ანდრეა ბოჩელის უნიკალურ ხმას მთელი მსოფლიო აღტაცებით უსმენს. მილიონობით მელომანი გაოცებული რჩება ბოჩელის სათუთი, სითბოს მასხივებელი ტემბრით, რომელიც ბავშვური გულწრფელობით გამოთქვამს თითოეულ მუსიკალურ ფრაზას. მსოფლიოში აღიარებული ტენორი, გაყიდული ალბომების რაოდენობით, პირველ ადგილზეა ტენორებს შორის. მას 65 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული. ანდრეა ბოჩელი უნიკალურია არა მხოლოდ თავისი ხმის წყალობით, არამედ თავისი ცხოვრებითაც.
ანდრეა 1958 წლის 22 სექტემბერს ლაჯატიკოში, ტოსკანაში დაიბადა. ბავშვს თანდაყოლილი მხედველობის სისუსტე
ჰქონდა. თვალებს მზის სხივები უღიზიანებდა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შუქცევადი გლავკომა სჭირდა. 12 წლის ასაკში ანდრეამ უეცრად, ფეხბურთის თამაშისას, საბოლოოდ დაკარგა თვალის ჩინი. ექიმების თქმით, ბოჩელის სრული სიბრმავე აქვს. მიუხედავად ამისა, ანდრეა 6 წლიდან უკრავს ფორტეპიანოზე, ფლეიტაზე, საქსოფონზე, საყვირზე, ტრომბონზე, არფაზე, დრამებსა და გიტარაზე!
ბოჩელის ყოველთვის იტაცებდა კლასიკური მუსიკა. პატარაობიდანვე მეტ ყურადღებას იჩენდა არა იმის მიმართ, რასაც ხედავდა, არამედ, რაც ესმოდა. ერთხელაც პატარა ანდრეამ ფრანკო კორელის ხმა მოისმინა რადიოში. ტენორის ზე-ძლიერმა, ფართე და დაუშრეტელმა ხმის ტემბრმა ბიჭი მონუსხა. ამის შემდეგ ბოჩელიმ გადაწყვიტა, უფრო სერიოზულად გაეცნო მუსიკალური სამყარო. ყველას აოცებდა პატარას დიდი მონდომება და შესაძლებლობა, საათობით ესმინა საოპერო არიებისათვის.
ბავშვობაში ანდრეას ხშირად ამღერებდნენ სტუმრად მოსული ნათესავები. მღერა ბიჭისათვის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. დღეს ბოჩელი იხსენებს: “მომღერლობას არავინ წყვეტს. სხვები წყვეტენ, გახდები თუ არა მომღერალი…” მიუხედავად მუსიკის სიყვარულისა, ბოჩელიმ ძირითად პროფესიად იურისპუდენცია აირჩია. ერთი წლის განმავლობაში ადვოკატადაც მუშაობდა პიზას სასამართლოში, საღამოობით კი ფორტეპიანოს ბარში უკრავდა. სწორედ იქ, 1987 წელს გაიცნო ენრიკა, რომელიც მალე მისი მეუღლე გახდა. Continue reading →