ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

Continue reading

სოციალური დამთხვევების კრებული ანუ მიხარია

იცით, როგორ ვგრძნობ თავს? წინაღობებზე მხტომარესავით. “ბეგ ს პრეპიადსტვაიმი” რომ ქვია, ის. აქეთ სტატია, იქით ჯიპა, აქეთ სოციალური მედია, იქით ძილი და ნორმალური ცხოვრება. მიუხედავად ამისა, ჯერ არ ავჭრილვარ (მეტი რაღა უნდა მომივიდეს) და ღიმილის უნარიც შემრჩა (მგონი, ასაერთოდ გაღიმებული დავდივარ).

წინა კვირას, როგორც იქნა, ამისრულდა ორი რამ: 1. ვერ წავედი ბლოგერების ექსკურსიაზე და 2. სოციალური მედიის კარგა ხნის წინ დაგეგმილ ტრეინინგზე ამოვყავი თავი. პირველ პუნქტთან ბოდიშს მოვიხდი და მეორეს მიმოვიხილავ.

Continue reading

ოპინიონმეიკერი

2008-ში, როდესაც პირველი ბლოგი გავაკეთე, ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ჩემი აზრი ჩემთვის უცნობი ადამიანებისთვისაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა. ორი წელი გავიდა ამ ამბიდან და ვხვდები, რომ საკუთარ სურვილებს მკითხველების მოთხოვნას ვუთანხმებ და ისე ვპოსტავ. ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ოპინიონმეიკერად გადავიქეცი.

Continue reading

ვხარობთ ბუნების წიაღში ანუ მანგლისი 2010

ოდეს უგუნურთ წამოსვლაი არარა უნდოდეთ, ანუ ეზარებოდეთ, ანუ ეჭირვებოდეთ, გინა ემაზინტალებოდეთ და არრა რა ეიმედებოდეთ, აჩუენენით მათ საგმირონი სლვანი და თავგარდასავალნი თქუენნი, რათა გულნი მათნი აღივსონ ნდომად წამოსლვისა და სინანულად წინარე ექსკურსიის გამაზვისა — ძველი შუმერული ანდაზა

ყაყაჩოსთან მოსაუბრეო :)

ფოტოსთვის დიიიდი მადლობა ლეონსიოს

Continue reading

სოციალური ინოვაციების ბანაკი – რაღაც საკაიფო მეჩვენა!

ოდეს კაცი დღესა შინა ორსა პოსტს დადებდეს, საქმე სერიოზულად იქნებოდესო – ნათქვამი არს Zurriuss-ის მიერ! :)

მოკლედ, რა ხდება: ეს არის ყველა კრეატიული და სოციალურად აქტიური ადამიანების საქმე. ჯიპას წყალობით ეს ინფორმაცია მოვიპოვე და ახლა თქვენ გიზიარებთ. მგონი, მაგარი რამეა. მე ისღა დამრჩენია, ჩემი იდეების გენერაცია მოვახდინო და ჩავუჯდე ამ საკითხს. აგერ ინფორმაცია უცვლელი სახით და აბა ჰე ;)

თუ თქვენ საქმიანობაში და საერთოდ, ცხოვრებაში, გხვდებათ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის მნიშნველოვანი პრობლემები, რომელთა მოგვარება ვებტექნოლოგიების მეშვეობით არის შესაძლებელი, მიიღეთ მონაწილეობა სოციალური ინოვაციის ბანაკში, 8-10 აპრილს.
სოციალური ინოვაციების ბანაკის მიზანია, ერთად შეკრიბოს ის ადამიანები, ვისაც აქვს სოციალური პრობლემების ცოდნა და ისინი, ვისაც აქვს ვებტექნოლოგიების ცოდნა. 8-10 აპრილს თქვენ გეყოლებათ თანამოაზრე ვებპროგრამისტები, ვებდიზაინერები, მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტები, რომლებიც თქვენთან ერთად 48 საათის განმავლობაში იდეის განხორციელებაში დაგეხმარებიან. მაგალითისათვის თქვენი იდეა შესაძლოა ეხებოდეს ადამიანის უფლებების დაცვას, არჩევნების მონიტორინგს, მუნიციპალურ მომსახურებას, განათლების საკითხებს, ჯანდაცვის სამსახურებს და საზოგადეოებისათვის აქტუალურ ნებისმიერ სხვა სფეროსა და საკითხს.
მანამდე კი რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროთ :

