გეცნობათ ეს გამოხედვა, თვალების ეს მოხაზულობა? ეს ქალწულის თვალებია. ყველაზე ძლევამოსილი ქალწულისა, რომელიც ისტორიას ინგლისზე დაქორწინებული დედოფლის სახელით შემორჩა. Continue reading
Tag Archives: მეფე
სან-სუსი – მქრქალი ვერსალი

მისგან მალე არაფერი დარჩება. მოჩვენებები, რომლებიც გატყავებულ კედლებში ჯერ კიდევ ცხოვრობენ, მალე უსახლკაროდ დაიწყებენ ხეტიალს. ერთხელაც მზე ამოვა და სხივები, როგორც იქნა, იქაურობას მახინჯ ჩრდილს არ მიახატავენ.
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
სასახლე, რომელიც თავისი სილამაზით თურმე ვერსალს უტოლდებოდა, დღეს მისი მქრქალი აჩრდილია. აჩრდილებით დასახლებული აჩრდილი.
ფოტომოგზაურობა გელათსა და მოწამეთაში (ნაწილი I)
4 დღით ქობულეთში გახლდით და აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ბათუმიც შევათვალიერე, მაგრამ ნამდვილად არ გადავრეულვარ და აღვფრთოვანებულვარ. მხოლოდ ამ ორ ადამიანთან ერთად ვიყავი კარგ ხასიათზე და მალე ისინიც წავიდნენ. ეგ იყო და ეგ.
მორჩა, ახლა საქმეს მივხედოთ.
დასი – ჩემი ნახევრადწარსული
მიუხედავად იმისა, რომ აზროვნებისათვის საკმაოდ ღამეა, ამ პოსტს მაინც შემართებით ვწერ, რადგანაც პოსტმა სიგარეტის მოწევაზე 34 კომენტარი გამოიწვია. ახლა იცით, რაზე უნდა გამბოთ?
კი, ეს დასია – ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი ნათელი წერტილი. იმიტომ, რომ მე ოცნების ნაწილი სწორედ აქ ავისრულე. ბაშვობაში ბევრჯერ მიოცნებია მეფობაზე, კეისრობაზე. მიოცნებია, ვმდგარიყავი სცენაზე და მეთამაშა რომელიმე ტრაგიკული პერსონაჟი. ყოველივე ეს კი მესამე კურსზე ამიხდა, როცა თსუ–ს დასში მოვხვდი. მაშინ მაგრად ვბლატაობდი, არიქა, მიხვდნენ ჩემს ნიჭს, შემამჩნიეს და ამყვანეს–თქო… ახლა მეცინება. თუნდაც იმაზე, რომ ჩემ გარდა კიდევ ბევრი ამბობდა იმავეს :D მოკლედ, ყველაფერი რეპეტიციებიდან დაიწყო. დანიშნულების ადგილი – “თეატრი სხვენი”! Continue reading
ZURRIUSS – კეისარიუს
ადრეც მქონდა, მგონი, დაწერილი, რომ ბავშვობაში ტრაგიკული როლების თამაში მიყვარდა. ზეწარს ან “ადიალას” ან რაიმე მსგავსს შემოვიხვევდი და მოსასხამიც მზად იყო. ტელეფონის კაბელის ფერადი სინებისაგან კი ბეჭდებს, გვირგვინს და სხვადასხვა სამკაულებს ვაკეთებდი. ძალიან მიყვარდა შოლტები და მათრახები (ზოროსა და ბეტმენის ზეგავლენა). ვინაიდან ჩემს თანატოლებს შორის ყველაზე უფროსი მე ვიყავი, ჩემს “სამეფოში” ვეპატიჟებოდი. სამეფოში, რომელშიც არ იყო ჩხუბი, ბოროტება და განუკითხაობა. ამ სამეფოში ბავშვები ერთად უყურებდნენ ვიდეოფილმებს, ერთად ჭამდნენ, ხატავდნენ და თამაშობდნენ ინტელექტუალურ თამაშებს …და ერთად ებრძოდნენ “მტერს”, რომლისგანაც მხოლოდ ფერადი სინების მარაგი სურდათ. “მტერი” უკანა ქუჩაში ცხოვრობდა და რამდენიმე “მსუბუქად შეიარაღებულ” ბიჭს წარმოადგენდა. …მაგრამ ვის უნდა გაებედა რაიმე ფიროსმანის ქუჩის ძლევამოსილი მეფისათვის?!…![]()
ხშირად იმარჯვებდა, ზოგჯერ კი მარცხდებოდა. ეს იმიტომ, რომ სამეფოში შინააშლილობა იჩენდა ხოლმე თავს. რამდენიმე არაინტელექტუალი აბუნტდებოდა და მეფეს განუდგებოდა. სცენარის თანახმად, მეფე ყოველნაირად ცდილობდა მათს გადმობირებას, მაგრამ მოღალატეებისაგან სასიკვდილო დარტყმას იღებდა და, იულიუსივით გაყიდული, უსულოდ ენარცხებოდა ძირს. ![]()
…ჰოი, ბავშვობავ! კარგი დრო იყო (შეიძლება, არც იყო, მაგრამ მე მშვენივრად მახსენდება). დღესაც გავიხსენე ბავშვობა და, ჩემი ძმის დახმარებით, ფოტოსესია მოვაწყვე. იმედია, გამიგებთ, როგორ მიყვარს ისტორია, რომი, სიძველეები და… ბავშვობა.


