ზოგადად, როგორია ახალი წელი, არა აქვს მნიშვნელობა, ძველი თუ ახალი? მინიმუმ ასეთი:

თუმცა, როცა კაცს არ გიმართლებს, ძველით ახალი წელი ასეთი გექნება:

სიმარტოვეს ყველაზე მეტად სიბნელეში განიცდი, როცა გარშემო მხოლოდ შენი წარმოსახვაა. Continue reading
ზოგადად, როგორია ახალი წელი, არა აქვს მნიშვნელობა, ძველი თუ ახალი? მინიმუმ ასეთი:

თუმცა, როცა კაცს არ გიმართლებს, ძველით ახალი წელი ასეთი გექნება:

სიმარტოვეს ყველაზე მეტად სიბნელეში განიცდი, როცა გარშემო მხოლოდ შენი წარმოსახვაა. Continue reading

ამ ახალ წელს კიდევ ერხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვივით მიყვარს ეს დღესასწაული და რომ, ალბათ, ასე იქნება მუდამ. მთავარია, 1-2 ყლუპი საშობაო მუსიკა, კარგ რამეებზე ფიქრი და ოცნება.
ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს ჩემთვის, იყო გამორჩეული. ბავშვობიდანვე ამას ჩამჩიჩინებდნენ და მეც მივეჩვიე. ამას დრაკონიც ამართლებს, რადგანაც ერთადერთი ზოდიაქოა, რომელიც ადამიანის ფანტაზიამ შექმნა და მითად აქცია. ჰოდა წელს მე და დრაკონი გავაჯაზებთ. თუ როგორ, ამას გზადაგზა იხილავთ
ახლა ახალი წლის ამბები

ჩემი ახალი, "მზა" ნაძვის ხე
შობა-ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე მეტად რომ მიყვარს, დიდი ხნის წინ მივხვდი. ჯერ არ მახსოვს, ახალი წლის ბავშვური სიხარული გამნელებოდეს. ყველაფერი ისევ ისეა, როგორც 5, 10 თუ 15 წლის წინ. თვითონ ვრთავ ნაძვის ხეს, ვმღერი საშობაო სიმღერებს და ახალი წლის ღამეს ვისვრი მაშხალებს. ახალ წელს ყოველთვის შინ ვხვდები (შარშანდელი ბედნიერი გამონაკლისი იყო), წელს კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება!

ავტაპორტრეტ
ყოველი წლის ამ დროს მაინც ჯიუტად მგონია, რომ იქნებ კაცობრიობა შეცდა (თორემ აქამდე არ შემცდარა) და კალენდარის გამოანგარიშებაში შეცდომა დაუშვა? იქნებ 20 ივლისი დღეს უკვე სხვა დღე ჰგონიათ და ნამდვილი 20 ივლისი კარგა ხნის წინათ დაიკარგა? როგორც უნდა იყოს, ზუსტად (თუ არაზუსტად) 23 წლის წინ გაგრის #1 საავადმყოფოში ჩემი საათი ჩაირთო, რომლის წიკწიკი ნელ-ნელა გაუთავებელ ყვირილად გადაიქცა და ახლა ბევრს აწუხებს

Made by დედა
რაღაცნაირად ვარ. არ მსურს, ამ ყველაფერს წუწუნის სახე მივცე, მაგრამ რაც ქუთაისში ვიმყოფები, კიბერ სივრცე ვერდით მიმრჩა. ალბათ, ემოციური პახმელია მჭირს: ძალიან მაგარი ახალი წლის შემდეგ ძალიან მაგარი ბედობა მქონდა: დიტომ, დათომ, ანიმ, ირინკამ, თეომ, მთვარემ და აბაშამ (ვინც გამომრჩა, კომენტარებში შემახსენოს) ჩემს სახლში სრულლიად მოულოდნელად ერთად მოიყარეს თავი! Continue reading

გილოცავთ 2011-ს და ღმერთმა ისეთი ბედნიერი გამყოფოთ, როგორი მე – ანდრეა ბოჩელით ტკბობისას. აგსრულებოდეთ სურვილების 99%, როგორც მე – ანდრეა ბოჩელის მოსმენისას (საშინლად წვიმდა). ჰოდა ინებეთ ჩემი საახალწლო პოსტი
ყველაფერი გაცილებით ადრე, დომინგოს ვიზიტის შემდეგ დაიწყო, როცა გაირკვა, ახალ წელს ვინც იმღერებდა. მაშინ ბედსშეგუებული ჯორივით გადავრეკე სახლში და გავამხილე, რომ 31-ში ჩემი ბათუმში ყოფნა უდრიდა
მშობლების პასუხი იყო: “ყველანი ერთად შევხვდეთ ახალ წელს ანდრეა ბოჩელის კონცერტზე”.

მიუხედავს იმისა, რომ ზაფხულის მერე ჩემს გემოზე პრატიკულად არ მისტვენია, მაინც გადავწყვიტე, რამდენიმე საშობაო სიმღერა ჩამეწერა. გიძღვნით ყველას, ვისაც გიყვართ, ვისაც გსიამოვნებთ
შენ დაუკააარრრრრრ Continue reading
ვის/რას ვიხილავთ ამა წლის 31 დეკემბერსა და იმა წლის 1 იანვარს ბათუმში?
სცენაზე სულ 400-ზე ცოტათი მეტი შემსრულებელი გამოვა.

ჩემი მამიდაშვილი კოსტა - არ შეიმჩნიოთ
არც ისეთი ძვირი და ძვირფასია. სამაგიეროდ, ახალია და თან ზუსტად საჭირო ზომისა. 450 ნათურა, მესამე წელია, მშვენივრად მუშაობს. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. Continue reading
ლითლ უვერტიურა
მანამ, სანამ წინასაახალწლოდ ბოჩელის სიმღერებით წავიღებდე ტვინს, კვლავ გაციებას ვებრძვი. ერთ-ერთი, რაც მაგიჟებს და მადებილებს, გაბრუებაა. როცა ასე ვარ, საკუთარ თავს არ ვეკუთვნი. უაზროდ ვკარგავ ენერგიას და, რაც მთავარია, ფეხზე კიდია, ვის რას და როგორ ვეუბნები. მაშასადამე, არასდროს მისურვოთ გაციება. ახლა კი, მთავარი.