Macaulay Culkin – იძულებითი ბავშვის ისტორია

ცისფერთვალება კეთილი ბიჭუნა, რომლის ოდნავ დამფრთხალი გამოხედვისას, ალბათ, ყველას ეს მუსიკა მოაგონდება

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

მიუხედავად ფანების “მცდელობისა” და პრესის სკანდალებისა, იგი მაინც გაიზარდა. სულ ცოტა ხნის წინ, 26 აგვისტოს, კევინ მაკალისტერი 30 წლის გახდა. უკვე შორსაა გაუთავებელი სასამართლო პროცესები, ისევე, როგორც დიდება. 9 წლის ბიჭი, რომელიც უშეღავათოდ ლამაზი, საყვარელი, გამჭრიახი და სასაცილო იყო, მილიონებს “იწონიდა”. დღეს კი მაკოლეი კალკინი მეორეხარისხოვან როლებს სჯერდება და, ძველ დროსთან შედარებით, “წარმატებულს” ნამდვილად ვერ  უწოდებთ.

Continue reading

ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია

ამ დღის შესახებ იმ დროიდან ვიცოდი, რაც 2010 წლის კალენდარი ვიყიდე. სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთებამდე აღარც მახსოვდა. თავში უცებ დამკრა, როგორც ხდება ხოლმე, და წავედი. ნაწარმოებს ტრადიციულად “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია” ერქვა.

მივედი დანიშნულების ადგილას – მარტო ვარ. არადა, სწორად მივედი. არადა დასწრება თავისუფალია. მაშინ, სად არის ხალხი? სად არის ბრბო, რომელიც ხელიდან არ უშვებს შანსს, მუსიკის ნებისმიერ შენელებულ ადგილას ტაში დასცხოს? ისევ მარტო ვზივარ წვიმისაგან შეხორკლილ შიფერიან სახლის სახურავზე.

მივიხედ-მოვიხედე, სულიერის ჭაჭანება არაა. მხოლოდ აღმოსავლეთიდან მობერილი თბილი სული დასრიალებს ჩემს ტანსაცმელში. ჯანდაბას ყველა! ყველანი დანევროზებულები არიან. თუ არც უნდათ, იყვნენ ოფლიან სახლებში თვალის სითხის ამოშრობამდე მიაშტერდნენ მონიტორებს! ჩვენ კი საქმეს მივხედოთ.

როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ჩემი სამეზობლოს ყველაზე მაღალ წერტილზე მჯდომიც კი მარტო ვარ. მეზობლები მიეჩვივნენ ჩემს სახურავზე ბოდიალს.

დირიჟორი დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას გაჩნდა. სავარაუდოდ სრულიად ცარიელი დარბაზი (რადგან ჩემი გადმოსახედიდან არავინ ჩანდა) არ შეიმჩნია და, ეტიკეტისამებრ, ხელით ანიშნა ორკესტრსა და გუნდს, ფეხზე ამდგარიყო.

დაიწყო “ზაფხულის უკანასკნელი სიმფონია”.

Continue reading

ფოტოგასეირნება მოწამეთაში (წინა პოსტის გაგრძელება)

მეგონა, თავი დავაღწიეთ პაპანაქებას, მაგრამ არა. ჯიუტად არა. ჰოდა ნურც!

“ათასჯერ მირჩევნია, ზაფხულში სიცხეზე ვიწუწუნო, ვიდრე თოვლზე” – იტყოდა ცხონებული მე. დავეთანხმები და წინა პოსტის გაგრძელებას მოგითხრობთ.

მაშინ, როცა უმრავლეს გოგონათა ფეხები სხვადასხვა ფირმათა ლოსიონებით იყო გალაქული და საჯდომის მიმართულებით აკვინტრიშებული, სამი თავ(გა)დადებული ახალგაზრდა გელათიდან მოწამეთასაკენ ფეხით მიეშურებოდა.

ცხელოდა. ო, მამააა, როგორ ცხელოდა! ფეხით სიარულით დავიღალეთ, გელათიდან წამოღებული წყალიც გვითავდებოდა. ამ კეთილმა ტყემალმა გადაგვარჩინა ცოტათი

Continue reading

ქუთ-აი!-სური ამბები (ვთვლი, რომ საინტერესო ნაწილი II)

რამდენი რამ მოხდა დღეს თუ ეს უბრალოდ გარემოს გამოცვლის ამბავია? აი, რას ნიშნავს ბევრი თავისუფალი დრო. დღიურომანია მეწყება. ჰოდა ყველაფერს თანმიმდევრობით მოვყვები.

ასე გამოვიყურებოდი უმხურვალესი ღამით სანახევროდ უძინარინარი, სანამ დღევანდელი დღე დაიწყებოდა. გაუპარსავი ფეხების ნაცვლად მე გიხდით ბოდიშს :)

Continue reading

ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

სამწუხაროდ, არც პეტრარკას ვიცნობდი ეგრე კარგად და არც ასლან აბაშიძეს, რომ მათზე დავწერო. ასე რომ, ზურია, მოდი აქ.

… ჩემი პასუხია “ჰმ, მერე რა?”

