2012 წელი და მარტო სახლში

ჩემი ახალი, "მზა" ნაძვის ხე

შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!

Continue reading

ნაძვის ხე 55 ლარად (ვიდეოპოსტი)

ჩემი მამიდაშვილი კოსტა - არ შეიმჩნიოთ ;)

არც ისეთი ძვირი და ძვირფასია. სამაგიეროდ, ახალია და თან ზუსტად საჭირო ზომისა. 450 ნათურა, მესამე წელია, მშვენივრად მუშაობს. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. Continue reading

ქუთაისში ნორმალური ნაძვის ხე მაინცაა

არა, მაინც ვიღაცამ ხო მოიფიქრა

როცა თბილისის სახელმწიფო და წმ. გიორგის სახელობის ნაძვის ხეებს ვუყურებ, საქართველოს დაკარგული ტერიტორიები მახსენდება და ვრწმუნდები, რომ კარგა ხანს კიდევ არაფერი გვეშველება. ჩემდა გასაოცრად, ქუთაისი ამ საკითხში შესამჩნევად უსწრებს :უჰუუ: Continue reading

კიდევ ერთი მსხვერპლი და ერთი კითხვა

უთოვლო, სიგარეტის ნამწვიან, ძაღლთა ყაყიან, კაცთა დუჟიან და, აწ უკვე, ღვდშეკრული თბილისის ქუჩებს კიდევ ერთი სიმწვანე შემოადნა ხელში. საშინლი გრძნობა იყო: უყურებ და ვერაფრით შველი. არც ვინმე იკლავს თავს შეწუხებით. არც სახანძროს ჩამოუვლია და, ბედად, არც ვინმეს ჭიქაწყლიანს. იყო მიბმული და იწვოდა.

Continue reading

ამასობაში ხმალთევზამაც დაამთქნარა

ამასობაში ხმალთევზამაც დაამთქნარა და გვერდი იცვალა. მე კი დამრჩა ფეხზე გადადებული ფეხი, ზედ ყველის ნაჭერივით მოთავსებული ლეპტოპი ზედვე განკრეფილი თითის ფალანგებით და ცოტაოდენი დრო. როცა ხმალთევზები იძინებენ, ოკეანეში რამეგაყრილ თევზთა რაოდენობა საგრძნობლად კლებულობს. მხოლოდ თითოოროლა გოიმი თუ წამოეგება რომელიმე ანკესს. Continue reading

ვარიაციები თემაზე “ახალი წელი”

აქ შეიძლებოდა, სანტა კლაუსი ყოფილიყო, მაგრამ თვალს უხარია :)

ბოლო წლებია, ნამდვილად ვგრძნობ დროის აჩქარებას. ის-ის არის, ნაძვის ხე დავშალო და ჩავალაგო, რომ მისი აწყობის დრო დგება. თითქოს 3 თვის წინ დამეკეცოს ტოტები. სად გარბის დრო, ან რა მიარბენინებს, ან სიბერის არ ეშინია?

Continue reading

"რაღაცნაირი" მოგზაურობა ბათუმში (ფოტოკოლაჟი)

ეს “რაღაცნაირი” ზუსტად გამოხატავს მთელს ჩემს შთაბეჭდილებას, რომლითაც 2 იანვრის მოგზაურობა აღვწერე. იდეა კი თინის “რაღაცნაირი ბლოგიდან” წამოვიდა.

