Tag Archives: ცხონებული "მე"-ს აზრები

ცხონებული მე-ს აზრები Vol 8

ფოტო - თამარ მირიანაშვილი

ფოტო – თამარ მირიანაშვილი

რამდენი ხანი გავიდა, რაც ამ ტიპის პოსტი არ დამიწერია. ისევ ტვიტერში გამოქვეყნებული ჩემი ფრაზები ამოვკრიფე. :)

• ადამიანები გვერდით დგომით მეგობრდებიან და ქვეშმიწერით მრავლდებიან.

• მე მაინც მგონია, რომ პრემიერმინისტრი დეფისით არ უნდა იწერებოდეს, რადგან კი ორი სიტყვაა, მაგრამ ერთი სუბიექტია, განსხვავებით დედ-მამისგან.

• ამაზრზენი რეალობა: ზოგჯერ ადამიანს ის ხელი უნდა მოაჭრა, რომლითაც დახმარებას გთხოვს.

• ღმერთმა ადამიანს 2 თირკმელი იმისთვის მისცა, რომ ფული სხვისგან არ ისესხოს.

• რატომ ხდება, რომ ქორწილში პატარძლის ნასროლი თაიგული ან სულ ძირს ვარდება, ან სულ კაცები იჭერენ და სხვებს (მათ შორის კაცებსაც) აჩეჩებენ?

• სიყვარული არის ხელფასი. ხელფასი სიყვარული არ არის.

• ერთმა მკითხა, ერეკლე დეისაძე კარგია თუ ცუდიო. მეთქი, ერეკლე დეისაძე არის ცოტა. :))

• ჰიტლერს თავისი საქმე პუტინის ინტერვალებით რომ ეკეთებინა, მესამე რაიხი მეტ ხანს იცოცხლებდა.

• არასრულფასოვნების კომლექსს თუ ვერ მოიხსნი, რამე მაინც შემოიცვი ზემოდან.

• რაც უფრო მეტ წაქცეულს გაუწვდი ხელს, მით მეტი წაიქცევა.

ცხონებული მე-ს აზრები Vol. 7

[audio:http://zurriuss.ge/wp-content/uploads/2011/01/AllMovies.GE-One-Flew-Over-The-Cuckoos-Nest7.mp3|titles=AllMovies.GE One Flew Over The Cuckoo`s Nest7]
  • გაეცი ლეკვი – მიიღე ძეხვი! — “ზეიკიძის” ახალი აქცია :)
  • ზოგადად, იაპონელები ისევე არ რეაგირებენ სეისმურ ბიძგებზე, როგორც ქართველი ცოლები – ქმრისგან დედის გინებაზე.
  • თვითგვემა ძალიან კარგი გამოსავალია უუბედურესი სიტუაციებიდან თავის დასაძვრენად. მთავარია, დროზე გაჩერდე, რომ სხვა დროსაც მოახერხო იგივე. Continue reading

ცხონებული მე-ს აზრები 6

ეს ჩემი საყვარელი რუბრიკაა. მაშ ასე, ბოლო დროს ტვიტერში დაგროვილი ფრთიანი ჰაზრნი ჩემნი: Continue reading

ცხონებული “მე”-ს აზრები 5

ბოლო დროს, ქე იცით რატომაც, სოციალურ ქსელებზე ვეღარ ვაქტიურობ. ჯიპამ და “ჰარი პოტერმა” იმდენი მიქნეს, რომ ტვიტერი გადამაჩხრეკინეს და ერთ-ერთი უწინდელი პოსტის ფორმა აღმადგენინეს.

ქართულნი:

  • ჟურნალისტობა ქირურგობას ჰგავს: როცა საყვარელ ადამიანს “კვეთ”, ხელი არ უნდა აგიკანკალდეს.
  • მყრალად არ მიყვარს, როცა ბლოგის პოსტის სათაურში სიტყვა “პოსტია” ნახსენები :|
  • ვიღაცას რაღაც დაეწვა, თუ ნასკები მაქვს გამოსაცვლელი?
  • რა საინტერესო სიტყვაა “ცოდვა”. ღირსების ორდენს ჰგავს. სურვილისამებრ მიანიჭებ, რასაც გინდა. Continue reading

