რატომ არ არის ქუთაისში ზღვა?

რატომ არ არის ქუთაისში ზღვა? აქ ხომ ყველაფერია იმისთვის, რომ კეთილმა ზღვამ გაიხსენოს დინოზავრების ეპოქა და გული მოუბრუნდეს საჩვენოსკენ.

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ქუთაისში მზე ისე ლამაზად ჩადის, როგორც ზღვის ჰორიზონტს მიღმა.

ღრუბლებიც ზუსტად ისე ფერადდება, როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქარავანი.

აქაც ისეთივე პალმებია, როგორებიც ბათუმის ბულვარში, მაგრამ მის ბოლოს ზღვა იზმორება, აქ კი – მეზობლის ჭიშკარი. არადა, რომ არ იცოდე, რომ ქუთაისში ზღვა ა(ღა)რ არის, ერთი წუთით მოგელანდება კიდეც.

ქუთაისიც ხომ ისეთივე სირისტიანია, როგორც აჭარა… მაგრამ ზღვას მაინც აჭარა ურჩევნია.

ონკანში წყალი აქ დღეგამოშვებით მოდის. რა მოხდება, დანარჩენ დღეებში ზღვამ რომ იდინოს.

ქუთაისში ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს… თუმცა ქარს ზღვა უკვე დიდი ხანია, არ მოუტანია.

აქ ზუსტად ისეთი აივნიანი და ორსართულიანი სახლებია, როგორიც აჭარაში… თუმცა, თუ თვალები არ დახუჭე, აივნიდან ზღვას ვერ დაინახავ.

აქ მთავარი ქუჩაც კი ზღვას გასცქერის… უბრალოდ, ახლა სარემონტო სამუშაოებია და მას დროებით დასახლებული ადგილის ბანერი ჩამოაფარეს.

ახლა კი დაიძინეთ. ტკბილად იძინეთ. ლოყით გამთბარი ბალიში გადააბრუნეთ და სახე გრილ ზედაპირში ჩარგეთ. გჯეროდეთ და ზღვა აუცილებლად მოვა.

დავით აღმაშენებელი მოედნის ზედამხედველობიდან გამზირის ზედამხედველად გადაიყვანეს

კაცმა რომ თქვას, ეს ჩვენი ხელის(და არა მხოლოდ ხელის)უფლება ყველაფერში დამნაშავე კი არ არის. ხანდახან, უნებურად მაინც, გამოსდის ნორმალური და ადეკვატურობასთან მიახლოებული გადაწყვეტილებები. საქმე ისევ ძეგლო-მანიას, -ფილიას თუ -ფობიას შეეხება, რომელიც, ამჯერად, ქუთაისში განხორციელდა. ახლა იგი თავისი სახელობის გამზირს 100-საფეხურიანი კიბეებიდან გადმოჰყურებს.

Continue reading

ჩაქვი

ვისაც ეს სახელი პრიველად გესმით, ამიერიდან იცოდეთ, რომ სანამ ბათუმამდე მიხვალთ, ჯერ დაბა ჩაქვი უნდა გაიაროთ, რომელსაც ბავშვობაში “ჩარკვს” ვეძახდი (ეგ არაფერი, ქობულეთი საზღვარგაერეთ მეგონა). ადგილი, რომელსაც ბუნებამ საჩუქრად სიმშვიდე უბოძა. პირველი ადგილი, სადაც მე ზღვაზე “დარჩენით” წავედი და ზაფხულის ყველაზე საჩემო 3 დღე გავატარე.

Continue reading

დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად?

დასვენებას ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით აღვიქვამდი, როცა ისვენებ ერთფეროვანი და გადატვირთული ცხოვრებისაგან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს დასვენებასა და გართობას ერთმანეთში ურევენ, თითქოს სინონიმები იყოს. თუ ვამბობ, რომ ზღვაზე დასასვენებლად მივდივარ, რატომ უნდა ნიშნავდეს ეს დისკოთეკებს და ყირაზე გადასვლას? განა ეს დასვენებაა? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის სხეული ასეთ ვითარებაში ბიოლოგიურად ვერ ისვენებს. ჰოდა, ვინც ზღვაზე “საძიგძიგოდ” მიდის, ბარემ თქვას, გასართობად მივდივარო და სიტყვა “დასვენება” მართლა დაღლილ ხალხს დაგვიტოვოს.

ასე რომ, ამიერიდან გირჩევთ, დააზუსტოთ ხოლმე, დასასვენებლად მიდიხართ თუ გასართობად. ეს იმიტომ, რომ დასასვენებლად წასულები დასვენებულები და დამშვიდებულები ბრუნდებიან, გასართობად წასულები კი – დაღლილები და მთელი წელი ნერვებზე ათხრილები არიან :)

ზა-გარი ზა გარამი!

