზენიტს მივაღწევ და ყველას გეტყვით, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც მიყვარხართ….
ეს პოსტი არ იქნება “გაზრდილი” - ჩემს ბავშვობას 2000-ნებისმიერ წელში წავიღებ და სულ თან ვატარებ…
ეს პოსტი არ იქნება …. რაღა დავწერო…
ეს პოსტი არ იქნება სამწერტილიანი – ხომ ხედავთ, უკვე აღარ არის :D

ყველას გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!

პროტესტი ყველას, ვისაც ეხება!

პროტესტი

არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ან მე დავჩლუნგდი, ან, ზოგადად, ცუდი პერიოდი გვიდგას, ან ყველა გაზარმაცდა. ჩემს წინა პოსტს, რომელზეც, მინიმუმ 5 განსხვავებული ადამიანის კომენტარს ველოდი, არის მხოლოდ 2. აქედან მეორე ჩემია, რისთვისაც მადლობას ვუხდი ტომუშკას.

რა იყო? გვეზარება ბლოგების კითხვა? არა, მე არაფერ შუაში ვარ. სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციაა. კომენტარების რაოდენობამ, რასაც მე ვაკვირდები, საერთო ჯამში, 10–ით მაინც იკლო. :|

აქვე არ შეიძლება, მადლობა არ გადავუხდო სოფიო გოლდენს, რომელიც ყველა ჩემთვის ნაცნობ ბლოგს გულდასმით კითხულობს, რაც მისსავე კომენტარებში გამოიხატება. ანუ მე ყველას არ ვერჩი. პრინციპში, კონკრეტულად არც არავის. უბრალოდ სიტუაცია გაუარესებისაკენ მიდის, ასე მგონია.

ამის მიზეზი კი, ვფიქრობ, ისე კითხვის დაზარებაა ანუ ბლოგერობის მოწყენა. არადა, ბლოგერობა მარტო საკუთარის წერა კი არა, სხისი ნახვა და შეფასებაცაა. რავი, მე კი აღვშფოთდი და მარტო მე თუ ვარ ასეთი, მაშინ გავგიჟებულვარ :|

დიდი მადლობა ყურადღებისთვის… თუკი ამ ხაზამდე მაინც ჩამოაღწიეთ :)