მას შემდეგ, რაც ბათუმი საახალწლოდ მაგრად გააპიარეს, სურვილი გამიჩნდა, მენახა და საკუთარი თვალით შემეფასებინა იქაურობა. როცა ახალ წელს ცნობილი საოპერო მომღერლები ბათქაბუთქის ფონზე მაინც მშვენივრად მღეროდნენ, მე, ყოველივე ამის ტელევიზორიდან შემყურეს, ნერვები მეშლებოდა მაყურებელთა პაკაზუხობაზე. იმაზე, რომ ბევრი “მსმენელი” მოდისა და ძაააააააააან სვეცკაობის გამო იყო გამოსული ევროპის მოედანზე. თუმცა, იმედი მაქვს, ამის შემდეგ მაინც შეიგნეს, რომ ოპერა და დისკოტეკა მთლად ერთი და იგივე არ არის. ამაზე მერე…

მოკლედ, მე, ირაკლი (ჩემი ძმა), კოსტა (მამიდაშვილი) და ბაკური (მამაჩემი) დავავადექით კი არა და დავაჯექით ბათუმის გზას. ჩვენი ჯიპი დანიშნულების ადგილზე 1,5 საათში ჩავიდა.

..და დაგვხვდა “რაღაცნაირი” ბათუმი: არც მზე იყო, არც ციოდა. პირიქით, თბილოდა. ვერც კი იგრძნობდი ზამთარს. ქალაქი მოღუშული და не в своем тарелке იყო: ამდენი ხალხი და ზღვისკენ არავინ იყურება. დღის 2 საათზე ჩასულებმა მცირე შემოვლის შემდეგ დაუფლებული უსაქმურობისაგან განსათავისუფლებლად ერთი საათით წავიძინეთ. მოკლედ, დანარჩენი იხილეთ ფოტოებზე ;)

ირაკლი, კოსტა და "ბატონი ბიუჯეტი" ანუ მამაჩემი

ესეც მე. უფრო სწორედ, ჩვენ

Continue reading

ხელოვნური ნაძვის ხეებიც ბერდებიან თურმე

ორიოდ ორიგინალური სათამაშო და, რა თქმა უნდა, ჩიჩილაკი. მაგრად მომწონს ეს ბუძგი ;)

როგორც იქნა, დავძლიე სიზარმაცე და ისევ მოვუჯექი კომპს….
ჩემ გარშემო ქუთაისია თავისი “ჩაკუნცხული” ბიჭებით, შავი ფერებით, გამტყლარწული ამინდებით, ორმოებიანი და წვიმის წყლით სავსე ქუჩებით, მუდამ სხვის ამბის მკითხველი ხალხით,… ამაზე მერე. ახლა დადებითზე ვისაუბრებ :)
ჩამოვედი თუ არა, რა თქმა უნდა, გემრიელად გამოვიძინე. ისე, რომ სულ მეძინება. ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესიებსაც დავესწარი და მაგრად დავიღალე. ბოლო 2 დღეა, რაც ნამდვილად ვისვენებ. შორს დარჩა ჩემი თბილისური სივიწროვე, ყოველდღიური ნერვიულობა, უძილო და ჩახუთული ღამეები, პატარა ბიძაშვილების ტირილი და წუწუნი…
სამაგიეროდ, აქ მშობლების გაასკეცებული მზრუნველობის ქვეშ ვარ. ზედმეტი რომ არაფერი ვარგა ხომ ისედაც ვიცოდი, მაგრამ რომ გამოცდი ადამიანი, მერე უკეთ გაიგებ. ჰოდა წარამარა მესმის: “ადიალა დაიფარე, რომ დაწვები!”, “კურტკა მოიცვი, რომ გახვალ!”, “ჩუსტები ჩაიცვი დროზე!”….
რას ვიზამთ: მეტი წასასვლელი მე არ მაქვს და თავის მოკვლასაც არ ვაპირებ ჯერჯერობით. ანუ ეგ ყოფილა ჩემი ბედიიი :P Continue reading

ფოტოკოლაჟი: მსოფლიოს ყველაზე მაგარი საშობაო ნაძვის ხეები

მოდის ახალი წელი, მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ცას ვერა და ვერ გავაბედინეთ თოვლის თუნდაც ერთი ფიფქი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აენთო წვრილ–წვრილი თვალისმომჭრელი განათება და, რა თქმა უნდა, დაიდგა ნაძვის ხე. ამ ფოტოკოლაჟში ყველაზე შთამბეჭდავ ნაძვის ხეებს მოვუყარე თავი. ზოგი მათგანი წლევანდელია, ზოგიც წინა წლების. დიზაინტერთა გაფორმება, გემოვნება და შეფასება თქვენთვის მომინდია ;)

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ნიუ იორკში, ტრადიციულად Rockefeller Center-ში ასეთ ფერებში გაწყობილ ნაძვის ხეს დგამენ. სწორედ ამ ადგილას აუსრულდება ყველასათვის საყვარელი ფილმის “მარტო სახლშის” გმირ კევინს საშობაო სურვილი.

