Audio clip: Adobe Flash Player (version 9 or above) is required to play this audio clip. Download the latest version here. You also need to have JavaScript enabled in your browser.
ლეგენდის თანახმად ღმერთს მშვენიერი აბორიგენი ნაიპი უყვარდა და მასზე დაქორწინება გადაეწყვიტა. როცა ლამაზმანმა ეს გაიგო, მოკვდავ მიჯნურ ტარობასთან ერთად გაქცევა გადაწყვიტა. შეყვარებულები მდინარე იგუასუს დინებაში კანოეთი შეცურდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მდინარე უამრავ ჩანჩქერად დაანაწევრა და შეყვარებულები მუდმივი ვარდნით დაწყევლა…
მდინარე იგუასუ ამაზონის ერთ-ერთი მსხვილი განშტოებაა, რომელიც ბრაზილია-არგენტინის საზღვარზე გაუვალ ჯუნგლებში მიიკლაკნება. კონკისტადორი ალვარ ნუნიეს კაბესა დე ვაკა პირველი კონკისტადორი იყო, რომელმაც ჩანჩქერი აღმოაჩინა. XIX საუკუნეში იგი ხელახლა აღმოაჩინეს. იგუასუს ჩანჩქერს დღეს იუნესკოს მსოფლიომემკვიდრეობის ფონდი იცავს.
