Tag Archives: ძველით ახალი წელი

ძველით ახალი წლის პოსტი

harry potterსულ სხვა შეგრძნებაა, როცა თითქმის მიტოვებულ კომპიუტერს მიუჯდები, ობმოდებულ ბრაუზერს გახსნი, ისიც უცებ რომ გაგიხსენებს და შენს ნებასურვილზე რომ დაიქოქება. დიახ, ქუთაისში ვარ. მინდა, ძველით ახალ წელს მაინც შევხვდე ჩემს სახლში. შევხვდე, რა, უჩემოდაც მოვა და წავა. უბრალოდ, რასაცმინდაიმასვაკეთებ ხასიათზე ვარ და ასე ვინებე.

ბოლო დროს ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს (განსაკუთრებით დიტოს ბლოგის კითხვისას), რატომ აღარ ვინტერესდები სოციალური თემებით და რატომ აღარ ვწერ მასზე. საერთოდ, რატომ აღარ ვწერ ადრინდელივით ხშირად? Continue reading

უბრალოდ, შობა

წლევანდელი შობა ნამდვილად არ არის არც განსაკუთრებული, არც გამორჩეული. მე და ჩემი ძმა ვსხედვართ თბილისში, ნაქირავებ ბინაში. მე პოსტს ვწერ, ის ტელევიზორს უყურებს, მზესუმზირას აკნატუნებს და მელოდება, როდის დავსვამ კომპიუტერთან.

არადა, 10 და კიდევ უფრო მეტი წლის წინ შობა სულ სხვანაირი იყო. როგორი? მეხსიერება ყველას გაქვთ და გაიხსენეთ მთელი სამზადისი, შემართება, რაღაცნაირი სიხარული და ერთგვარი შეჯიბრი, ვინ უკეთეს გოზინაყს გააკეთებდა და ა.შ. მაშინ ძველი ახალი წელიც “საჭირო” იყო, “ალილოზეც” სიხარულით დავდიოდით ბავშვები და, საერთოდ, ყველანი შევიცვალეთ და დავივიწყეთ, რომ შობა-ახალი წელი არც საყოველთაო კონცერტია ცენტრალურ მოედანზე და არც ათასობით ფოიერვერკი. ეს საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის შინაგანი სიხარულია, რომელიც სულაც არ არის დამოკიდებული მთავრობისაგან მერიებისთვის გამოყოფილ საახალწლო ბიუჯეტზე.

ყველას ბედნიერ და ტკბილ შობას გისურვებთ და იმედს ვიტოვებ, რომ ფანჯრებში დანთებული სანთლები ამ დღესასწაულისადმი სიხარულს იმ დონემდე მაინც შეგვინარჩუნებს, რომ მომავალ თაობას არსებული ფორმით მაინც გადავაბაროთ :)

DSCN4679 DSCN4672 DSCN4675

ბნელი ძველით ახალი წელი

ზოგადად, როგორია ახალი წელი, არა აქვს მნიშვნელობა, ძველი თუ ახალი? მინიმუმ ასეთი:

თუმცა, როცა კაცს არ გიმართლებს, ძველით ახალი წელი ასეთი გექნება:

სიმარტოვეს ყველაზე მეტად სიბნელეში განიცდი, როცა გარშემო მხოლოდ შენი წარმოსახვაა. Continue reading