(აქ რაიმე გოგოშკური დიალოგი უნდა ყოფილიყო, სადაც ორი სოფლელკა “თინჩო” და “ანჩო” ერთმანეთს თავიანთი “მთისა” და ზღვის” ზაგარის შესახებ ემატრაკვეცებიან და ბოლოს, სახურავისა და თბილისის ზღვის ზაგარი რომ აღმოაჩნდებათ).

ზაგარი – ქართულ “გარუჯვას” ისევ მტრის ენიდან ნასესხები (და ჯერ კიდევ ჩაუსესხებელი) ეს სიტყვა მირჩევნია. “გარუჯვა” ჩემთვის დალურჯებასა და დაჟეჟილობასთან ასოცირდება, ხოლო ინგლისურ “sunbath” ჯერ ფეხი არ მოუკიდებია ჩვენში. როგორც უნდა იყოს, მზის აბაზანის მიღება (თუ ჩრდილში წამოწვები, ჩრდილის აბაზანა გექნება?) ნელ-ნელა საშიში ხდება და მალე, ალბათ, ბუნებრივი ძუძუ-ტაკოებით მოგვიწევს დაკმაყოფილება. Continue reading

ჩემი 23-ე საახალწლო პოსტი

ავტაპორტრეტ :)

ყოველი წლის ამ დროს მაინც ჯიუტად მგონია, რომ იქნებ კაცობრიობა შეცდა (თორემ აქამდე არ შემცდარა) და კალენდარის გამოანგარიშებაში შეცდომა დაუშვა? იქნებ 20 ივლისი დღეს უკვე სხვა დღე ჰგონიათ და ნამდვილი 20 ივლისი კარგა ხნის წინათ დაიკარგა? როგორც უნდა იყოს, ზუსტად (თუ არაზუსტად) 23 წლის წინ გაგრის #1 საავადმყოფოში ჩემი საათი ჩაირთო, რომლის წიკწიკი ნელ-ნელა გაუთავებელ ყვირილად გადაიქცა და ახლა ბევრს აწუხებს :)

Continue reading

რატომ უნდა დაალაიქოთ

მას შემდეგ, რაც ხელში ფუნჯი ავიღე, ყოველთვის მეშინოდა ხატვის. არასდროს ისე შებოჭილი არ ვარ, როგორც ფუნჯით ხატვის დროს, რადგან მინახავს ათასობით შედევრი, რომელიც შექმნილა ფუნჯით. მინახავს მხატვრები, ხელის რამდენიმე ოსტატური მოსმით უკვე დასრულებულ ნახატს რომ ქმნიდნენ… და, ყოველივე ამის შემდეგ, მე უნდა გამებედა და დამეხატა? რა ვქნა, ძალიან მინდოდა და დავხატე. ახლა იმას მაინც აგიხსნით, რატომ ღირს ჩემი ნახატის დალაიქება და მერე თქვენ გადაწყვიტეთ, რამდენად ემთხვევა ჩემი “თავის მართლება” ჩემსავე ქმნილს.

Continue reading

ჩემი სასმელი წყალი მზეა

ზაფხულის გაუსაძლისი სიცხე მომენატრა. როცა მცხელა, მგონია, რომ ყოველთვის რაღაც მახურავს/მაცვია, რომელიც მიცავს. მიცავს სიცივისაგან და, შესაბამისად, გაციებისაგან. Continue reading

მოაის ფიქრები

გაიღვიძეთ, თენდება!

Continue reading

წამომყევით წყლის სამეფოში

ცხელა. გარეთ ჰაერი დუღს, ფილტვებში – ალვეოლები.

ამიტომაც არის, რომ მიყვარს ზაფხული. ბუნების ნათელი უკიდურესობა.  დრო, როცა შენი სხეულის 80 % ვერ ისვენებს, ბორგავს, ფეთქავს, ბუყბუყებს. ეს წყალია!

ზაფხულის ადუღებული და გაოფლილი ჰაერი ყოველთვის მირჩევნია ზამთრის სიცივით გაჭედილ ცხვირს, წაყინულ ხელისა და ფეხის თითებსა და აცრემლებულ თვალებს. რაც უნდა იყოს, ზაფხული დასვენების, გართობისა და ბევრი ბევრი ნაყინის დროა. დრო, როცა მაღლა აიხედავ და, გულამღვრეული ღრუბლების ნაცვლად, ცის უკიდეგანო ოკეანეს დაინახავ.

ხოლ ვისთვისაც ზაფხული მაინც მდუღარე ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, წამომყვეს წყლის სამეფოში…

Continue reading