აქამდე მეც თქვენსავით მეგონა, რომ ოპერატორი ჟურნალისტი არ იყო. TV reporting-ის კურსება კი დამარწმუნა, რომ ოპერატორიც, ტექსტის მწერალიც (ჩვენ რომ ჟურნალისტს ვეძახით) და მემონტაჟეც ერთსა და იმავე ტვირთს ეწევა.

აქამდე მეც თქვენსავით მეგონა, რომ ოპერატორი ჟურნალისტი არ იყო. TV reporting-ის კურსება კი დამარწმუნა, რომ ოპერატორიც, ტექსტის მწერალიც (ჩვენ რომ ჟურნალისტს ვეძახით) და მემონტაჟეც ერთსა და იმავე ტვირთს ეწევა.

დას ისთ უნ თეგ-თამაშენ გამოგონებასცფიშთ კნუთენ უნდ დათაგვინ დას გიჟმაჟაინენ. დაჰ ვაილაპაღაქუნ დე აინ მაღაზმაინენ, ღუმელ’იც ისთ უნ ზუფეღ ფოფულაღ ენ ზის ფახენ ხალხნენ.
…და მაინც არსებობს ამ ქვეყანაზე მინიმუმ ერთი საოცრება, რომელსაც მე ეგვიპტური ღვთაებრივი ძროხის სახით გამოვსახავდი.

by Landish.Ge
მიუხედავად აყალმაყალისა, გაუგებრობისა და აზრთა სხვადასხვაობისა…
მიუხედავად უ-ზღვაში-ბანაობისა და გადატვირთული გრაფიკისა…
მიუხედავად, რაც თავში არ მომდის, ყველაფრისა…
დავიღალე? არაჰ, ეგრე ადვილად არ/ვერ ვიღლები. ზაფხული მოვა თუ არა, ენერგიის მოზღვავებას ვგრძნობ. არც კუნთები მაყრია და არც არანაირ სპორტში მივლია. უბრალოდ, არ ვიღლები. იყო დრო, როცა ფეხის განძრევა მეზარებოდა და დამჯდარი/დაწოლილი ვჭამდი. აი, ეს დრო იყო:


მეგონა, ეს დღე დამქანცველი და უჟმური იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არჩევნების გაშუქება დამქანცველი და ძალიან ძალიან INTERESANTE გამოდგა. ყველაფერი უნდა გა/გადა/გამო/გადმო-თვალო, შე/გადა-ამოწმო და ეს ყველაფერი დედლაინებამდე მოასწრო. დედლაინი ჟურნალისტის 2012-ია!
GIPA-ში არჩევნებზე რადიოსიუჟეტის მომზადება დამევალა. მე და ანიმ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის ადამიანების აზრი გავიგეთ ამ დღესთან დაკავშირებით. სიუჟეტი რადიო GIPA-ს ეთერით გადაიცა. Continue reading
დღე იყო, ოდეს მზე მწუელი გარდაშორდა ცისა ტახტსა და იწყო სლვად დასავლეთით, მიახლოებად ძილისა კარიბჭისა.
არაფერი მინდოდა, გარდა დაკარგვისა და პატარა, ლამაზი სახლების ლაბირინთებში სიარულისა. მინდოდა, გამეგო, რამდენად დავშორდი მარტოობას. სამიოდ წლის წინ თავდაჯერებულად ვაცხადებდი, რომ მარტო ვარ. დღეს რომ ეს ვთქვა, ჯერ ჩემი სინდისის ნარჩენები არ გამიშვებს და მერე მეგობართა ჯგრო. დღეს ჩემს მიტოვებულ მარტოობას ჩავხედე თვალებში.
სადღაც 5 იქნებოდა, რომ ილუსტრაციის ხატვა დავასრულე და გეზი ქართლის დედისკენ ავიღე. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხებით.
ბოლოდან დავიწყებ: ეს მე ვარ, პარსიფალს თუ ზიგმუნდს ვასახიერებ და ვხვდები, რომ თავი მაქვს დასაბანი.

ჩეჩმა - ჩემს ფონზე
ყოფილხართ აფრიკაში?
აი, მე კი ერთ-ერთი მინიოცნება ავიხდინე და თბილისის ეს მხარეც მოვიარე. ჯიპაში დაგვავალეს, უმცირესობებისგან ინტერვიუ აიღეთო და ჩვენმა ჯგუფმა ბოშები არჩია. 3 გოგოთი შეიარაღებული გავემართე ამ მიყრუებული ადგილის აღმოსაჩენად.
წინა პოსტში ჩემი სახლის სიახლოვეს მომხდარ ბუნებრივ შემთხვევაზე დავწერე.
ნახეთ, როგორია მდგომარეობა ახლა
ალბათ, ეს სათაური მოუხდება იმ ამბავს, რომელიც ნუცუბიძის III პლატოზე, ჩემს საცხოვრებელთან შორიახლოს ხდება. რამდენიმე დღის წინ სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწა გასკდა და ზედა ფენა ასფალტიანად ჩავარდა.

მოკლედ, ვისაც გაინტერესებთ, რა აქცია მოეწყო 2010 წლის 17 აპრილს, ნახეთ ეს ვიდეოები ![]()