Tag Archives: წიგნები

მალე, ორჰან ფამუქის სტამბოლში

სტამბოლი, ისტიკლალის ქუჩა

სტამბოლი, ისტიკლალის ტრამვაი

“ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მწოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც.”

ორჰან ფამუქი

აქ რაიმე აზიური მუსიკა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა, იქნება ბახი. სევდიანი კვნესა, რომელიც სტამბოლში თითქოს სულ არ იგრძნობა, მაგრამ, ფამუქის წიგნის გადაკითხვის შემდეგ, გამახსენდა, რომ ტურისტულ სიჭრელეში სევდიანად ჩალაქავებული რაღაც გამოჩნდა. რაღაც, რასაც მაშინ თვალი შეგნებულად ავარიდე.

სულ მალე სტამბოლს მეორედ ვნახავ. მინდა, ისევ ისეთი ფერადი, ჭრელი და გამხარებელი დამხვდეს, როგორც შარშან ამ დროს, ტიტების ყვავილობისას. Continue reading

სექტემბრიდან ახალ სახლში

მიხარია, მიხარია, ოღონდ ყირაზე გადასვლით და თავის ჭერზე არტყმით არა. სექტემბრიდან მე და ჩემი ძმა ახალ სახლში გადავალთ, რომელიც მდებარეობს ნაძალადევში, ხუდადოვის ქუჩის დასაწყსიში. ზუსტ მისამართს არ გეტყვით, მერე რომ არ ამომადგეთ ისედაც ერთოთახიან ბინაში :)

Continue reading

ეძებე ბრაილის წიგნში

ეძღვნება წიგნების ფესტივალს

როდესაც “მთავრობა” შუქს სამუდამოდ გირთავს – იწყება ცხოვრება ბნელში.

როდესაც ყველა წიგნი შეწყვეტს ფურცლების ლაქლაქს – იხსნება მხოლოდ ერთი.

როდესაც Google-იც უძლურია, “დაგანახოს” მონატრებული სტორფები – ეძებე ბრაილის წიგნში

ლალა (ნაწილი II)

ერთხელ ლალა და მისი მეგობარი ბიბლიოთეკარი #2 პეკინს მიუყვებოდნენ. გაუთხოვარი, უფრო სწორედ კი “სტარაია ძევა” კოლეგა გაუთავებლად ლაქლაქებდა. ლალაც ყველაფერზე ღიმილით თავს უქნევდა და “აჰა”–თი უდასტურებდა თანხმობას. ცოტა ხანში…

ბიბლიოთეკარი #2: _აუ, “სელიო” ძალიან მომწონს! რა ტანსაცმელებია და რა იაფად.

ლალა: _აუ, მეც. მართლა იაფია ყველაფერი.

ბიბლიოთეკარი #2: _ჰო, რაღაც ყველაფერი ლამაზია და საყვარელი.

ლალა: _აუუუ, ხო. აი, ყველაფერი რაღაც ისეთი ბავშვურია.

ბიბლიოთეკარი #2: _ბავშვური? ვაიმე, მე “სელიო” ვთქვი? ტფუი, მაგას ვერ ვიტან! “ბავშვური” რომ ახსენე, უცებ მივხვდი. ბავშვის შმოტკების ატანა არა მაქვს. მე “მალსი” ვიგულისხმე.

ლალა: _ააა, მართალი ხარ, ხო! “სელიოს” ვერც მე ვიტან, მით უმეტეს, ვერც ბავშვების შმოტკებს. წივიან და ჩხავიან. აი, “მალსიზე” ვგიჟდები, ისე მომწონს. თან ძალიან კარგი გასახდელები აქვთ.

