ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.
What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.
What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.
What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.
What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა