Tag Archives: წვიმა

ბათუმი ინსტაგრამის ფილტრით

ყველაფერი ამ ხედით იწყება, როცა ქალაქს უახლოვდები. არ ვიცი, შეჩვეული აჭარლები რამდენად აღიქვამენ ამას, მაგრამ “დანარჩენებისთვის” ეს პეიზაჟი რაღაცისგან განთავისუფლებას აღძრავს. და სანამ იქაურობას მიუახლოვდები, გონება ხშირად გასწრებს და უკვე დაბოდიალებს ბათუმის ქუჩებში. Continue reading

სტიქიური უბედურებები და საქართველო

ჩვენ გვიყვარს თქმა, რომ გაგვიმართლა და ღმერთმა ქართველებს შედარებით უსაფრთხო ადგილი მიგვიჩინა დედამიწის ზურგზე. შესაძლოა, ამიტომ ვართ ასეთი დაუდევარნი ბუნების მიმართ: არ გვეშინია მიწისძვრის, ნიაღვრის, ვულკანზე რომ არაფერი ვთქვათ. არ გვეშინია იმიტომ, რომ ხეირიანად არც გამოგვიცდია. მადლობა ღმერთს, არც ტაიფუნებით განებივრებული აშშ ვართ და არც მიწისძვრას მიჩვეული იაპონია. თუმცა შედარებით ნორმალურ გეოლოგიკურ-კლიმატურ ზონაში ცხოვრებამ ცუდი შედეგი გამოიღო: ქართველები სტიქიურ მოვლენებს თითქმის ყოველთვის დაუცველი ვხვდებით და გუშინდელმა ნიაღვარმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

Continue reading

რიკოთი მეწყრის შემდეგ

თბილისი-ქუთაისის მარშრუტით, დაახლოებით, თვეში ერთხელ ვსარგებლობ. წლებია, რაც ერთსა და იმავე გზას მანქანის ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ფანჯრიდან გავცქერი. ძალიან ბევრი დეტალი მახსოვს. ხოლო ის, რაც დღეს ვნახე, ჩემს მეხსიერებაში არ ყოფილა და ამიერიდან სამუდამოდ დარჩება.

Continue reading

ამ ჩვენს ქალაქში რა არ მოსულა (ვიდეოკოლაჟი)

რაც Flip კამერა ვიყიდე, უფრო დაკვირვებული გავხდი. ეს იგივეა, ფოტოაპარატს რომ იყიდი და მერე გაფაციცებული რომ აკვირდები, არიქა, რაიმე საინტერესო მოაქციო ობიექტივში. ასე ვარ მეც. გამიმართლა, თბილისში რომ ვცხოვრობ. აი, რატომ:

ეს დღევანდელი ტალახიანი წვიმაა


Continue reading

რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/04/05-Autumn-leaves.mp3|titles=05 – Autumn leaves]

დაე, იყოს პიაფი…

წვიმს

ეს არის მთავრობის დაპირებული მზიანი ამინდები? ისე წვიმს ხოლმე, რომ პირად პოსტებს მაწერინებს. აი, წინა განახლებაც კი რაღაც უღიმღამოდ გავაკეთე, ცოტა მუსიკამ თუ უშველა…

საერთოდ, რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს! ჩემთვის ეს იგივეა, სადმე ძალიან მაგარ ორკესტრს რომ უსმენდე და თან რაღაცებს მეცადინეობდე. წვიმის მუსიკა ხელშეუხებლად მიმაჩნია: დაჯექი და უსმინე, წიგნი წაიკითხე, ან დაიძინე ვა!

რა დროს ცხოვრებაა, როცა წვიმს!

Continue reading

რეალობა, რომელიც გვაკლია

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2010/02/relaxing-instrumental-music-relaxing-instrumental-music-sounds-of-nature-forest-piano-rain-on-the-pond.mp3|titles=relaxing instrumental music – relaxing instrumental music – – sounds of nature – forest piano – rain on the pond]

მიმავიწყდით?… არა :)

უბრალოდ, რაღაც რაღაცებს ვხარშავ(დი) ტვინში. დღეს დილით ბოროტი ვიყავი, ახლა მინდა, კეთილი გავხდე, როგორც დიდი ხნით დიდი ხნის წინ. ჯერ ვერ გადამიწყვეტია და რაიმე სახის რჩევა ახლა ნამდვილად არ არის საჭირო. ორივეს მხარეს ვყოფილვარ და ამ საკითხში აქეთ დავაკვალიანებ სხვას. ვყოფილვარ მსუქანიც და გამხდარიც, აქაც საკუთარი გამოცდილებები მაქვს და ორივეს ბენეფიტებს მოგახსენებთ, თუკი რამეში გამოგადგებათ…

Continue reading

წვიმა – ინდივიდუალური სიყვარულის მუსიკა

3510606924_62ec4c9498_bქუთაისში ვარ. წვიმს. ამდენი ცის გოდება ივლისის თვეში? პირველად ვხედავ. აირია ყველაფერი. ადრე ივლისი, ჩემი და იულიუს კეისრის თვე, სულ მზიანი, მცხუნვარე და ენერგიული იყო. ახლა კი, გარეთ გაიხედავ და გგონია, რომ ზახფულამდე კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. რა ხდება? საქართველო დიდი ბრიტანეთის ამინდზე გადადის?
მგონი, მეც წვიმაზე მომიწევს დაწერა. ოღონდ მოკლედ დავწერ, რატომ მიყვარს წვიმა.
ჯერ იმიტომ, რომ, სიჩუმის შემდეგ, ყველაზე დიდებული მუსკაა. მერეც იმიტომ, რომ წვიმა ზაფხულში – ეს უცნაური შეგრძნებების “წვიმაა”. გრძნობები კი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც წვიმის თითოეული წვეთი. წვიმა სიცივეშიც მიყვარს, ოღონდ თუ კლასიკურად მაცვია. ასეთ დროს ქუჩაში სეირნობას არაფერი სჯობს. ზაფხულში, როცა წვიმს, მაშინ ის მსიამოვნებს, სეირნობისას მიწიდან აყოლილი წვეთები რომ მეშხეფება შიშველ ფეხებზე :) სახლში მიხვალ და სულ ტალახიანი გაქვს. მაგრამ მერე რა? ახლა ხომ ზაფხულია… :)
წვიმის დროს რომ კითხვა და ძილი “ნეტარებათა ათეულში” უნდა შეიტანონ, ეს ცხადზე უცხადესია.
დაბოლოს, კიდევ რატომ მიყვარს წვიმა. ამის გამო ==> Continue reading