ცხონებული მე-ს აზრები 4

ვაგრძელებ დიდი ხნის წინ წამოწყებულ ციკლს და Facebook-აობისას თავში მოფრენილი მძიმეფრთიანი აზრების ახალ ნაკრებს გთავაზობთ ;)

  • რამეს თავი რომ მოაბა, ჯერ კისერი უნდა დაიგრძელოო
  • როცა აქ მოხვდები, დაიჩოქე და მზიან ქვიშას სული შეუბერე. მის ქვეშ ათასობით წლის სიმდიდრე იცდის ხელახლა დასაბადებლად. ეს ეგვიპტეა!
  • დებილი ლათინური სიტყვაა და ქართულად “გამოქლიავებამდე სულგრძელს” ნიშნავს
  • საერთოდ, ის, რაც შიგ არის, შესაძლებელია გამოღო გარეთ… მაგრამ ის, რაც ღრმად შიგ არის, მცირე შანსია, როგორმე გამოიღო, მით უმეტეს, თუ არც კი ეჭვობ, რომ შიგ არის :)

  • ყველა პრობლემა მოგვარებადია, მთავარია, არ დაგეზაროს მისი გადაჭრა.

  • ოდეს ფული გაგითავდეს, წადი და შენს ცოლი სახლში დააბრუნე, ვიაითგან ფული ქალივითაა: თუ თან არ გადაყვები, გაგიფრინდება

  • პიცერიაში მიდიოდე, ჯიბეში ყველი და პური მაინც გედოს, რადგან რა იცი, როდის აღმოაჩენ პიცაში ტარაკანასაო

დანარჩენი აწი იქნება ;)

ცხონებული "მე"-ს აზრები 3

Surati-3213დრო ისე ჩქარა, უეცრად და უშეღავათოდ გარბის, როგორც გემრიელი ძეხვი იჭმება ;)

ზოგჯერ ფანტაზიაც საჭიროებს კბილების გამოხეხვას ;)

საბოლოო ჯამში, გენიოსები მაინც ფართო მასების მსახურებად რჩებიან. ისინი იმ მდიდარ წინაპრებს ჰგვანან, რომელთა მონაპოვარსაც, მათი სიკვდილის შემდეგ, ყველა დაეხარბება, იმის და უკითხავად, ვის “უანდერძეს” იგი.

რამეს შინაარსს თუ ვერ ჩაწვდი, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ეს “რამე” უაზროა. მხოლოდ მაშინ შეგიძლია, ამტკიცო, რაიმე უაზრო არის თუ არა, როცა მის შინაარსს ჩაწვდები.

ცხოვრება ნემსის გაკეთებას ჰგავს: სულ შერჭობილი გაქვს და სულ უნდა გაუძლო :D

ცხონებული "მე"-ს აზრები

red_chili_pepper_2წიწაკა

ცხოვრებაში რომ ყველაფერი ზედმეტი უკუშედეგს იწვევს, ამას წიწაკაც ამტკიცებს: იმდენად ტკბილია, რომ სასტიკად ცხარეა.
დამწყებთათვის განვმარტავ, რომ წიწაკა უკიდურესი რაოდენობით გლუკოზას შეიცავს ;)

red shoesქალებო

მამაკაცი ფეხსაცმელს ჰგავს: თუ ძალიან მოგიჭირათ, გაიხადეთ და მანამ არ ჩაიცვათ, სანამ ძალიან არ მოგენატრებათ ;)

…თუ კაცს გული აქვს, ე.ი. მას სიყვარული შეუძლია. ქალს კი სიყვარულისათვის გულიც სჭირდება და სიყვარულიც ;)

…ადამიანის ბავშვობა სხვა არაფერია, თუ არა მისი სიყმაწვილის მეგობრული შარჟი, სიბერე კი სხვა არაფერია, თუ არა ამ სიყმაწვილის დაცინვა…

ფეხზე ადგომის ძალას ისე ვერ შეიგრძნობ, თუ ჯერ მუხლებზე დაცემის სიმწარე არ გამოგიცდია…

ამ დროისთვის ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირადი მოსაზრებებია, ძალიან მაინტერესებს თქვენი შეხედულებები :)