ესენიღა დარჩნენ

National Geographic-ს ვათვალიერებდი, როცა ასეთ ამბავს წავაწყდი: “Rarest of the Rare” Species Named

ანუ ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა რაოდენობა კლებას განაგრძობს და ახალი ჯიშები არიან გადაშენების პირას. იშვიათი ჯიშის იშვიათი წარმომადგენლები იღუპებიან.

კუნძულის ნაცრისფერი მელია აშშ-ის ტერიტორიაზეა გავრცელებული. თუმცა, რაღა გავრცელებული. მელიის ეს სახეობა 1000-ზე ნაკლებიღა შემორჩა.

Continue reading

ანხელის ჩანჩქერი – ყველაზე მაღალი წყალვარდნილი

ტეპუის ტყეში წვიმს. წყალს მიწიდან ამოტანილი გაციებული ორთქლი ემატება. აუატეპუის პლატოს ერთ-ერთ-ერთი ნაპრალიდან გაბმული შრიალის ხმა ისმის. ხევიდან სინათლის სხივები ირეკლება, თითქოს კვარცის კედლებში ალმასის კრისტალებს მოეყაროს თავი. შხუილის ხმა უფრო იმატებს, ძლიერდება და მელოდიური ხდება. წყალი გაივლის მიხვეულ-მოხვეულ ნაპრალებს და…. უსასრულო სივრცეში ჩაიორთქლება…

Continue reading

იგუასუ – დედა ჩანჩქერი

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ლეგენდის თანახმად ღმერთს მშვენიერ აბორიგენ ნაიპი უყვარდა და მასზე დაქორწინება გადაეწყვიტა.  როცა ლამაზმანმა ეს გაიგო, მოკვდავ მიჯნურ ტარობასთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. შეყვარებულები მდინარე იგუასუს ინებაში კანოეთი შეცურდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მდინარე უამრავ ჩანჩქერად დაანაწევრა და შეყვარებულები მუდმივი ვარდნით დაწყევლა…

მდინარე იგუასუ ამაზონის ერთ-ერთი მსხვილი განშტოებაა, რომელიც ბრაზილია-არგენტინის საზღვარზე გაუვალ ჯუნგლებში მიიკლაკნება. კონკისტადორი ალვარ ნუნიეს კაბესა დე ვაკა პირველი კონკისტადორი იყო, რომელმაც ჩანჩქერი აღმოაჩინა.  XIX საუკუნეში იგი ხელახლა აღმოაჩინეს. იგუასუს ჩანჩქერს დღეს იუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ფონდი იცავს.

Continue reading

Earth Hour უკვე საქართველოში!

60 წუთი დედამიწისათვის – "დედამიწის საათის" ლოგო

ჰმ… აქედან უნდა დამეწყო. ვინც ჩემს პოსტებს ხშირად ეცნობით, გეცოდინებათ, რომ გლობალური დათბობის საფრთხეზე ხშირად ვწერ. ერთ-ერთი ამის ხელისშემშლელი ფართომასშტაბიანი პროექტი არის Earth Hour დაფუძნდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მიერ. როგორც წინა პოსტში ვთქვი, ყოველივე ეს ამცირებს ენერგიის გამოყოფას და, შესაბამისად, დედამიწის კლიმატიც რაღაც პროცენტით ნაკლებად შეიცვლება უარესობისაკენ. პირველად ეს ღონისძიება სიდნეიში ჩატარდა 2007 წელს, 2010-ში კი უკვე 121 სახელმწიფო იღებს მასში მონაწილეობას. რაც ყველაზე ძალიან მიხარია, საქართველოც ერთვება ამ წამოწყებაში!

დღეს, 27 მარტს, საღამოს 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე უკვე საქართველოშიც ჩაქრება ნაგებობები და ამით ჩვენი ქვეყანა შეუერთდება Earth Hour 2010-ს. როგორც საინფორმაციო სააგენტო  GHN.Ge წერს, აღნიშნულ დროს გამოირთვება თბილისის სატელევიზიო ანძის გარე ელექტროგანათება და თბილისის ძველი მერიის შენობა. მიმდინარეობს მოლაპარაკება მერიის ახალი შენობის ჩაქრობაზეც. ინიციატივას ასევე შეუერთდნენ სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია” (ალბათ, ეგენი ოთახებში სინათლეს თუ ჩააქრობენ) და “ეიჩ-ეს-ბი-სი ბანკი” (HSBC Bank Georgia) – ამ ბანკის შესახებაც არაფერი ვიცი.