ბიბლიოთეკარი #2: _გასახდელები? აი, ეგ მართლა საშინელება აქვთ მალსში. ფარდა ბოლომდე არ იხურება! ერთხელ ცოტაზე დარჩა ღია და აღმოვაჩინე, რომ ვიღაც კაცი იდგა შორიახლოს და ტანსაცმელებს ათვარიელებდა. რომ შემობრუნებულიყო და დავენახე, გასახდელის ნახევრად დახურული ფარდა დამიცავდა მეეე?!! Continue reading

ლალა (ნაწილი I)

მგონი, მწერლობას ვუბრუნდები. რავიცი, გუშინ ღამით მუზა გამეხსნა და ვწერე და ვწერე. რომ დავწექი და სინათლე გამოვრთე, მერეც ვწერდი რვეულში სრულ სიბნელეში. დღეს კი რაც გავარჩიე, ავკრიფე და აქ არის. ისეთი პირი უჩანს, მგონი, გაგრძელებაც უნდა ჰქონდეს ;)

როცა მიტინგზე ხალხი „მიშა, წადი! მიშა, წადი!“–ს ყვიროდა, ოპოზიციის მხარდასაჭერად მისული ლალა ტრიბუნასთან მივიდა და თქვა: „თქვენ აზვირთებული ბრბო ხართ და მადლობა გადაუხადეთ მიშას, რომ ვარდების რევოლუცია მოგიწყოთ!“

საოცარი იყო ლალა: იმდენად უყვარდა ყველაფერი, რომ ყველაფერს სახელს უცვლიდა. თუკი სკამს ყველა სკამს ეძახდა, ლალასთვის იგი ვერტიკალურსაზურგიანი დივანი გახდა. როცა ყველა ამბობდა, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, ლალასთვის არსებობდა ალტერნატიული ჭეშმარიტება, რომლის თანახმადაც არავითარი აღმოსავლეთი არ არსებობდა და იგი ღმერთმორწმუნე ხალხმა მოიგონა.

ყოველ დილით, გაღვიძებისთანავე, ლალა მარჯვენა ხელს, თავისი საჩვენებელი თითითურთ, გადაწევს ლოგინიდან და იქვე გაშლილ მდგომარეობაში მყოფი ლეპტოპის Power ღილაკზე აჭერს. ეკრანზე ჰოროსკოპი აყენია, რომლის გაცნობის გარეშეც ლალასთვის დღე არ იწყება. იქვეა Google Reader–იც, რომელშიც „ცნობილი ადამინების გამონათქვამების“ ფანჯარა ოთჯერ არის ჩასმული. შესაბამისად, ერთ დათვალიერებაზე ოთხი განსხვავებული შინაარსისა და მსოფლმხედველობის ციტატა იკითხება. ყოველივე ეს საკმარისია იმისთვის, რომ ლალამ სამსახურში თანამშრომლებთან კამათისას მოიხსენიოს ნებისმიერ კონტექსტში. მაგალითად, თუკი Google Reader ამოაგდებს ჩერჩილის ციტატას „დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, მაგრამ დღესდღეობით მასზე უკეთესიც არ არსებობს“, ამ ფრაზით ლალა სავსებით თვითლოგიკურად გამოთქვამს აზრს თანამშრომლებში კონტრაცეფციასთან დაკავშირებით წამოჭრილ დავაზე. Continue reading

როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

Books02-619x685

სიგარებს ან შოკოლადის "ტრუბოჩკებს" არ ჰგვანან? :P

დღეს ბლოგების თვალიერებას მივყავი ხელი. წავიკითხავდი 2 აბზაცს, შემდეგ ნახევარ საათს არაფერზე ვფიქრობდი. კიდევ 2-3 აბზაცი და კიდევ იდიოტურად ჯდომა არაფერზე ფიქრთან ერთად. მაღაზიაში ჩასვლისას კი კიბეზე ჭეშმარიტებამ გამინათა გონება: კითხვის ნიჭი არ მქონია.
თვალი რომ გადავავლე ჩემს ცხოვრებას, მივხვდი, რომ სულ ასეთ მდგომარეობაში ვარ. ჯერ იყო და სკოლის პერიოდში, თითქმის, სულ დედაჩემს ვაკითხებდი ყველაფერს და მე მოსმენით ვიმახსოვრებდი (მეხსიერება კი ისეთი მქონდა, ახლა იმის მეათედი რომ მომცა, 10 დღეში ჯიგრულ სამსახურს გავჩითავდი). მე-9 კლასიდან დაიწყო ჩემი წამება. უი, კითხვა. უი, წასაკითხი. აუ, რამხელაა!… და ა.შ. არადა, მეუბნებოდნენ და მიჩიჩინებდნენ: “ზურიკო, იკითხე! ზურიკო, გაგიჭირდება მერე და ინანებ!… “მე კი ფეხზე მეკიდა ეს ყველაფერი და სულ ვხატავდი, ვთამაშობდი ან დავბოდიალებდი აქეთ-იქით. არადა, რა მენაღვლებოდა? ფრიადოსანი მაინც ხომ ვიყავი.
პირველი წიგნი მე-5 კლასში წავიკითხე და სახელი ახლაც მახსოვს: “მზის ბაჭიების ქვეყანაში”. ფრიად მშვენიერი ზღაპარი იყო ჭორფლის წარმოშობის შესახებ :) შემდეგ დავაპირე თედო რაზიკაშვილის რაღაც არწივთან დაკავშირებული წიგნის წაკითხვა. სკოლის ბიბლიოთეკიდან გამომატანეს თავიანთი ნება-სურვილით: შენ ხუთოსანი და ნაკითხი ბიჭი ხარ და ეს მოგეწონებაო. 2 წელი გავიდა მას შემდეგ და მე-7 კლასში დავუბრუნე ბიბლიოთეკას, რა თქმა უნდა, წაუკითხავი. გაუკვირდათ კიდევაც: ჩვენ დაკარგული გვეგონაო.
წიგნების კითხვის ყველაზე დიდი ჯაჭვი აბიტურიენტობის პერიოდიდან დავიწყე. ამ დროს, ყველამ ვიცით, რამდენის წაკითხვა და სწავლა გვიწევს. აღმოჩნდა, რომ ჰაგიოგრაფია ძალიან მიყვარდა. თანაც, იმდენად, რომ მხატვრული ლიტერატურის წასაკითხ დროს გამოვძებნიდი ხოლმე. ჰოდა “პაგანინის განკიცხვამ” ისე შემიყოლია, რომ თვენახევარში დავამთავრე. არადა, 1 კვირაშიც მშვენივრად წაიკითხავდა კითხვის მოყვარული. ისე, ძალიან, ძალიან კარგი წიგნია!
ახლა კი, გავკადნიერდები და ჩემ მიერ წაკითხული წიგნების სიას გამოვაქვეყნებ და თავად იმსჯელეთ ჩემზე. თუმცა აქვე დავძენ, რომ არც მთლად იდიოტი ვარ, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში ეგვიპტის ისტორიაზე ვკითხულობდი ენციკლოპედიებს. ბავშვობის დაუზარებლობის პერიოდი ამ საოცარი ქვეყნის “აღმოჩენას” შევწირე და კიდევ გავაგრძელებ. ახლა კი დაპირებული სია (ქრონოლოგია არეულია):
“პაგანინის განკიცხვა”
“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”
“პარმის სავანე”
“პარფიუმერი”
“კრძალვით და ცახცახით”
“კატილინას წინააღმდეგ”
“ედიტ პიაფი”
“გიორგი სააკაძე”
“ალექსანდრე მაკედონელი”
“მარტოობის 100 წელი”
“მარგარიტა გოტიე”
“რემბრანტი”
“მეფე ლირი”
“სამი მეგობარი”
კიდევ ერთი რაღაც ალბერ კამიუს დაწერილი, მაგრამ სახელი არ მახსოვს, იმიტომ, რომ ვერ გავიგე.
გარშემო უამრავი ნაკითხი და კითხვისგან ტვინგამსკდარი მეგობარი დამტრიალებს. მეც ვარ, რა. თქვენც კარგად იცით, როგორც ვარ: თუ რამე მომწონს _ ვაღმერთებ, რაც არ მომწონს _ ვამხობ. ვარ გადარეულად გადარეული და საზიზღრად მწუხარე. არ ვიცი ზღვარი და “ოქროს შუალედი”. დამიანებთან ურთიერთობაში ბევრჯერ მიმიქარავს და შემიცოდავს. წიგნებს ვყიდულობ უამრავს, მაგრამ კითხვა მეზარება. კრემისფერი შურით მშურს ნაკითხი და განათლებუი ადამიანებისა.
მეუბნებოდნენ მშობლები და ნათესავები: “ზურიკო, იკითხე, თორემ ინანებ!” როგორ ფიქრობთ, ვნანობ?…

P.S. ბიბლიოთეკაში ჯდომის და იქ კითხვის ნერვები კი ჭეშმარიტად არ მაქვს. მანდ ყველაფერს გავაკეთებ წიგნების წაკითხვის გარდა!