Tag Archives: ცხენი

ამ ჩვენს ქალაქში რა არ მოსულა (ვიდეოკოლაჟი)

რაც Flip კამერა ვიყიდე, უფრო დაკვირვებული გავხდი. ეს იგივეა, ფოტოაპარატს რომ იყიდი და მერე გაფაციცებული რომ აკვირდები, არიქა, რაიმე საინტერესო მოაქციო ობიექტივში. ასე ვარ მეც. გამიმართლა, თბილისში რომ ვცხოვრობ. აი, რატომ:

ეს დღევანდელი ტალახიანი წვიმაა


Continue reading

“არამწეველ მშობელთა კავშირის” (ამკ) 10 მცნება

შემუშავებულია თევზის, ჰირინეოსისა და ჩემ მიერ

  1. „ვინც ეწევა, ეწევა – შავი კუბო ეწვევა“
  2. „არამწეველი შვილი დედის გულის ვარდიაო“
  3. „არამწეველი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“
  4. „დედის წინ მოფუილე კვიცს ან მგელი შესჭამს, ან მიქელგაბრიელიო“
  5. „მწეველმა მწეველს უთხრა, შე მწეველოო!“
  6. „მწეველი მწეველთან რომ დააბა, მოწევენ, აბა რას იზამენო“
  7. „მოწევა იწვევს 2012-სო“
  8. „ეწევი? გეწვევი!“ (ც) სიკვდილი
  9. “მწეველს რა უნდა და სიგარეტის კვამლიანი ღამეო”
  10. “ასტრას” რა ჰქონდა, “იავას” გაჰქონდაო”

ესენიღა დარჩნენ

National Geographic-ს ვათვალიერებდი, როცა ასეთ ამბავს წავაწყდი: “Rarest of the Rare” Species Named

ანუ ჩვენს პლანეტაზე ცხოველთა რაოდენობა კლებას განაგრძობს და ახალი ჯიშები არიან გადაშენების პირას. იშვიათი ჯიშის იშვიათი წარმომადგენლები იღუპებიან.

კუნძულის ნაცრისფერი მელია აშშ-ის ტერიტორიაზეა გავრცელებული. თუმცა, რაღა გავრცელებული. მელიის ეს სახეობა 1000ზე ნაკლებიღა შემორჩა.

Continue reading