Tag Archives: წერა

რატომ ხდებიან ბლოგერები?

ასეთი ტიპის შეკითხვას ათიოდ წლის წინ ვუსვამდი მათ, ვინც ეწეოდა და მათგან ძირითადად ორ პასუხს ვიღებდი:

  1. დეპრესია
  2. ყველა ეწეოდა და იმიტომ

დღეს მე გეკითხებით თქვენ, რატომ ხდებიან ბლოგერები?

კაი პონტია და იმიტომ?

თუ რამე ახალია სათქმელი?

პირადად მე ბლოგის წერა 2008 წელს დავიწყე და მაშინ ქართველი ბლოგერების (სვითი, დოდკა, როკო, ყვავა, საბუნია) არსებობის შესახებ არ ვიცოდი. ვწერდი იმიტომ, რომ მინდოდა, ჩემს მოთხრობებს გასაქანი მისცემოდა. საბლოო ჯამში, ჩემგან მწერალი არა, მაგრამ კარგი ბლოგერი გამოვიდა. კარგი იმ თვალსაზრისით, რომ პოპულარული ვიყავი და ჩემს აქტივობებს ბევრი გამოხმაურება ჰქონდა.

ახლა შედარებით დაბალი აქტიურობით გამოვირჩევი, თუმცა სექტემბრიდან საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ ;)

ახლა თქვენ მიპასუხეთ:

არის რაიმე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდე, რომ გერქვას ბლოგერი?

ჩემი ახალი “ბლოგი”

ეს ჩემი ახალი “ბლოგია”. ძალიან მივეჩვიე. ბოლო დროს იმდენად გამოვციფრულდი, რომ მომენატრა წერის მამაპაპური მანერა. დროზე მივუსწარი, ასოების გამოყვანა ჯერ კიდევ შემიძლია, თუმცა, ხელით წერას გადაჩვეულს, კალიგრაფია ცოტათი შემცვლია.

ახალ “ბლოგში” წერისას მგონია, რომ პასტის წვერს ულტრასენსორული პლანშეტის ზედაპირზე ვასრიალებ და ყველაფერი მოლეკულების სიზუსტით გადმოიცემა – ესეც ციფრულად მოაზროვნეთა მიერ ტრადიციული საშუალებების აღქმა :)

მწერლობა გარდამავალ დროში

ლადიოტანტი - გარდამავალი ადამიანის სახე

შარშანდელ პოსტებს რომ გადავხედავ თითოზე 20 კომენტარით, ვბრაზობ, რომ უკმაყოფილო ვიყავი, მეტი რატომ არ მაქვსო. არადა, თაზო მეუბნებოდა, საწუწუნო არაფერი გაქვსო. ახლა ვხვდები, რომ მართალი ყოფილა. მაგრამ უკვე აღარ მწყინს, რომ ნაკლებად პოპულარული გავხდი. “ანინას კრიზისს” რომ გადავურჩი, ეგეც მეყოფა. არადა ვიცი, ანინას გამოჩენის შემდეგ, რამდენიმე ბლოგი ოფიციალურად (თუ არაოფიციალურად) დაიხურა. Continue reading

ჩემი “What if”

ხანდახან, როდესაც ვცხოვრობ, მიჩნდება კითხვა: What if? ჰო, ასე რომ არ მომხდარიყო.

What if 1988-ის ნაცვლად 50-ში დავბადებულიყავი? ეგებ, დამენახა, მართლა ლი ჰარვი ოსვალდმა ესროლა კენედის თუ არა.

What if 3 წლის ასაკში პირველი ნახატი არ დამეხატა? ეგებ 17 წლის შემდეგ, ჟურნალისტიკის ნაცვლად, სამედიცინოზე ჩამებარებინა.

What if 1994 წლის 1 სექტემბერს, პირველი კლასის პირველსავე დღეს, თავი არ გამომეჩინა და ლექსი არ მომეყოლა? ეგებ მომავალში არც არავის ეთქვა, გრძელი ენა გაქვსო.

What if მეგობრებს არ ავყოლოდი და ასანთის კოლოფში მოთავსებული დაუძლურებული ბეღურა სილაში არ დამემარხა? ეგებ სინდისის ქენჯნა თვითგვემაში არ გადამზრდოდა.

Continue reading

ეძებე ბრაილის წიგნში

ეძღვნება წიგნების ფესტივალს

როდესაც “მთავრობა” შუქს სამუდამოდ გირთავს – იწყება ცხოვრება ბნელში.

როდესაც ყველა წიგნი შეწყვეტს ფურცლების ლაქლაქს – იხსნება მხოლოდ ერთი.

როდესაც Google-იც უძლურია, “დაგანახოს” მონატრებული სტორფები – ეძებე ბრაილის წიგნში