მეტი რაღა გაგიმარტივოთ! (ნაწილი III)

ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რომ ადამიანებს მოსწონთ ცნობილ ადამიანთა ქმედებები, ნაშრომები, მაგრამ ვერ ცნობენ მათ. ნება მიბოძეთ, გიწოდოთ უგუნურები, რადგან მხოლოდ ადამიანთა ნაწარმოებების ცოდნა და მათი ვიზუალურად ვერცნობა ვერ არის მაინცდამაინც კარგი საქმე.

გთხოვთ, ნუ შემომედავებით ამ საკითხზე კომენტაებში. მე ასე გადავწყვიტე და არც ერთ საწინააღმდეგო მტკიცებას არ მივიღებ. ჩემი მოგონილი არ არის, რომ თვალი ადამიანის სულის სარკეა. ჰოდა კეთილინებეთ და ეგებ მიხვდეთ, ვინ ვინ არის. სენქიუ :green: Continue reading

თვალები გასცემენ (II)

ეს ის დროა, როცა უმეტესობას ეზარება ვრცელი, ღრმად შინა-არსიანი /(c) დოინ.ჯ(ვ)ი/ პოსტების კითხვა. ზოგს ბლოგმა გული მოუსუყა, ზოგს დასაპოსტად საჭირო რაოდენობიზ დაგრუზულობა ვერ დაუგროვებია, ჩემნაირები კი მიზანმიმართულად პო-სტვნა-ვენ, რათა მეტი კომენტარი მოაგროვონ.

ვიცი, რომ ბავშვობაა კომენტარებზე ნადირობა, მაგრამ ჩემი მიზანი ამწუთას ეგ არი და თუკი შევიცვლი, პირველები ამას თქვენ გაიგებთ :) ისე, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი მიზანი მაქვს, მაგრამ, როგორც გითხარით, ჩემი მიზნების გაგებით დიდად არც თქვენ დაინტერესდებით და არც მე მაქვს სურვილი, კლასიფიკაცია გავუკეთო მათ.

ასე რომ, ისევ თვალები გამოვიცნოთ. პირადად მე, ცნობილი სახეების მოკროპვისას მათს გამოხედვაში ერთი საერთო აღმოვაჩინე. ყველა მათგანი მიზანსწრაფულია. მთლიანი პორტრეტი ხშირად ჩრდილავს ამ განწყობას, მაგრამ საკმარისია, აიღო მხოლოდ თვალები და იქ უკვე ყველაფერი ნათელია. ეს ჩემი მინიაღმოჩენა, რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვრცელდება.

Continue reading

თვალები გასცემენ (I)

პორტრეტებს ადამიანთა გამოხედვით ვიმახსოვრებ. მაგალითად, მარია კალასის დაახლოებით 3000 ფოტო მაქვს და უმრავლესობა მისი გამოხედვისა და ემოციის წყალობით მაქვს დამახსოვრებული. ამბობენ, სათაურში მოცემული დებულება უტყუარიაო. ჰოდა, თუ ასეა, მითხარით, ვჰუ იზ ვჰუ? ;)

P.S. პასუხებში მარჩიელობა არ დაიწყოთ – “აუ ეს ესააა?” – მაგარი ადვილი გამოცანა გამომივიდა. ასე რომ, 24 საათში პასუხებს დავდებ.

Continue reading