Tag Archives: ხატვა

Fake Plastic Trees

fake plastic trees

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2013/02/Radiohead-Fake-Plastic-Trees.mp3|titles=Radiohead Fake Plastic Trees]

დღე ყოველი.

დღე ბოლო – დღე პირველი.

დღე ყველა ერთნაირია, რადგანაც ყველა მათგანში მე ვფიგურირებ.

საწერი ბევრია, მაგრამ ჩავიდენ სიჯიუტეს, რომელსაც შემდეგ, ალბათ, ვინანებ.

ვიქნები ჯიუტი და არ მოვყვები, რამდენი უ/საინტერესო მოხდა ამ ხნის განმავლობაში.

დაე, დასასიზმრებელიც დამრჩეს ცოტა.

P.S. ესეც ჩემი დუმილი Continue reading

ძველით ახალი წლის პოსტი

harry potterსულ სხვა შეგრძნებაა, როცა თითქმის მიტოვებულ კომპიუტერს მიუჯდები, ობმოდებულ ბრაუზერს გახსნი, ისიც უცებ რომ გაგიხსენებს და შენს ნებასურვილზე რომ დაიქოქება. დიახ, ქუთაისში ვარ. მინდა, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდე ჩემს სახლში. შევხვდე, რა, უჩემოდაც მოვა და წავა. უბრალოდ, რასაცმინდაიმასვაკეთებ ხასიათზე ვარ და ასე ვინებე.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს (განსაკუთრებით დიტოს ბლოგის კითხვისას), რატომ აღარ ვინტერესდები სოციალური თემებით და რატომ აღარ ვწერ მასზე. საერთოდ, რატომ აღარ ვწერ ადრინდელივით ხშირად? Continue reading

გუდ ბაი, 2012!

2012 წელი ერთ-ერთი ყველაზე თავგადასავლიანი წელი იყო ჩემს 24-წლიანი გარბენის მქონე ისტორიაში. ამ წელს მე ვიყავი ჯარისკაციც, სამშობლოს მოღალატეც, ბლოგერიც, მხატვარიც… პრინციპში, ესენი ისედაც იცით. სხვა თვალით დანახულის კვალობაზე ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა. Continue reading

Creep

Inspired by Radiohead

,,ამ ამბავს არ მოვყვები ისე, როგორც იყო. მე მას მოვყვები ისე, როგოც მახსოვს.

ფინიგან ბელი, ფილმი “Great Expectations”

Radiohead-ს ვუსმენ. აგერ უკვე 1 თვეზე მეტია. უკვე იმ დონემდე მივედი, რომ Creep-ის კარაოკეს უშეცდომოდ ვმღერი. ესაა ოღონდ, რომ როკერის მაღლები არ მაქვს და ვღარღალებ უმწეოდ… იმ ლუკა ზაქარიაძის ბრალია ყველაფერი! …ჰოდა ვარ ახლა ჰიტლერის შემყურე ევროპასავით გაოგნებული.  Continue reading

კომპლექსები

იყო მარიობის ღამე და გრილოდა.

მარიობა მარიამობაა ქუთაისურად.

მეზობლის სახლის აივანზე გაშლილი ბევრსაზამთროიანი სუფრა.

წითელი საზამთრო მოვარდისფრო პლასტმასის ჯამში.

მუსიკა.

მეზობლის ვიდეოკამერა, რომლის ობიექტივში მოხვედრაზე ყველანი ვოცნებობთ.

ღამის 2-ის ნახევარია – პირველს მე მეძახიან.

მეზობლის ბავშვები: “იყოს ცოტახაააანს!”

მეორე, მესამე დაძახებაზე ტირილ-ტირილით მიმათრევენ შინ.

ჩემი გისოსებიანი ფანჯარა პირდაპირ მარიობის ბალკონს უყურებს…

კომპლექსები.

ვყიდი მარიამ სტიუარტს

ჩემი ფინანსური კრიზისის გამო გადავწყვიტე, ჩემი ბოლო ნახატი “მარიამ სტიუარტი” გავყიდო. ერთ თვეს მოვუნდი მის დახატვას და მაქსიმალურად ვეცადე, სიღრმეებში არ წავსულიყავი, რათა დამთვალიერებლისათვის ზოგიერთი რამ გამოცანად დარჩენილიყო. ამიტომაც “ფარავს” ზოგიერთ დეტალს შოტლანდიური ქსოვილი. ახლა კი მონაცემები:

ზომა: A4-ზე 2-2 სმ-ით პატარა, მასალა: ტუშის პასტები, ფანქრები. ინსპირაცია: გაეტანო დონიცეტის “მარიამ სტიუარტი” (ოპერა), თემურ ჩხეიძის “მარიამ სტიუარტი” (დრამატული სპექტაკლი).
ფასი: 50 GEL

ასე რომ, ვისაც სურვილი გაქვთ, ხელი გაუმართოთ უკანასკნელ კეისარს, კომენტარის სახით თანხმობა მომწერეთ. ღრმადლობა ყველას :)

შიში

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2012/02/Yann-Tiersen-Point-Mort.mp3|titles=Yann Tiersen- Point Mort]

_ ზურა, ვის მოკლავდი?
_ ვის არა, რას.
_ კარგი, რას მოკლავდი?
_ თუ იგი “ვინ” გახდება, მე მას აუცილებლად მოვკლავ. დავჭრი მაინც, რომ აღარ მომეკაროს!
_ ვის, რას?
_ ჩემს შიშს!

