Tag Archives: ხმა

უიტნი ჰიუსტონი – ხმა, რომელიც ყველას მოსწონდა

დღეს დილით ის მოხდა, რასაც, უბრალოდ, ვერ წარმოვიდგენდი: ჩემი ცოცხალი ვარსკვლავების კოლექციას უიტნი ჰიუსტონი გამოეცალა. თითქოს, წმინდა ბროლის ფიგურა თაროდან გადმოვარდა და დაიმსხვრა. Continue reading

მანამ, სანამ ყველაფერი და ყოველთვის შეგიძლია

ახლა უკვე დიდი ბიჭია. სახეც დაუგრძელდა, ჩემსავით. რომ შეხედავთ, ვერც იფიქრებთ, ხუთიოდ წლის წინ ანგელოზის ხმა თუ ამოსდიოდა პირიდან. სხვათა შორის, მეც ვმღეროდი ალტს ოდესღაც, მაგრამ კაციშვილმა არ მომხედა, არ მომისმინა და დავრჩი ასე გარემოვაჭრე… :) კარგი, არ ვიწუწუნებ. დავუბრუნდეთ საკითხს: ვინ არის ჟან-ბატისტ მუნიე? დიდად არც სახელი გამოარჩევს სხვა ადამიანებისგან და არც გვარი. მხოლოდ ხმა! Continue reading

Sacrificium ანუ მაცალე ტირილი!

ეძღვნება ათასობით მსხვერპლშეწირულს

_ ყოფილხარ კაცი?…

_ ჰა? აქ კაცებიც შემოდიან და ქალებიც. რაღაცას ბოდავ.

_ არაჰ. ყოფილხარ კაცი, რომელიც თავისსავე ნიჭს გადააყოლეს და მსხვერპლად შეწირეს?

_ ყვერები ხომ არ დაგაჭრეს, ბიჭო? :lol: :lol:

_ აუ, მოკეტე და მომისმინე, თუ არა და დაახვიე და სხვა დროს მოეხვიე! ეგ არც მე მემუქრება და არც შენ. ჩვენთვის უკვე დაგვიანებულია. უბრალოდ, ჩვენ არ  ვყოფილვართ მსხვერპლშეწირულნი, ისევე, როგორც არავინ, ვინც ამ ბლოგს სტუმრობს. ასეთების ეპოქა წავიდა. დღეს ვცდილობთ, რაც შეიძლება, ნაკლები დავთმოთ უკეთესი შედეგის მიღების სანაცვლოდ, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო…

Continue reading

წავედი “ნიჭიერში”!!!!

ძვირფასო საზოგადოებავ და ჯეომოსახლეობავ!

გაცნობებთ, რომ:

ვარ საშუალოზე მაღალი, მარჯვენა მხრიდან სიმპათიური, ძაალიან არტისტული და სცენისათვის შესაფერისი დამწყები მომღერალი.

თბილისის ერთ-ერთ უბანში ოროთახიანი ბინის მისაღებად სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას პროექტ “ნიჭიერში”, რათა გამოვავლინო ჩემი შესაძლებლობები საოპერო ვოკალის დარგში.

ჩემი ნიჭის წყალობით ნიკა მემანიშვილის გულის მოგებას ვაპირებ, მომხიბვლელობით – მაია ასათიანისას, ხოლო პრიზის გულისთვის ნებისმიერ რამეზე წასვლით – გეგა ფალავანდიშვილსაც გადმოვიბირებ.

ასე რომ, თქვენ მხარი დამიჭირეთ და დანარჩენი მე ვიცი და ჩემმა ხახა-ხორხმა ;)

დიიდი მადლობეეელი :green:

ყიყლიყო კლასიკურად ანუ ვის არ მოსვლია

ადამიანი 100 პროცენტით არასტაბილური არსებაა. დავასახელოთ მისი ნებისმიერი მატერიალური თუ არამატერიალური შემადგენელი ნაწილი და ვნახავთ, რომ ყოველ მათგანს განუცდია ცვლილება. მყარი რწმენაც კი, ზოგჯერ, სხვა შეიძლება შეიცვალოს, გადასხვაფერდეს. სტაბილურობის შესანარჩუნებლად ადამიანს დიდი და ხანგრძლივი ბრძოლა უწევს. ვინაიდან წარმატების მიღწევაზე ძნელი მისი შენარჩუნებაა, მცირეოდენი ყურადღების მოდუნება, შესაძლებელია, ადამიანს ცუდად მოუბრუნდეს.

ასეა სიმღერის დროსაც. ერთი “ხალტურა” კონცერტის წინა დღეს დალეული შამპანურის სახით, უძილო ღამე, ზედმეტი საკვები, მღერის დროს ყურადღების გაფანტვა. ყოველივე ეს, შეიძლება, ვოკალური ჩავარდნის, ე.წ. ყიყლიყოს მიზეზი გახდეს. ვოკალური ჩავარდნა  ეს სახმო სიმების ვიბრაციის რიტმის არევაა ან ყელის კუნთების ტონუსის წამიერი დაკარგვა, როცა ისინი უცბად მოეშვება და ბგერაც ფუჭდება. ბევრ საოპერო მომღერალს მოსვლია ეს არც-თუ სასიამოვნო შემთხვევა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ საოპერო ათლეტებსაც, ისევე, როგორც სხვა სპორტსმენებს, მოსვლიათ პატარ-პატარა მარცხები.

დავიწყოთ ჩემი უსაყვარლესი დიდი ლუჩანოთი. ამ ვიდეოს 3:10 წუთზე პავაროტი მაღალ დო-ზე ყიყლიყოს გააკეთებს.

ნიკოლაი გედა, რუსი წარმოშობის მქონე შვედი ლირიკული ტენორი. კალასთან ერთად ჩაწერილი აქვს “მადამ ბატერფლაი” და “კარმენი”. მისი მაღალი ფა მომნუსხველ ზემოქმედებას ახდენდა. “რიგოლეტოში” კი…

http://www.youtube.com/watch?v=64BNhZOaINc

Continue reading

საიდან მოდის ხმა

ადამიანები უამრავ მუსიკალურ ინსტუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენ მიერვეა დამზადებული. ისინი კარგად გაპრიალებული და სასიამოვნო გარეგნობისანი არიან. თუმცა ჩვენ ასევე აღფრთოვანებით ვუსმენთ ბგერებს, რომლებიც თვითნაბადი ინსტრუმენტისაგან წარმოიქმნება. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტის მატარებელი თითოეული ჩვენგანია. ეს, რა თქმა უნდა, სახმო სიმები, ანუ მგერავი იოგებია.

სახმო სიმი არის კანის თხელი და სათუთი ნაირსახეობა, რომელიც გაბმულია სასულე მილის (ტრაქეას) თავზე, ხორხში. მათი დაბოლოებები მიერთებულია ყელის კუნთებთან. ამოსუნთქვის შედეგად ფილტვებიდან ტრაქეის გავლით ამოსული ჰაერი (სხვანაირად ვერც ამოვა :) ) გაივლის ხორხში მოთავსებულ სახმო სიმებს, რომლებიც ჰაერის ნაკადის ზეგავლენით ირხევიან, ვიბრირებენ. სწორედ ეს ქმნის ბგერას.

მარტივი ექსპერიმენტი: თქვით “ააააა” და ამ დროს თითი ხორხზე მიიდეთ. შეიგრძენით ვიბრაცია? ეს არის ჩვენი ინსტრუმენტის “ბგერა”. თუ უფრო გაინტერესებთ, რა როგორ გამოიყურება, აი ვიდეოც.

Y

Continue reading