
ავტორისეული
იგი მაგია. თეთრთმიანი შავით მოსილი მაგი. მაღალი და არასტანდარტული, ძალიან მოხდენილი ფრაკით. პედანტი ჯადოქარი. მისი სახელის გამოცხადებიდან რამდენიმე წამის განმავლობაში თავში უამრავმა აზრმა გამიელვა, თუ როგორია დმიტრი ხვოროსტოვსკი სინამდვილეში. რა სიმაღლისაა, როგორ მოძრაობს, რა ჟესტიკულაციას იყენებს, როგორ ურთიერთობს მაყურებელთან. იუთუბში ასჯერ ნანახი მაინც სიყალბედ მეჩვენება და ამასობაში პედანტი ჯადოქარი სცენაზეა. Continue reading

წინამდებარე პოსტი შეიცავს საუბრებს ოპერაზე, საოპერო მუსიკასა და მსგავს უცენზურო თემებზე. ადმინისტრაცია გირჩევთ: თუკი აღნიშნული კონტენტის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოძრავებთ, პირველივე დაწკაპუნებით გაეცალეთ აქაურობას. 



ასეა, ასე…
როდესაც ცხოვრება მორიგ ამბერკოტს გითავაზებს და მსაჯის 8-ზე ფეხზე ძლივს წამოდგები, უნებლიედ იწყებ ლოდინს. ლოდინს მორიგი დარტყმისას, რომელიც აუცილებლად ნოკაუტი იქნება. გაოფლილი და დაბრეცილი ახლა კონსერვის ქილას ჰგავხარ. აღარც ძალა გაქვს, აღარც სურვილი, აღარც ხასიათი. არც პროჟექტორები გიჭყიტებს და არც მაყურებელთა ღრიალი ჩაგესმის. ცდილობ, შეეგუო, რომ შემდეგი დარტყმის მერე აღარ გემახსოვრება არც ნიშადურის სპირტი და არც გაუთავებელი შემოლაწუნებები ისედაც დალეწილ სახეში. შინაგანად ემზადები ძილისათვის. 