Tag Archives: ჯეოსტარი

საქართველოს ვარსკვლავი გადაარჩენს ქართულ ესტრადას?

“საქართველოს ვარსკვლავი” განახლებული “ჯეოსტარია”, რომელიც მიზეზთა გამო დაიხურა. ეს კარგია, რადგან ამ უკანასკნელს ბოლოს უკვე სერიოზული ხარვეზები დაუგროვდა: უსამართლო კასტინგები, დამამცირებელი “სასაცილო” ვიდეოკოლაჟი, “დედუნა”, გაუჩინარებული ვარსკვლავები. ქართული მუსიკალური სივრცე, რომ მარადიულად ნაპირზე გამორიყული თევზივითაა, ამას შევეგუე, მაგრამ ამ საცოდავს აღარც ზღვამ უწია და აღარც სიკვდილმა. გდია ასე და ლაყუჩებდაბერილი ელის.

ამასობაში გამოჩნდა ორი პროექტი – “საქართველოს ხმა” და “საქართველოს ვარსკვლავი”, რომლებმაც, ერთი მხრივ, ვარსკვლავები უნდა აღმოაჩინონ, მეორე მხრივ, ამ პროცესით საზოგადოება გაართონ და მესამე მხრივ, ამ ახლადგამოჭედილ ვარსკვლავებს ადგილი დაუმკვიდრონ… რა ქნან? ჰო, ადგილი დაუმკვიდრონ, რომ ამ პროექტის არსებობას ლოგიკური გაგრძელება მიეცეს… თორემ ეგრე ჯეოსტარიც არსებობდა, ფულიც უამრავი შემოსდიოდა, მაგრამ გასული წლის ჯეოსტარი მერე ვიღას ახსოვდა? Continue reading

დუტას რომ რამე დაემართოს…

ცხოვრება აღსავსეა მოულოდნელობებით და დღეს თუ გვეცინება, ხვალ, შეიძლება, გვეტირებოდეს. ეს ძველისძველი მარტივი და უცვეთი ჭეშმარიტება შეიძლება, გავრცელდეს ყველასა და ყველაფერზე, რაც/ვინც ჩვენ გარშემო სულდგმულობს. მათ შორის, დუტაზეც. ყველას ჯვარი ეწეროს, მაგრამ მაინც, რა მოხდება, დუტას რომ რამე დაემართოს? Continue reading