Tag Archives: წყალი

მინდა

Coma – Yann Tiersen

მინდა, სულ დღე იყოს და არასდროს დაღამდეს, ღამე მაზარმაცებს.

მინდა, არასდროს მშიოდეს, რადგან სიმაძღრის განცდა აუტანელია.

მინდა, ჯანმრთელობა ფეხქვეშ გავიგდო და საკუთარ წარმატებას მოვახმარო ისე, რომ გული არ მაწუხებდეს.

მინდა, კარგად ვხატავდე და ვმღეროდე.

მინდა, სიყვარული სიდებილის სინონიმი აღარ იყოს.

მინდა, ყველამ ტრაკი დააყენოს/დავაყენოთ.

მორალი: დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ჩემს კორპუსში წყალი მარტო მე შემიწყდა.

რიკოთი მეწყრის შემდეგ

თბილისი-ქუთაისის მარშრუტით, დაახლოებით, თვეში ერთხელ ვსარგებლობ. წლებია, რაც ერთსა და იმავე გზას მანქანის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფანჯრიდან გავცქერი. ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს. ხოლო ის, რაც დღეს ვნახე, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა და ამიერიდან სამუდამოდ დარჩება.

Continue reading

რადიო ვიცი მე დუშში!

კაცმა რომ თქვას, ვის რა ჩემ ან თავის ფეხებად უნდა რადიო, ვინ უსმენს?

“დროებითი” მძღოლები? კარგი, ჯანდაბას ის 1 საათი.

ტაქსისტები? ეგენი რადიოს კი არა, ნინო ჩხეიძეს უსმენენ.

რა ვარიანტი რჩება: ინტერნეტი? მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმეს ფეისბუკზე ნიუსების გაზიარებისას რადიოთი მოყოლილი ამბებისთვის ეცალოს. Continue reading

წამომყევით წყლის სამეფოში

ცხელა. გარეთ ჰაერი დუღს, ფილტვებში – ალვეოლები.

ამიტომაც არის, რომ მიყვარს ზაფხული. ბუნების ნათელი უკიდურესობა.  დრო, როცა შენი სხეულის 80 % ვერ ისვენებს, ბორგავს, ფეთქავს, ბუყბუყებს. ეს წყალია!

ზაფხულის ადუღებული და გაოფლილი ჰაერი ყოველთვის მირჩევნია ზამთრის სიცივით გაჭედილ ცხვირს, წაყინულ ხელისა და ფეხის თითებსა და აცრემლებულ თვალებს. რაც უნდა იყოს, ზაფხული დასვენების, გართობისა და ბევრი ბევრი ნაყინის დროა. დრო, როცა მაღლა აიხედავ და, გულამღვრეული ღრუბლების ნაცვლად, ცის უკიდეგანო ოკეანეს დაინახავ.

ხოლ ვისთვისაც ზაფხული მაინც მდუღარე ტანჯვა-წამებასთან ასოცირდება, წამომყვეს წყლის სამეფოში…

Continue reading