Tag Archives: ჯარი

ფიქრები წვერის პარსვისას

shave

  • სარკეში არეკლილი მე კედლის იქითა მხარეს მართლა რომ არსებობდეს, როგორი იქნებოდა? თუ პარალელური სამყარო არსებობს, მაშინ სარკე მათ შორის გამოჭრილი სარკმელია. დედამიწის ანალოგს ეძებთ კოსმოსში? შექმენით დედამიწისხელა სარკის ბურთი და მიიღებთ მას.
  • მომენტებში წარმომიდგება, როგორ ჩაივლის აბაზანასთან ჩემი შვილიშვილი, მე კი მას დავუძახებ, ყელს მოვიღერებ და ვკითხავ: “შემათვალიერე ერთი შენებურად, სადმე ხომ არ დამჩა?” :)
  • ოპერის აჩრდილის არია “Music of The Night” უნდა ვიმღერო და აუცილებლად უნდა ჩავწერო. საკმაოდ რთული რამეა: თან საოპერო ხმას მოითხოვს, თან არასაოპერო შესრულების მანერას. ამიტომაც ბევრი ან არაკლასიკურად მღერის ან ძუნწად თამაშობს და აქცენტს ხმაზე აკეთებს. თუ ორივეს მოვახერხებ, ძალიან მაგარი იქნება.
  • ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სააბაზანო, სადაც ახლა სახეს ვიშალაშინებ, ერთ-ერთ უძვირფასეს სასტუმროს ეკუთვნის, მე კი ცნობილი ვარ და ყალბ კომპლიმენტებზე უფრო ყალბად ვიღიმები.
  • წვერის პარსვისას “სამართებელს” თმის ზრდის საწინააღმდეგოდ თითქმის არასდროს ვუსვამ. არ მიყვარს ბავშვის ტრაკივით აპრიალებული სახე. ამის დრო იყო უკვე და გავიდა, ხელოვნურად ბუნების კანონის შეცვლას კი თითქმის არასდროს მოუტანია დადებითი შედეგი.
  • ერთი წლის წინ ამხელა წვერს ვინ გაპატიებდა, ზურიკ! მართალია, ოფიცერი პოსტზე ვერ დაგაყენებდა, სამაგიეროდ ისე დაგსჯიდა, კარგა ხანს გემახსოვრებოდა. საამურია ჯარი. ოღონდ, როცა მოხდილი გაქვს :) საერთოდ, საამურია ყველაფერი, რაც გადაიტანე და რამაც გაგაძლიერა.

პ.ს. დღეს მოცარტის 257-ე დაბადების დღეა. ნეტა, ის რაზე ფიქრობდა წვერის პარსვის დროს? რიტორიკული შეკითხვაა :D

გუდ ბაი, 2012!

2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანი წელი იყო ჩემს 24-წლიანი გარბენის მქონე ისტორიაში. ამ წელს მე ვიყავი ჯარისკაციც, სამშობლოს მოღალატეც, ბლოგერიც, მხატვარიც… პრინციპში, ესენი ისედაც იცით. სხვა თვალით დანახულის კვალობაზე ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა. Continue reading

ხატვა რომ არა

ესეც ჩემი "სახელოსნო" :ფჰეჰ:

გაუმარჯოს ყველას. როგორ ხართ? მე ისა ვარ, აქ რომ ადრე ხშირად ვწერდი და ახლა რომ ვერ ვიცლი საამისოდ. ბოლო დროს ძალიან ვიღლები. ჯარი და სამსახური ერთიანად მფიტავს და კიდევ რაღაცების დაწერის ნერვი ხშირად არ მაქვს. თუმცა ამ ერთხელაც მოვიკრიბე ძალა და ორიოდ სიტყვით გეტყვით, გიპასუხებთ კითხაზე “რა ხდება?” :) Continue reading

ყველაზე უცნაური ახალი წელი

ამ ახალ წელს კიდევ ერხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვივით მიყვარს ეს დღესასწაული და რომ, ალბათ, ასე იქნება მუდამ. მთავარია, 1-2 ყლუპი საშობაო მუსიკა, კარგ რამეებზე ფიქრი და ოცნება.

გილოცავთ დრაკონის 2012 წელს, ჩემს წელს! 

ხვდებით, ალბათ, რას ნიშნავს ჩემთვის, იყო გამორჩეული. ბავშვობიდანვე ამას ჩამჩიჩინებდნენ და მეც მივეჩვიე. ამას დრაკონიც ამართლებს, რადგანაც ერთადერთი ზოდიაქოა, რომელიც ადამიანის ფანტაზიამ შექმნა და მითად აქცია. ჰოდა წელს მე და დრაკონი გავაჯაზებთ. თუ როგორ, ამას გზადაგზა იხილავთ :) ახლა ახალი წლის ამბები :green:

Continue reading

მე ვდარაჯობ დილას

უკვე კარგად განათებული სუსხიანი დილა იყო, როდესაც ჩიტი ასფალტზე დავარდა, ფრთები გაასავსავა და სამუდამოდ დაკეცა. Continue reading

ს ა დ დავიკარგე

ასე და ამგვარად, ნებსით თუ უნებლიედ, ახალი სამსახური შევითავსე, სახელად ს ა დ. ჩვენი სერჟანტისვის რომ გეკითხათ, “სად” ასე იშიფრებოდა “საიდან ამდენი და*ლეებული”. პრინციპში, მართალიც იყო: როცა კარანტიში მყოფი 203 კაციდან ათიოდემ თუ იცოდა, სად მოხვდა და “სად” რას ნიშნავდა. როგორც უნდა იყოს, მე ისევ აქ ვარ და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთი რამ შეიცვალა ჩემში: ჭურში ვზივარ :)

Continue reading

კუნძული კარანტინი

28 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯერ კიდევ კურილკის (ასე ვეძახდით სიგარეტის მოსაწევ ზონას) მიდამოებში მდელოზე ვეგდე, საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ 24 საათში სულ სხვა – ნაცნობ და უკეთეს მდგომარეობაში ვუყურებდი მზის ჩასვლას. ასეც მოხდა. დავბრუნდი! Continue reading

ზურიუსი ჯარში

თუ ვინმემ ამ სფეროსთან დაკავშირებით წარმოდგენა შემაცვლევინა, ფორესტ გამპი პირველია მათ შორის. როგორ და რატომ? თქვენ რა, ეს ფილმი არ გინახავთ?

ჯარი… ის, რის გამოც 90-იანებში  ჩემზე უფროსები სარდაფებში, ლოგინების ქვეშ ან მეზობლის სახლში იმალებოდნენ. ცალ-ცალი “ბათინკი”, წყალწყალა სუპი, ჩაწყობები, “სახის ახევა” და, ბოლოს, ომში სიკვდილი… ადრე ყველაფერ ამაზე რომ დავფიქრდებოდი ხოლმე, სიტყვა “ჯარი” მეზიზღებოდა. ჩემდა (და კიდევ ბევრის) საბედნიეროდ, ახლა პირობები გაცილებით უკეთესია და არც საპნის დავარდნისა უნდა შეგეშინდეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯარში მივდივარ! Continue reading