Continue reading

"მაკნატუნას" ფიქრები

მანამ, სანამ ლალას II ნაწილს დავამთავრებ, ფანჯრისკენ გავიხედბი, რომელიც, თავის მხრივ, გარესამყაროსკენ იხედება. დავაკვირდები, ეგებ გაიმეტოს ზამთარმა თოვლის თუნდაც რამდენიმე ფიფქი.

არა… ჯერ ადრეაო.

არაუშავს. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე :) თავში რამდენიმე ფიქრმა წამომიქროლა: 21 წლის ვარ და გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური თარიღია. სადღაც ჯერ კიდევ მჯერა მაკნატუნასა და თოვლის ბაბუის (უფრო სანტა კლაუსის). ცხადია, ყველაფერი ეს ჰოლივუდური ფილმების ზეგავლენის შედეგია, მაგრამ ახალი წელი ხომ ფანტაზიისა და ბედნიერების დროა. ჰოდა, მეც ვიყო ბავშვივით ბედნიერი, არ შეიძლება? :)

ნაძვის ხე მაქვს საყიდელი. უფრო დიდი, განიერი (რა რითმა მიეწყო, არა?). აღარ მეტევა სათამაშოები. ბრჭყვიალა წვიმებს საერთოდ აღარ ვუკეთებ, თორემ მერე აღარაფერი ჩანს. საახალწლო მაღაზიებში რომ შევდივარ, თვალის ქუთუთოები აღარ რეაგირებენ და არც პირიდან გადმოგდებულ ენას სცვენია ვინმესი. ჰო, ნაძვისხის დიზაინზეც უნდა დავფიქრდე.

ქუთაისში რომ ჩავალ, მე და ჩემი ძმა ირაკლი გამოვიტანთ ძველ პარკებს, ყუთებს. შევამოწმებთ ნათურებს და ხელოვნურ ნაძვის ხეზე მათი თახვევით დავიწყებთ. ძალიან მიყვარს ნათურები. ნაძვის ხეზე 500 ცალი მაინც უნდა ენთოს. ვერ ვიტან ვერც ერთ ბნელ, გაუნათებელ ადგილს. შემდეგ გირლიანდების ჯერია: ორი სახის გირლიანდი მაქვს, ვარსკვლავებიანი და ინსტრუმენტებიანი. მერე მოდის სათამაშოები. აი, აქ იწყება ნოსტალგიის ამოფრქვევა. ყველა ძველ, თუნდაც გაქერცლილ მინის სათამაშოს ვკიდებ. ისინი ჩემი ხნისანი არიან, ჩემხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ. აბა, მათ როგორ გამოვტოვებ? დიდ და “ბუხულია” ბურთებს სულ ქვედა ტოტებზე დავკიდებთ და მათს ზომას სიმაღლის მიხედვით შევამცირებთ. ნაძვის ხეს კი წვეროვანი სათამაშოთი დავაგვირგვინებთ.

მორჩენილი ნათურებით, ბრჭყვიალებითა და წვიმებით სახლის რამდენიმე ოთახსაც მოვრთავთ. მიკვირს, რატომ არ უყვართ ზოგიერთებს ასეთი რამეების კეთება? ამის ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს. მე კი მიხარია, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში ჩემს შვილიშვილებთან ერთად ზუსტად ისეთივე შემართებით მოვრთავ ნაძვის ხეს, როგორც ახლა ;)