
Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
ვერ წარმომედგინა, ამ დღის მილოცვა თუ დამავიწყდებოდა. იმიტომ, რომ მილოცვის არც ისე დიდი სურვილი მქონდა.

ადამიანისაგან ყველაფერია მოსალოდნელი – ესეც საკუთარი თავის გამართლება.
დღეს, მეგონა, მზის სხივები მოაორთქლავდნენ ფანჯრის მინებზე. მეგონა, ქუთუთოებგადანათებულს გამეღვიძებოდა და, თვალების გახელისას, D ვიტამინის უზღვავ რაოდენობას მივიღებდი.
…ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ერთი და იმავე ტუალეტის პერმანენტულად სარგებლობისას. მიახტები კომპს და მაინც ვერ აცნობიერებ, რომ დღეს დედაშენის დაბადების დღეა. ვერც იმას ხვები, რომ დღეს ყველა დედის დაბადების დღეა.
ძნელია იმის გაანალიზება, თუ როგორ იცვლება მილოცვა “ყველა დედას!” – “ყველას დედაც!” მილოცვით.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა ვთვრებით.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა ვიგინებით.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როცა მის ზოგად სახელს ვისვირინგებთ.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც სხვისას ორალურად ვხმარობთ.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც რაიმეს დაბეჯითებით ვამტკიცებთ.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც ნერვები გვეშლება.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც გვტკივა.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც გვცივა.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა – როდესაც ვტკენთ, თუნდაც მას.
ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა!
ვისაც სინდისი არ ქენჯნის, მიულოცოს ყველა დედას მათი დღე