დღეს მოვისმინე მოსაზრებები, რომ საქართველო იმდენ ხანს იყო უკუნეთში, რომ დედამიწის წინაშე მინიმუმ 10 წლის ვალი აქვს მოხდილიო, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა. მთავარია, დადგე მათ გვერდით და ერთ საქმეში მიიღო წვლილი. მერე რა, რომ მათზე მეტი გამოცდილება გაქვს (აი, რით ვჯობივართ ევროპას და ამერიკას!). შენც ადექი, გაიხსენე და გაუზიარე უშუქობისდროინდელი შთაბეჭდილებები სხვებს :)

Continue reading

Earth Hour (ფოტოკოლაჟი)

ვინც ჩემი ფეისბუკელი მეგობარი ხართ, ალბათ წაიკითხავდით ჩემს გუშინდელ სტატუსს:

სხვდასხვა რჩევა-მოსაზრება დაიწერა ამასთან დაკავშირებით. სვითი მეუბნება, რომ კომერციული პოსტები უნდა ვწერო, რადგან ასეთი ბლოგები ქართულ სივრცეში ცოტაა. ვეთანხმები, მაგრამ მაგასაც დრო და ტვინის განძრევა უნდა. ზოგს უნდა, რომ zurriuss-ის თამასა შევინარჩუნო და ურჩევნია, პოსტების სიხშირე შევამცირო. ლილიანმა კი მირჩია, ყველაფერ იმაზე დამეწერა, რისი დროც მქონდა და რისიც – არა. ამ დავიდარაბაში….

თავში დამკრა, რომ არსებობს “ფოტოკოლაჟი”, რომელიც ერთგვარ ოქროს შუალედს შეასრულებს. ცოტა დროც სჭირდება და საინტერესოცაა.

თანაც კარგად მახსოვს, ერთ-ერთი ფოტოკოლაჟი რამდენმა მომიწონა. ამასთან ერთად, ჩემი ყოველდღიურობის შესახებაც დავწერ. პოსტებს draft-ებში შევინახავ და ასე გამოვიზოგებ. მოკლედ, რამეს ვიზამ :green:

ახლა კი “დედამიწის საათი” ანუ Earth Hour, რომელის გლობალური დათბობის შეჩერების ხელშესაწყობდ იმართება. პროექტის ყველა წევრ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობებს ერთი საათით აქრობენ, რითაც დიდი ენერგია იზოგება. ყოველ წელს ახალ-ახალი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს, მსგავსი აქცია თავისთანაც ჩატარდეს. მუდამ განათებული ადგილების ჩაბნელების იდეა იმდენად საინტერესო გამოდგა, რომ ამ სანახაობას მნახველებიც არ აკლია.

ჰონ კონგი Earth Hour–მდე

ჰონ კონგი Earth Hour–ის დროს

Continue reading

ლურჯი ვეშაპი – ყველაზე დიდი მარტოსული

ოთხიოდე წლის წინ ამ პოსტის წერას, ალბათ, ასე დავიწყებდი: ამქვეყნდად ყველა დიდი მარტოსულია. ყველაზე დიდიც მარტოსულია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სულაც არა ვარ, მათთან სიახლოვეს მაინც ვგრძნობ. მეც ხომ მარტოსული ვარ…

blue-whale-nicklen-xlახლა კი  თემას უფრო რეალისტური ფოკუსიდან შევხედავ. დედამიწაზე სიცოცხლე რამდენიმე მილიარდი წელია არსებობს. მიუხედავად ამისა, არ არსებულა იმაზე დიდი ცოცხალი არსება, ვიდრე ლურჯი ვეშაპია. ეს არც თუ ისე უცნობი სახელია. ნებისმიერ ენციკლოპედიაში წერია ამ გიგანტის შესახებ, მაგრამ მოსალოდნელზე ცოტა. ამის ერთ–ერთი მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ მათზე ნადირობა, ვიდრე მათით დავინტერესდებოდით. დაახლოებით 20 წლის წინ ოკეანეებში 300 ათასი ლურჯი ვეშაპი დაცურავდა, დღესდღეობით კი მისი თითქმის 3%–ღა შემორჩა. Continue reading

HOME – ჩვენი მაზუთიანი სახლი

5358მაგარია ბუნება, არა?