გავკეთილდი? სახელი მომემატა თუ ქონება? არც ტენორის საოცნებო ხმას ამოუხეთქავს ჩემში. აჰა და ვინმემ მითხრას კიდევ, საოცრებები ხდებაო. არადა, რაც მე მაგათი მჯეროდა… Continue reading

0-ების წაკითხვა ანუ ჩემი პერსონალური ანბანი

არ იფიქროთ, რომ მეტი საქმე არ მქონდა. VII კლასისშიც ისეთი დაღლილი და მაინც ემოციურ-ენერგიული ვიყავი, როგორც ახლა. ამასთან ერთად, უფრო დაბალი მსუქანი და სწავლაზე მოტივირებული. პრინციპში, სხვა შემთხვევაში სახლში კარგი დღე არ მელოდა. სკოლაში ჩემი წარუმატებლობის ფორმულა ასე გამოიყურებოდა:

2 + მასწავლებლის საყვედური = ქამრის ტკლაცუნს ყველა შესაძლო მიმართულებით

Continue reading

ფოტოეიფორია

მანგლისში მოგზაურობამ ძველი საკუთარი თავი გამახსენა. ეს ის დროა, როდესაც უნივერსიტეტში ახალი მოწყობილი ვარ და აკვარელითა და ზეთიანებით ხატვაზე თავი კარგა ხანია ხელი მაქვს დანებებული.

ყოველ დღე ვაკვირდებოდი ცვლილებებს სახეზე: ცხვირი უფრო დიდდებოდა და გვერდით იხრებოდა, თვალებიც წვრილდებოდა, პირისახე – გრძელდებოდა, გამონაყარი ნელ-ნელა  უფერულდებოდა, წვერი უფრო ხშირად, ღერები კი უფრო ახლო-ახლო ამოდიოდა. ამას სახიათის ცვლილებებიც დაემატა, გაქრა იმფანტილიზმი, ოცნებებით აზროვნება, გამოგონილი სამყაროს პრიორიტეტი რეალურზე და ჩემი სამწერლობო კარიერა.

იმ მოგზაურობამ კი ყოველივე ეს დროებით დამიბრუნა. შემახსენა, თუ რა მახარებდა, რა მახალისებდა, რა მადარდიანებდა და, საერთოდ, რაზე როგორი რეაქცია მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ისევ ის აუტანელი ზურა ვიყავი, ფოტოებმა მაინც ძველი სახე მიჩვენეს.

ფოტოეიფორია ნოსტალგიას მივაწერე. ვიცი, რომ იმ საკუთარ თავთან სიბერემდე არ დავბრუნდები, ხოლო როცა ძვირადღირებული და მოგზაურობისაგან კუთხეებგაცრეცილი ჩემოდნებით მივადგები, ისევე თბილად შემხვდება, როგორც მე ვხვდებოდი ყოველგვარს სულიერს.

მითხრეს, არასტანდარტული სახის ნაკვთები გაქვსო - მიხარია, რომ ასეა

Continue reading

“კალეიდოსკოპი”

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

ბლოგინგი რამდენიმე წლით ადრე რომ დამეწყო…

(სტილი დაცულია)

…მედუზას მზის სხივებით გაჟღენთილი საცეცებიდან – ტაჯ–მაჰალის გუმბათის სილუეტში… შადრევანის სიცოცხლისფერი, ხმურინი წვეთებიდან – ლუვრის სარკეებიან დარბაზში… დამსხვრეული თეფშიდან – აია სოფიას მოზაიკში… ისტორიიდან – კრისტალურ უსასრულობაში… ერთი განზომილებიდან – მეათასეში…

Continue reading

ნახვრეტიანი ნასკი და “ტიტანიკი”

Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.

წესით და რიგით შუაღამისას უნდა გაგეხსნას კაცს გონება და შობო რაღაც მშვენიალური…

ვერ მოგართვით: ჩემ ირგვლივ სიბნელეა. მარცხენა ხელთან ბუშტუკებით გაჯერებული ბოთლით წყალი მიდგას. მარჯვნივ – საათი, პლეერი, გასაღები, საფულე, შტეკერები და შტეფან ცვაიგის “კაზანოვა”.

თვალები – ჩაწითლებული, როგორც სათვალის მიერ ცხვირზე დატოვებული კვალი.

ტვინი – გამოფიტული… მაგრამ რა დროს დაწოლაა, ჩარრრრრრთლახი საქმე თავისას ითხოვს.

Continue reading

90-იანები, თმის ჟელე და მივიწყებული ჰიტები

მანამ, სანამ ლანდიშა გამოჯანმრთელდება და დომენის ასაღებად წავალთ, რამდენიმე წუთით საკუთარ თავში გამონათებულ დიდი ვერაფერ შვილ აზრს პოსტად ვაქცევ. ნოსტალგიამ მეხსიერებას მოუკიდა და ძველი ამბები თვალებში შემომაბოლა…

რა ბედნიერი იყო 90-იანი წლები ჩემთვის… იმიტომ, რომ გაჭირვება არ მახსოვს. იმიტომ არ მახსოვს, რომ ბავშვი ვიყავი და ყველაფერ ცუდს ჩემს წარმოსახვით იმპერიაში ვემალებოდი. ან ვემალებოდი, ან ვერ ვგებულობდი. ვცხოვრობდი ”ტიტანიკში”. ეს გემი ისე მიყვარდა, რომ ზოგჯერ სახლის აივნიდან აისბერგს მოვკრავდი თვალს, რომელიც ჩემს ლაინერს უახლოვდებოდა და ჩაძირვას უქადდა. გავვარდებოდი უკანა ეზოში და ვითომ მუშებსა და მატროსებს ვუყვიროდი ”გემი დაატორმუზეთ მეთქი!”

რაოდენ სანატრელი და ღადო იყო პერიოდი, როდესაც თმის ჟელეთი ჩოლკების დაყენება მაგარ მოდად… წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ დიაგონალზე გადავარცხნილი… ”ჩამოყრილი ჩოლკები”, ”ზღარბი ჩოლკები”… :) მეც მქონდა ერთი ასეთი და თავზე იმდენს ვისვამდი, რომ ტაფის ჩარტყმასაც ვერ გავიგებდი. აბა, ჩემს ჯაგარს ცოტა არ ეყოფოდა. ჰოდა დავდიოდით ეგრე მე და ჩემი მეზობლები.

Continue reading