  • 31 მარტამდე მოგვაწოდეთ თქვენი იდეა ამ ბმულზე არსებული ფორმის მეშვეობით: http://sic-caucasus.net/submit-idea/
  • საერთაშორისო ჟიური განიხილავს და შეარჩევს ექვს იდეას და 5 აპრილს შეგატყობინებთ პასუხს.
  • ნურაფერს დაგეგმავთ 8-10 აპრილს, თუ თქვენი იდეა შეირჩა, შემოგვიერთდით ბანაკში, იმუშავეთ თქვენ ჯგუფთან ერთად და წარადგინეთ ნამუშევარი ჟიურის და „სოციალური მედია – სოციალური ცვლილებისთვის“ კონფერენციის მონაწილეთა წინაშე.
  • Continue reading

Zurriuss 1წლისაა!

Ave Zurriuss!

ასე და ამგვარად, დღეს ჩემს ბლოგს დაბადების დღე აქვს. ყოველთვის მინდოდა, ისეთ დროს მქონოდა დაბადების დღე, როცა არავინ დასასვენებლად არ იქნებოდა და ყველას ეცლებოდა ჩემთან მოსასვლელად. რეალურ ცხოვრებაში თუ არა (20 ივლისს ვარ დაბადებული), ბლოგოსფეროში მაინც ამიხდა.

ძალიან ბევრია სათქმელი, ძალიან ბევრია დასაწერი… და ძალიან ცოტა დროა. როგორ მინდა, მალე მოვილიო რამდენიმე სტატია და საქმე და ვპოსტო და ვპოსტო!… თვითკრიტიკა მკარნახობს, რომ ბოლო დროს ჩემი პოსტების ხარისხი დადაბლდა – ესეც გამოსასწორებელი მაქვს.

სკანდალური პოსტების წერა ჩემი საქმე არ არის. პრინციპში, არც დამიწერია. უბრალოდ, როცა რაღაცას აკრიტკებ, სკანდალურად აღიქვამენ :)

როგორც ვფიქრობ, ბლოგის შინაარსი არანაირად არ შეიცვლება: იქნება ბევრი ფოტო, პატარა და მოზრდილი პოსტები. აუდიო და ვიზუალური ეფექტებიც ასევე ხშირად გამოჩნდება. ვეცდები, თემატიკაც არ შევიცვალო.

ერთი შეხედვით, ჩემი ბლოგი არათემატურია. მაგრამ მგონი, ჩემი ხშირი პოსტვით ბუნებაზე, ოპერაზე და უცნობ ადგილებზე, რაღაც გარკვეულ თემატიკას ქმნის ;)

მეტს აღარ გავაგრძელებ (ჯიპა–ში მაგვიანდება) და წარმოგიდგენთ ჩემს პირველ პოსტს, რომელიც შარშან, ზუსტად ამ დღეს – 4 თებერვალს დავწერე და თურმე 26 აპრილს ჩამისწორებია :) გადაავლეთ თვალი და შთაბეჭდილებები მითხარით. მითხარით ყველაფერი, რისი თქმაც აქამდე გეზარებოდათ. თუ უკვე ნათქვამი გაქვთ, გამიმეორეთ, რომ დავიმახსოვრო!

მოკლედ, დაბადების დღე ჩემთვის ჩვეულებრივი დღეა და ძალიან ლოიალური იუბილარი ვარ :) :) :)

ზოგს მალე მობეზრდება

კითხვები??? კითხვები??? კითხვები???

ბლოგები

ბლოგერები

მოდა

ჯერ odnoklassniki.ru იყო, რომელმაც 2 წელიწადს ძალიან მაგრად იმუშავა და ზენიტში იყო. ახლა Facebook ლიდერობს და ყველა აქ არის. მერე რა, რომ ზოგი აზრზე არ არის, თუ რა უნდა აქ. სხვა ხომ არის? ე.ი. თვითონაც უნდა იყოს. ამ სოც. ქსელისა არაფერი გამეგებოდა და თურმე ორჯერ დავრეგისრტირებულვარ სხვადასხვა მეილით. ის მეორე Zura Balanchivadze ახლაც ისეა მიგდებული.

ყველაფერი იწყება – ყველაფერი მთავრდება. ეს გარდაუვალია. უბრალოდ, გააჩნია, რამდენად გრძელი იქნება მათ შორის მოთავსებული დეფისი შენთვის. ზოგს მალე მობეზრდება ბლოგი.

ვინც მოდისათვის დაიწყო წერა, იგი მოდის გამო დაანებებს. გავა დრო და ნახავს, რომ მთელი ბლოგი სულ ტყუილად უწერია. წყალში გადაუყრია თითის ფალანგებზე მიმაგრებული მყესების გამალებული ვიბრირება კლავიატურის მიმართულებით და მის საწინააღმდეგოდ.