ერთ–ერთი ტყის პირას, “ქერო პიკნიკი ქვია იმიზა”, თეთრი შესტოი აჩერებს. ორი ღიპიანი მამაკაცი თავისი ცოლ–შვილით გადმოდის (როგორ ეტეოდნენ შიგნით). მიიხედ–მოიხედეს: აქეთ დაყრილი ბოთლების გროვა, იქით – ცელოფნები და ხელსახოცები. “ამის დამყრელის დედატყ!…” – ღვარძლიანად და მართალი კაცის იერით წარმოთქვა ოჯახის უფროსმა. იქეიფეს, სამშობლოს სადღეგრძელოები სვეს. წასვლის დრო მოვიდა. თეთრი შესტოი დაიძრა, საკვები კუჭებში გადანაწილდა. ნაგავი ბუნებას დარჩა. “სადაც სხვამ დაყარა, ჩვენსას რა უჭირს. მოვა ვინმე უპატრონო და წაიღებს”…

ვინ მოვა ან ვინ მოსულა?

ბუნების მიერ მილიონობით წლის ნაგროვებ ენერგიასა და რესურსებს ადამიანმა 100 წელიწადში მოუღო ბოლო. მგონი, ყველანი სადო-მაზო-სუიციდომანიით ვართ დაავადებულნი და მოგვწონს, როგორ ვანახშირორჟანგებთ სასუნთქ ჟანგბადს, ვამჟავებთ სასმელ წყალს და ვიწამლავთ სხეულს ჩვენივე ქმედებებით.
პირადად მე, არ მინდა ვიყო იმ შენელებული მოქმედების ბომბის ნაწილი, რომელსაც მავნე კაცობრიობა ჰქვია :|

გადმოწერეთ  ეს ფილმი და ერთად დავფიქრდეთ, რას ვერჩით ჩვენს თავს, რას ვერჩით ჩვენს პლანეტას. კიდევ ერთხელ, გადმოწერეთ!

კიდევ ერთი ფოტოკოლაჟი იმ ადგილებისა, რომლის განადგურებაც ნელ-ნელა დაიწყო ან მომავალში ემუქრება.

იდეალური ბალანსი

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

დედამიწა რომ რომ მაგარი რამეა, ამაზე სკოლაშიც გვასწავლიდნენ პლასტმასის გლობუსის მეშვეობით. დედამიწა რომ იდეალური რამეა, ამას უფრო გვიან მივხვდი. იდეალურად გაწონასწორებული ბურთი კოსმოსში. ნამდვილად არ მსურს, ვიყო პათეტიკური. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ. ეს გრძნობა კი BBC-ის დოკუმენტური ფილმების ციკლის, “Planet Earth”-ის მეშვეობით დამეუფლა.

ჩვენი დროის ამ წუთებამდე ადამიანები ვქმნით უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ძეგლებს, შესანიშნავ ხელოვნების ნიმუშებს, მსოფლიო ქსელს, ვამყარებთ კავშირს ერთმანეთთან, ვაახლოებთ ერებს, ვშლით საზღვრებსა და განსხვავებებს…

ადამიანები ვცდილობთ, რაღაც საყრდენი შევქმნათ, რის მეშვეობითაც ვიარსებებთ. ამდენ ფიქრსა და ცდაში გვავიწყდება, რომ საყრდენი დიდი ხანია შექმნილი გვაქვს და რომ მას 5 მილიარდი წლის გამოცდილება აქვს. ეს დედამიწაა, რომლის მარაგსაც ზოგჯერ გააზრებულად, ზოგჯერ კი გაუაზრებლად ვხარჯავთ. ჩვენ გვინდა, შევქმნათ სიცოცხლის ახალი ჯაჭვი, მაგრამ არ გამოგვდის, იმიტომ, ჩვენ ფეხქვეშ დედამიწაა ანუ ჩვენ უკვე დიდი ხნის წინათ შექმნილი ჯაჭვის ერთი რგოლი ვართ. ყველაზე პრეტენზიული რგოლი.