Continue reading

გაყიდულია!

როცა ადამიანს რაღაცის კეთება შეგიძლია და არც-თუ ურიგოდ გამოგდის, უნდა ეცადო მისგან სარგებელი მიიღო. ბოლოს და ბოლოს, თავი რაღაცით ხომ უნდა ირჩინო? ასე და ამგვარად, საკუთარი ნახატი გუშინ პირველად გავყიდე.

Continue reading

პატარა ტბა

“იმ დაბურული ტყის პირას ერთი პატარა ტბა იყო. იმ ტბის ნაპირას მიყვარდა ყოფნა. საოცარია, როცა წვიმდა, ის პატარა ტბა, კიდევ უფრო პატარავდებოდა.”

ქლენძღვობა – ნაწილი II

ნაწილი II იმიტომ, რომ პირველიც დავწერე ოდესღაც

გაფრთხილება: ამ პოსტში შეიძლება, გადააწყდეთ უწმაწურ სიტყვებს. ბოდიშს ვიხდი თავისუფალი ტონისთვის.

ცხოვრება დედამოტყნულად მექცევა, როცა მართმევს ძალას და ჯანმრთელობას და, რაც მთავარია, მიშხამებს საახალწლო განწყობას, რომელიც ზოგჯერ ერთადერთია, რომელიც მარტოობის დაძლევაში მეხმარება. ქლენძღვობა მჭირს იმიტომ, რომ:

  • მახველებს და ყელი მაქვს ჩამშრალი
  • მინდა მღერა და, თხელი კედლების გამო, მეზობლებისა მერიდება
  • ვოკალის მასწავლებელი მინდა და საამისოდ არც დრო მაქვს და არც ფული
  • ჩემ გარდა, ყველას ჰკიდია ჩემი ვოკალი, რომელიც საკუთარი შვილივით მაწუხებს და ნერვებს მიშლის, ამამღერეო. ასე რომ არ იყოს, ჩემდათავად ხმის ამომღეიბის!….
  • ვეღარ ვპოსტავ, ძალიან ვიღლები
  • საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი გავხდი, რომ მსუბუქი თემებისთვის ჩემი ბლოგი აღარ შევაწუხო. არც სტატისტიკებს ვამოწმებ და საერთოდ მგონია, რომ ჩემი აზრი თითქმის ყველას ჰკიდია. სექსა და პოლიტიკაზე კი მაინც არ დავწერ, ბოზიშ!
  • ჯარის უძილობა და სამსახურის საქმეები ერთად მკლავენ. იმ მსახიობს დავემგვანე, დღეში ორი, სრულიად განსხვავებული როლის თამაში რომ უწევს
  • ვერაფრით მოვახერხე Google Maps-ზე ობიექტის დამატება. ვინც იცით, ეგებ მასწავლოთ. დაგიფასდებათ.
  • არ ვიცი ფოტოშოფი, ვერ ჩავუჯდები ამ დედაშეცემულ ტუტორიალებს. მე-ზა-რე-ბა! მინდა, ვინმე დამიჯდეს და ამიხსნას, რომ უცებ გავიგო და მერე მე ვიცი!
  • ფოტოშოფისა და ქორელის არცოდნის გამო ვერ ვეკარები გამოცემებს, რომ ჩემი იდეები შევთავაზო. არადა იდეებს მართლაც არ ვუჩივი. ამ მხრივ შემოქმედებითი სიმწიფე მაქვს.
  • შემოქმედებით სიმწიფეს კი ხელს არ უწყობს ჩემი არეული ძილი და დანარჩენი საქმეები. ასე რომ ხატვას რომ მივუჯდები, ვიღლები და მეძინება. არადა ტვინი მისკდება იდეებით, რომელთა ხორცშესხმას ვერა და ვერ ვასწრებ.
  • ვერა და ვერ მოვაბი თავი ჩემს პერსონალურ გამოფენას, რომ ნახატები გავყიდო. არ მიყვარს თვითპიარი, არ შემიძლია! ვინმემ რომ ითავოს ეს საქმე, გენიალურ ნახატს დავუხატავ, რომლითაც მთელი ცხოვრება იამაყებს. ბოლოს და ბოლოს, რომ მოვკვდები, მერე ხომ მაინც დამაფასებს
  • წონაში მოვიმატე – ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ერთი, რომ ზამთარია. მეორე, რომ ადვილად ვიკლებ. მესამე – სექსუალური არასდროს ვყოფილვარ.

აი, სულ ესაა იმ ქლენძღვობათა სია, რომლითაც დღეს ტვინი მოგიტყანით. იმედია, შემდეგ შემოსვლაზე (თუ ასეთი კიდევ იქნება) რამე პოზიტიური დაგხვდებათ :)

პ.ს. დიდი მადლობა, ვინც ამ ხაზამდე წაიკითხეთ ;)