ზოგიც იმიტომ დაანებებს თავს, რომ სხვა ეგონა და სხვაგან მოხვდა. იმავე საქმიანობას კი სხვანაირად გამოხატავს და სხვა წყაროებით.

ზოგი სიყვარულს დაკარგავს და მერე რა დროს ბლოგია. ახლა გლოვისა და ჩოლკის შეჭრის დროა.

ზოგს ის გააღიზიანებს, რომ პოსტებზე მხოლოდ თავისი კომენტარები დევს და ვერ მიმხვდარა ამის მიზეზი, რომ მრავალმუხლიანი უსტარებია.

ზოგს მალე მობეზრდება წერა. გამოელევა ბარბები, პაკემონები, კევები, პომადები, მანიკურები, პუდრები და რუმიანები. რაღაზე დაწერს, როცა ყველა დათუნია, კურდღელი და ციყვი აღწერა და ისიც გაგვიმხილა, თუ რა თანმიმდევრობით იწვენს ლოგინში.

ისეთებიც დაანებებენ წერას თავს, რომლებიც ზედმეტად დეპრესიულები არიან და მათ მიერ მოქნეულ მრავალწერტილთა ჯაჭვების აზრს ყველა ვერ ჩაწვდება. ასეთები ცხოვრებაში კიდევ ერთ იმედგაცრუებას იპოვიან და რუდუნებით, ცრემლით შეინახავენ მთრთოლვარე ტკივილს თავიანთი ტვინის ხვეულების ყველაზე ფარულ ადგილებში. ბლოგის გარდაცვალებას ისინი იმას დაუკავშირებენ, რომ ვერავინ უგებს მათ.

ზოგიც დაწერს, რომ პაუზას აიღებს და აუცილებლად დაბრუნდება. მის ამ სიტყვებს კი ვებ მტვერი მოედება და ასეთად დარჩება, ვიდრე ბლოგის სისტება თვითონ არ გაუკეთებს ლიკვიდაციას.

ვინ იქნება შემდეგი, ამას ედვარდ ენიგმას მწვანე ფერის კითხვის ნიშნების ნისლი აკრავს.

საათი წიკწიკებს და ნელ–ნელა ენაგადმოგდებულ თავის ქალას ემსგავსება.

უთვისებო ბლოგერები მოდიან რწმუნდებიან და მიდიან.

P.S. მიყვარს მწვანე, შხამიანი ფერია ;)

ჩემი პირველი ვიდეოპოსტი

რომ იცოდეთ, რამდენი ვიწვალე… :D ჯერ YouTube-დან ვეცადე, მაგრამ რაღაც არ გმოვიდა. მეც რამდენჯერმე გავჭედე. მერე მობილურიდან ავტვირთე. აქ ვიზუალური ხარისხი უკეთესია, მაგრამ ხმა არის მოგუდული… ნუ, მოკლედ, რაც არის ეს არის. აჰა და დამსეტყვეთ ;)

God Bless Us Everyone

სწორედ ამ სიტყვებით მინდა, მოგილოცოთ 2010 წელი. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, ჯანმრთელობა და ჩვენ-ჩვენი ბლოგების წარმატება. რაც უნდა იყოს, ჩვენ მაინც ერთი გუნდი ვართ და წარმატებისკენ ერთნაირად მივისწრაფით.
ღმერთმა ქნას და ყველას ჩვენი სურვილების 99 პროცენტი აგვსრულებოდეს. ნუ 51 მაინც, რომ წელიწადი შემდგარად გამოვაცხადოთ.
ჩემი თითოეული დღე იწყება და მთავრდება მუსიკით. ამ ახალ წელს ტრავიატას ჰანგებზე შევეგებე და ძალიან ძალიან მაგარ განწყობაზე გახლავართ. 2010 წლის პირველ პოსტსაც, გადაჭარბების გარეშე, ამაღლებული გრძნობით ვწერ. მინდა, ჩემი მხიარულება თქვენც გადმოგედოთ და ფხიზელი თუ ნაბახუსევი ხასიათი გაგიბედნიეროთ. მგონი, ძალიან ბევრიც არ მინდა :)
კიდევ და კიდევ, გილოცავთ ამ ჯადოსნურ დღესასწაულს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმ საზეიმო სიმღერის სათაურს, რომელსაც ჩემი საყვარელი ანდრეა ბოჩელი ასრულებს:

God Bless Us Everyone!..