დედამიწაზე არაფერია ისე იდეალურად გაწონასწორებული და, ამავდროულად, მარად ცოცხალი, როგორც თავად დედამიწა. ავიღოთ, თუნდაც გეოსფერო: დედამიწა დაყოფილია შვიდ უდიდეს გეოლოგიურ ფენად, რომელიც პლანეტას გარედან აკრავს და რომელსაც ჩვენ ნიადაგს ვეძახით. ეს ფენები მარადიულ მოძრაობაშია ერთმანეთთან და ყველა მათგანი ნელ-ნელა დედამიწის სიღრმისკენ მიცოცავს. გამოდის, რომ დედამიწის ქერქი, ადრე თუ გვიან, გაქრება? არა. ქერქის ახალი ფენა ასევე ნელ-ნელა და თანაბრად იზრდება დედამიწის სიღრმიდან. ეს კი ვულკანების ამოფრქვევის საფუძველზე ხდება. მთელი გარე შრე დედამიწისა, ვულკანური წარმონაქმნით არის დაფარული. თურმე მთებიცა და, ზოგადად, მიწაც ცოცხალია და ისიც სადღაც მიისწრაფის.

წყალი… ალბათ, ამით უნდა დამეწყო. დედამიწაც და წყალიც იმავე მოდელს იმეორებენ: წარმოიქმნებიან, გარდაიქმნებიან და ისევ წარმოიქმნებიან. ბუნებრივი ბალანსი ნარჩუნდება არქტიკული და ანტარქტიკული ყინულის საფუძველზე. გოლფსტრიმის თბილი დინება კი ოკეანეში წყლის ტემპერატურასა და მიმოქცევას არეგულირებს. წყალი ორთქლდება და რაც მოსდის, ყველამ ვიცით. ძალიან ბევრი მინდა დავწერო, მაგრამ სწავლებაში არ მინდა ჩამომერთვას.

ცხოველთა სამყაროსაც მოკლედ შევეხები: პლანქტონი გასაოცარი სისწრაფით მრავლდება. იგი ისეთი პატარაა, რომ ერთი ცალი პლანქტონის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან ერთად, პლანქტონი იმდენად საოცარია, რომ მისი კოლონა კოსმოსიდანაც ჩანს. ამ პლანქტონით იკვებებიან თევზები და სხვადასხვა არამტაცებელი არსებები. მათ კი მტაცებლები ჭამენ. ეს მტაცებლები კი, დასუსტებისას ან უფრო მცირე მტაცებლების მსხვერპლნი ხვდებიან, ან ოკეანის ფსკერზე ილექებიან, სადაც მათ ასევე მიირთმევენ იქაური ბინადრები. დარჩენილი ნივთიერებები ათასი ბაქტერიისა და უმცირესი ზომის არსებების საკვებია. ისინი კი, თავის მხრივ, უფრო დიდი არსებების საკვებს წარმოადგენენ…

ასეა ხმელეთზეც: თუ კალია ფოთლებს ჭამს, ფრინველები კალიებს ჭამენ, ფრინველების ექსკრემენტები კი ისევ ფოთლებს ეხმარება გაზრდაში…

ადამიანი? რა სარგებლობა მოაქვს ადამიანს სხვისთვის? რა სიკეთე მოაქვს ადამიანსს იმ იდეალური ბალანსისათვის, რასაც დედამიწა ჰქვია? მისი გაძღომით რამე სასიკეთო ხდება? ან მისი ექსკრემენტია სასარგებლო რაიმისათვის? ერთადერთი, რითაც ადამიანს სარგებლის მოტანა შეუძლია, ეს მისი შრომის უნარია.

ყველა არსება, თავისი ყოფითა და სიცოცხლით, ერთ-ერთი უმნიშვნელო ელემენტია იდეალური ბალანსის პროცესში, ანუ დედამიწის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. ადამიანს კი სულაც არ სჭირდება, მოკვდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ცოცხალ ადამიანს გაცილებით მეტი სასიკეთო შეუძლია გააკეთოს ჩვენი პლანეტისათვის. მოდით, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა. იმიტომ, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ვერც ერთი არმატურის ცათამბრჯენი ვერ შეედრება ბუნების მიერ შექმნილ ცოცხალ მთათა სისტემას. ვერც ერთი შადრევანი ვერ ინქება ისეთი შთამბეჭდავი და სიცოცხლისმოყვარული, როგორც ნებისმიერი ჩანჩქერი. ვერც ერთი ადამიანის მიერ შექმნილი რობოტი ვერ იქნება ისეთი მოაზროვნე, როგორც ბუნების მიერ შექმნილი ადამიანი…

მოკლედ, გვიყვარდეს ჩვენი პლანეტა!

ესეც ჩვენი პლანეტა